عَنْ عُثْمَانَ رضي الله عنه قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«مَا مِنَ امْرِئٍ مُسْلِمٍ تَحْضُرُهُ صَلَاةٌ مَكْتُوبَةٌ فَيُحْسِنُ وُضُوءَهَا وَخُشُوعَهَا وَرُكُوعَهَا، إِلَّا كَانَتْ كَفَّارَةً لِمَا قَبْلَهَا مِنَ الذُّنُوبِ، مَا لَمْ يُؤْتِ كَبِيرَةً، وَذَلِكَ الدَّهْرَ كُلَّهُ».
[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 228]
المزيــد ...
უსმანმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ყველა მუსლიმისთვის, რომელიც სავალდებულო ლოცვის დადგომის დროს სწორად განახორციელებს განბანვას, ლოცვის დროს დაიცავს სათანადო თავმდაბლობას და სწორად შეასრულებს ყველა მუხლს, [ეს ლოცვა] აუცილებლად იქნება მანამდე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა, თუ მათ შორის არ ყოფილა რაიმე მძიმე ცოდვა, და ასე იქნება ყოველთვის".
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 228]
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ არ არსებობს მუსლიმი, რომელსაც- სავალდებულო ლოცვის დრო მოუვა, თუ ის ლოცვისთვის განბანვას სრულყოფილად შეასრულებს და გულმოდგინედ მოემზადება. ლოცვის დროს მისი გული და სხეულის ყველა ნაწილი ალლაჰის მიმართ კონცენტრირებული და მისი სიდიადის განცდით აღსავსე იქნება, ლოცვის მოქმედებებს, როგორიცაა რუქუ'ი, სეჯდა და სხვა, სრულყოფილად შეასრულებს, -არ ეპატიოს მას მისი წარსული ცოდვების, თუ არ აქვს ჩადენილი დიდი ცოდვები. ეს სიკეთე გრძელდება ყველა დროში და თითოეული ლოცვის დროს.