+ -

عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رَضيَ اللهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَنْ صَلَّى صَلاَتَنَا وَاسْتَقْبَلَ قِبْلَتَنَا وَأَكَلَ ذَبِيحَتَنَا فَذَلِكَ المُسْلِمُ الَّذِي لَهُ ذِمَّةُ اللَّهِ وَذِمَّةُ رَسُولِهِ، فَلاَ تُخْفِرُوا اللَّهَ فِي ذِمَّتِهِ».

[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 391]
المزيــد ...

ანას ბინ მაალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც ილოცა ჩვენი ლოცვა, დადგა ჩვენი ყიბლას მიმართულებით და მიირთვა ჩვენი დაკლული, ის არის მუსლიმი, რომელიც იმყოფება ალლაჰის და შუამავლის მფარველობაში, ნუ დაართვევთ ალლაჰის გარანტიას მისი მფარველობის ქვეშ მყოფთან».

-

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ვინც დაიცავს რელიგიის აშკარა დოგმებს, ანუ ილოცებს ისე, როგორც ჩვენ ვლოცულობთ, დადგება ჩვენი ყიბლას ქააბას მიმართულებით, მიირთმევს ჩვენ დაკლულს, ჩათვლის მას ჰალალად; ეს არის მუსლიმი, ვისაც აქვს ალლაჰის და მისი შუამავლის მფარველობა და აღთქმა, მაშ, არ დაარღვიოთ ალლაჰის მფარველობა და აღთქმა მასში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. იბნ რაჯაბმა თქვა: «ეს აჰადისი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის სისხლი არ იქნება დაცული მხოლოდ ორი შაჰადას წარმოთქმით, სანამ მათ პირობებს არ შეასრულებს, რა თქმა უნდა მათი პირობებიდან ყველაზე მტკიცე არის ლოცვა; ამიტომ სხვა ჰადისში ლოცვას ზაქათიც აქვს დამატებული.
  2. ადამიანთა მდგომარეობები განისაზღვრება ღია ქმედებებით და არა ფარულით, და ვინც წარმოაჩენს რელიგიის აშკარა პირობებს, მას ამ რელიგიის მიმდევარი ხალხის დადგენილებები აქვს, მანამ სანამ ამისი სიპირისპირო არ გამოჩნდება მისგან.
  3. იბნ რაჯაბმა თქვა: «ნახსენები ყიბლას მიმართულება, მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია ლოცვა შესრულდეს ისე, როგორც დადგენილია მოწრმუნეებისათვის მათ წიგნში და გარდმოვლენილ იქნა მათ შუამავალზე, ეს ლოცვა კი სრულდება ქააბას მიმართულებით, არა ის, ვინც ლოცულობს ბაით ალ-მაყდისისკენ, მას მერე, რაც გაუქმდა მისკენ ლოცვა, როგორც ებრაელები ან აღმოსვალეთისკენ, როგორც ქრისტიანები, ის ვერ იქნება მუსლიმი, თუნდაც ერთღმერთიანობა დაადასტუროს».
  4. ამ ჰადისში არის არგუმენტი იმის, რომ ლოცვის დროს ყიბლას მიმართულებით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ლოცვის სხვა პირობები არ არის ნახსენები ჰადისში, როგორიცაა სისუფთავე და სხვა.
  5. იბნ რაჯაბმა თქვა: «ნახსენებია მუსლიმების დაკლულის მირთმევა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია ისლამის ყველა აშკარა ნიშნებზე ყურადღების მიქცევა, მათგან ერთ-ერთი უდიდესი კი, მუსლიმების დაკლული ხორცის ჭამა და მათი დაკლულის დადასტურებაა, ვინც ამას ზურგს აქცევს, ის არ არის მუსლიმი».
თარგმანი: ბენგალური ვიეტნამური ქურდული პორტუგალიური ტაილანდური დარი უნგრული المقدونية
თარგმნების ჩვენება
მეტი