1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი როდესაც გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} [ან-ნასრ: 1] ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის დროს ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المُؤْمِنينَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهَا قَالَتْ:
مَا صَلَّى النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ صَلاَةً بَعْدَ أَنْ نَزَلَتْ عَلَيْهِ: {إِذَا جَاءَ نَصْرُ اللَّهِ وَالفَتْحُ} [النصر: 1] إِلَّا يَقُولُ فِيهَا: «سُبْحَانَكَ رَبَّنَا وَبِحَمْدِكَ اللَّهُمَّ اغْفِرْ لِي». وعَنْها قَالَتْ: كَانَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يُكْثِرُ أَنْ يَقُولَ فِي رُكُوعِهِ وَسُجُودِهِ: «سُبْحَانَكَ اللهُمَّ رَبَّنَا وَبِحَمْدِكَ، اللهُمَّ اغْفِرْ لِي» يَتَأَوَّلُ الْقُرْآنَ.

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«როდესაც გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} [ან-ნასრ: 1] ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის დროს ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე». აიშა გადმოსცემს: რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვაზე რუქუ'ის და საჯდას დროს ძალიან ხშირად ამბობდა: «დიდებული ხარ შენ ჩვენო ღმერთო, ქება-დიდება შენ ჩემო ღმერთო, მომიტევე მე» - ყურანზე მიყოლით.

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 4967

განმარტება

მორწმუნეთა დედა აიშა (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) გვამცნობს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც გარდმოევლინა აიათი: {როცა ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება იქნა მოსული} მან მაშინვე განმარტა ეს აიათი და უზენაესი ალლაჰის ბრძანების აღსრულება იჩქარა თავის სიტყვებში: {მაშ, განადიდე შენი ღმერთი ქება-დიდებით და მას სთხოვე მიტევება}. და ის ცდილობდა, რომ ალლაჰი განედიდებინა ლოცვის დროს რუქუ'ის და საჯდას შესრულებისას: «დიდებული ხარ შენ», შორს ხარ ყველა იმ ნაკლოვანებისგან, რომელიც არ შეგეფერება შენ, «ღმერთო ჩვენო უფალო ქება-დიდება შენ», დიდებული ქება იყოს შენზე, შენი სრულყოფილი არსის თვისებების და ქმედებების შესაფერისი, «ღმერთო ჩემო მომიტევე მე», მაპატიე ჩემი ცოდვები და ნუ მომთხოვ მასზე პასუხს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასურველია ამ ვედრების ხშირად წარმოთქმა რუქუ'ის და საჯდას დროს.
  2. ალლაჰისგან ცხოვრების ბოლოს მიტევების თხოვნა შეგონებაა იმისა, რომ ყველა თაყვანისცემა, განსაკუთრებით კი ლოცვა, უნდა სრულდებოდეს მიტევების თხოვნით, რათა ამგვარად იქნას შეუსრულებელი ნაკლოვანებების გამოსწორება.
  3. ალლაჰთან დაახლოების საუკეთესო საშუალება, რომელიც ზრდის ვედრების მიღების ალბათობას, არის ალლაჰის განდიდება, მისი სრულყოფილების დამოწმება და იმის აღიარება, რომ ის თავისუფალია ყოველგვარი ნაკლისა და ხარვეზისგან.
  4. ალლაჰისგან მიტევების თხოვნის ღირსება ნებისმიერ მდგომარეობასა და გარემოებაში.
  5. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულყოფილი თაყვანისცემა ღმერთზე და მისი ბრძანებაზე მორჩილება.

თარგმნების ჩვენება

46 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية