عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ عُمَرَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا قَالَ: أَخَذَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ بِمَنْكِبِي، فَقَالَ:
«كُنْ فِي الدُّنْيَا كَأَنَّكَ غَرِيبٌ أَوْ عَابِرُ سَبِيلٍ»، وَكَانَ ابْنُ عُمَرَ، يَقُولُ: إِذَا أَمْسَيْتَ فَلاَ تَنْتَظِرِ الصَّبَاحَ، وَإِذَا أَصْبَحْتَ فَلاَ تَنْتَظِرِ المَسَاءَ، وَخُذْ مِنْ صِحَّتِكَ لِمَرَضِكَ، وَمِنْ حَيَاتِكَ لِمَوْتِكَ.

აბდულლაჰ იბნ უმარისგან, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, გადმოცემულია: «ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცავა და მშვიდობა მას) მე მხარზე ხელი დამადო და მითხრა:
«იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ». აბდულლაჰ იბნ უმარი, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, აგრძელებს: «როცა საღამო მოვა, ნუ ელოდები დილას, ხოლო როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს. ისარგებლე შენი ჯანმრთელობით, სანამ სნეულება არ დაგეწევა, და შენი სიცოცხლით, სანამ სიკვდილი არ მოგისწრებს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 6416

განმარტება

აბდულლაჰ იბნ უმარი, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მხარზე ხელი დაადო — მხრისა და წინამხრის შეერთების ადგილზე — და უთხრა: "იყავი ამქვეყნად, როგორც უცხოელი". ეს ნიშნავს, რომ უცხოელი შეიძლება ჩავიდეს ქალაქში, სადაც მას არ აქვს საკუთარი სახლი თავშესაფრად და არც მაცხოვრებლები, რომლებიც მას დაამშვიდებენ. იგი თავისუფალია ოჯახური და მატერიალური მიჯაჭვულობებისგან, რომლებიც ყურადღებას აშორებენ შემოქმედს. მაგრამ უფრო მეტი სიფრთხილე მოითხოვე საკუთარ თავს, ვიდრე უცხოელს, როგორც მოგზაურს, რომელიც გზას კვეთს და მიისწრაფვის საკუთარი სახლისკენ. რადგან უცხოელი შესაძლოა დარჩეს უცხო ქვეყანაში და იქ დასახლდეს, განსხვავებით მოგზაურისგან, რომელიც გარკვეულ მიზანს ესწრაფვის. მოგზაური ცდილობს შეამციროს თავისი ბარგი, არ გაჩერდეს გზაში და რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს საკუთარ სახლს. ისევე, როგორც მოგზაურს არ სჭირდება იმაზე მეტი, რაც მას თავისი მოგზაურობის მიზნის მისაღწევად დაეხმარება, ასევე მორწმუნეს არ სჭირდება ამ ცხოვრებაში იმაზე მეტი, რაც მას საბოლოო დანიშნულების ადგილამდე — სამოთხემდე — მიიყვანს.
იბნ უმარი ამ დარიგებას მიჰყვებოდა და ამბობდა: «როცა დილა მოვა, ნუ ელოდები საღამოს, ხოლო როცა საღამო მოვა, ნუ დაელოდები დილას. მიიჩნიე თავი საფლავის ბინადართა შორის». ეს იმიტომ, რომ ცხოვრება მუდმივად იცვლება ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას შორის. ამიტომ, იჩქარე, რომ გამოიყენო ჯანმრთელობის დღეები ალლაჰისადმი თაყვანისცემისთვის, სანამ სნეულება დაგეწევა. ისარგებლე შესაძლებლობით, რომ შეასრულო კეთილი საქმეები, სანამ ჯანმრთელი ხარ, რადგან ავადმყოფობა შეიძლება გახდეს დაბრკოლება შენსა და ამ საქმეებს შორის. გამოიყენე შენი ცხოვრება ამქვეყნად, რათა შეაგროვო ის, რაც სიკვდილის შემდეგ სარგებელს მოგიტანს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მასწავლებელი დებს ხელს მოსწავლის მხარზე სწავლების პროცესში, რათა შექმნას მეგობრული ატმოსფერო და მიიპყროს მისი ყურადღება.
  2. დაწყება რჩევისა და დარიგების მიცემით მათ, ვინც თვითონ არ ითხოვს ამას.
  3. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შესანიშნავი სასწავლო მეთოდი გამოიხატებოდა დამაჯერებელი მაგალითების მოყვანაში, როგორც მისი სიტყვები: "იყავი ამქვეყნად, თითქოს უცხოელი ან მოგზაური".
  4. ადამიანები განსხვავდებიან თავიანთ მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე: მოგზაური უფრო მაღალ მდგომარეობას იკავებს ასკეტიზმში, ვიდრე უცხოელი.
  5. ამქვეყნიური იმედების სიმოკლის განმარტება და მუდმივი მზადყოფნის საჭიროება სიკვდილისთვის.
  6. ჰადისი არ მოუწოდებს საარსებო საშუალებების სრულად მიტოვებას ან ამქვეყნიური სიამოვნებების აკრძალვას, არამედ მოუწოდებს თავშეკავებასა და მათი გამოყენების შეზღუდვას.
  7. სწრაფვა მართალი საქმეების შესრულებისკენ მანამ, სანამ ავადმყოფობა ან სიკვდილი არ წაგვართმევს ამ შესაძლებლობას.
  8. აბდულლაჰ იბნ უმარის, დაე, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით, ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ მან ღრმად შეითვისა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს დარიგება.
  9. მორწმუნეთა სამშობლო სამოთხეა და ამიტომაც, ისინი უცხოელები არიან ამქვეყნად და მოგზაურობენ საიქიოსკენ. მათი გული არ მიეჯაჭვოს ამ უცხო ქვეყანას, არამედ მიამაგროს თავის სამშობლოს, სადაც უკან დაბრუნება სურთ. ამქვეყნად მათი ყოფნა მხოლოდ იმისთვისაა, რომ უზრუნველყონ თავიანთი საჭიროებები და მოემზადონ სამშობლოში დაბრუნებისთვის.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
FR Français الفرنسية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
JA 日本語 اليابانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو