+ -

عَنْ ‌أَبِي حُمَيْدٍ أَوْ عَنْ ‌أَبِي أُسَيْدٍ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِذَا دَخَلَ أَحَدُكُمُ الْمَسْجِدَ فَلْيَقُلِ: اللَّهُمَّ افْتَحْ لِي أَبْوَابَ رَحْمَتِكَ، وَإِذَا خَرَجَ فَلْيَقُلِ: اللَّهُمَّ إِنِّي أَسْأَلُكَ مِنْ فَضْلِكَ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 713]
المزيــد ...

აბუ ჰუმაიდ ან აბუ უსაიდის გადმოცემით (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც რომელიმე თქვენგან მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ"».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 713]

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის ხალხს მიუთითა იმაზე, თუ რა სიტყვები უნდა თქვან მეჩეთში შესვლის დროს: (ო, ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები). ესაა ღმერთზე მიმართვა, რომ მან გაუღოს თავისი წყალობის გზები. ხოლო მეჩეთიდან გამოსვლისას უნდა თქვას: (ო, ალლაჰ, გთხოვ შენს სიკეთეს). ამით ადამიანი ალლაჰს სთხოვს მის წყალობასა და დიდ მოწყალებას, რომ მისცეს ჰალალი საარსებო საშუალებები მისი სიკეთითა და უხვი წყალობით.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ინდონეზიური იუგურული ბენგალური თურქული ბოსნეური სენჰალური ინდური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف აზრბაიჯანული უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მეჩეთში შესვლისა და გამოსვლის დროს აღნიშნული ვედრების წარმოთქმა სასურველია.
  2. მოწყალების ხსენება მეჩეთში შესვლისას და მადლის ხსენება გამოსვლისას დაკავშირებულია იმასთან, რომ მეჩეთში შესვლისას ადამიანი იწყებს ქმედებებს, რომლებიც მას ალლაჰსა და მისი სამოთხისკენ აახლოებს, ამიტომ ამ დროს მოწყალების ხსენება შესაფერისია. ხოლო მეჩეთიდან გამოსვლისას, როდესაც ადამიანი დედამიწაზე გადაადგილდება და ალლაჰისგან საარსებო საშუალებებს ეძებს, ამ შემთხვევაში მადლის ხსენება უფრო შესაბამისია.
  3. ეს ზიქრები ითქმება მაშინ, როდესაც ადამიანი მეჩეთში შესვლას აპირებს და როდესაც მისგან გამოსვლას აპირებს.
მეტი