1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი რომ, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სირთულის ჟამს ამბობდა: «ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ალ'აზიმ ალ'ჰალიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბუ ალ'არში ალ'აზიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბბუ ას'სამავაათი ვა რაბბულ არდი ვა რაბულ 'არშილ ქარიიმ'». (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა დიდებულისა, შემწყნარებლისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, დიდებული 'არშის (ტახტის) ღმერთისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, მიწის ღმერთისა და დიადი 'არშის (ტახტის) ღმერთისა

عَنِ ابْنِ عَبَّاسٍ رضي الله عنهما:
أَنَّ نَبِيَّ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَانَ يَقُولُ عِنْدَ الْكَرْبِ: «لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ الْعَظِيمُ الْحَلِيمُ، لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ رَبُّ الْعَرْشِ الْعَظِيمِ، لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ رَبُّ السَّمَاوَاتِ وَرَبُّ الْأَرْضِ وَرَبُّ الْعَرْشِ الْكَرِيمِ».

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი):
რომ, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სირთულის ჟამს ამბობდა: «ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ალ'აზიმ ალ'ჰალიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბუ ალ'არში ალ'აზიმ, ლა ილაჰა ილლა ალლაჰ რაბბუ ას'სამავაათი ვა რაბბულ არდი ვა რაბულ 'არშილ ქარიიმ'». (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა დიდებულისა, შემწყნარებლისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, დიდებული 'არშის (ტახტის) ღმერთისა, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, მიწის ღმერთისა და დიადი 'არშის (ტახტის) ღმერთისა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2730

განმარტება

როდესაც სირთულე მწვავდებოდა და ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სევდა შემოაწვებოდა ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა», არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, «დიდებულისა», თავის არსში, თვისებებში და ქმედებებში. «შემწყნარებლისა», რომელიც არ ჩქარობს ცოდვილის დასჯას, არამედ უვადებს მას, შეიძლება მიუტევოს მას მიუხედავად იმისა, რომ მისი დასჯა შეუძლია, და იგია ყოვლისშემძლე, ყოვლადუნაკლო, მას ყველაფერზე ძალა შესწევს. «რ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰის, დიდებული არშის ღმერთისა», დიდებული არშის გამჩენი, «არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ცათა ღმერთისა, და მიწის ღმერთისა», გამჩენი ცების, მიწის და რაც მათ შორისაა, ყველაფრის მეუფე და გამომსწორებელი, და თავის გაჩენილში მოქმედი იმის, რაც სურს და როგორც სურს, «და დიადი არშის ღმერთისა», დიდებული არშის გამჩენი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სირთულეების და განსაცდელის ჟამს აუცილებელია ალლაჰზე მიმართვა ვედრებით.
  2. განსაცდელის ჟამს სასურველია ამ ვედრების წარმოთქმა.
  3. მოწყალის 'არში არის, რომელზეც ამაღლდა უზენაესი და ძლევამოსილი, ის (არში) არის ყველა ქმნილების მაღლა, მათ შორის ყველაზე დიდი და დიდებული, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის დაახასიათა როგორც დიდებული და დიადი.
  4. ცების და მიწის გაჩენა გამორჩეულად იქნა ნახსენები, რადგან ისინი თვალით დასანახი ყველაზე დიდი ქმნილებებია.
  5. ალ-ტიბიმ თქვა: «ეს დიდება იწყება მბრძანებლობის ხსენებით, რათა ეს შეესაბამებოდეს გასაჭირისგან ხსნას, რადგან მბრძანებლობა სწორედ ამას გულისხმობს. ამ ვედრებაში არის ალლაჰის ერთობის მოწმობა, რომელიც ამტკიცებს თავჰიდს, რაც ღვთაებრივი სრულყოფილების და სიდიადის საფუძველია. ეს მიანიშნებს სრულ ძალაუფლებაზე, ხოლო ჰილმი (შეკავება, სიმშვიდე) მიანიშნებს ცოდნაზე, რადგან წარმოუდგენელია, რომ უმეცარი იყოს მომთმენი ან დიდსულოვანი. ეს თვისებები კი ყველა კეთილშობილური მახასიათებლის საფუძველია».

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية