عَنْ عُبَادَةَ بْنِ الصَّامِتِ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«لَا صَلَاةَ لِمَنْ لَمْ يَقْرَأْ بِفَاتِحَةِ الكِتَابِ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 756]
المزيــد ...

'უბაადა იბნ საამით (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«არ არის ლოცვა იმისი, ვინც არ წაიკითხა სურა ალ-ფათიჰა».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 756]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ლოცვა არ იქნება სწორი სურა "ალ-ფათიჰას" წაკითხვის გარეშე, რადგან ის წარმოადგენს ლოცვის სვეტს ყველა რაქათში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სურა "ალ-ფათიჰას" წაკითხვას ვერაფერი ჩაანაცვლებს, თუ ადამიანი მისი წაკითხვის უნარს ფლობს.
  2. რაქათი, რომელშიც სურათ ალ-ფათიჰა არ იკითხება, გაუქმებულია, იქნება ეს განზრახ, უცოდინრობის ან დავიწყების გამო, რადგან იგი ლოცვის სვეტია, და სვეტები ვერანაირად ვერ უქმდება.
  3. სურათ "ალ-ფათიჰას" წაკითხვის ვალდებულება უქმდება იმისთვის, ვინც იმამის უკან ლოცულობს, თუ ის იმამს რუქუ'ში შეუერთდა.
თარგმნების ჩვენება
ენა: ინგლისური ურდუ ესპანური მეტი (54)