عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه:
أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ دَخَلَ المَسْجِدَ فَدَخَلَ رَجُلٌ، فَصَلَّى، فَسَلَّمَ عَلَى النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَرَدَّ وَقَالَ: «ارْجِعْ فَصَلِّ، فَإِنَّكَ لَمْ تُصَلِّ»، فَرَجَعَ يُصَلِّي كَمَا صَلَّى، ثُمَّ جَاءَ، فَسَلَّمَ عَلَى النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَقَالَ: «ارْجِعْ فَصَلِّ، فَإِنَّكَ لَمْ تُصَلِّ» ثَلاَثًا، فَقَالَ: وَالَّذِي بَعَثَكَ بِالحَقِّ مَا أُحْسِنُ غَيْرَهُ، فَعَلِّمْنِي، فَقَالَ: «إِذَا قُمْتَ إِلَى الصَّلاَةِ فَكَبِّرْ، ثُمَّ اقْرَأْ مَا تَيَسَّرَ مَعَكَ مِنَ القُرْآنِ، ثُمَّ ارْكَعْ حَتَّى تَطْمَئِنَّ رَاكِعًا، ثُمَّ ارْفَعْ حَتَّى تَعْدِلَ قَائِمًا، ثُمَّ اسْجُدْ حَتَّى تَطْمَئِنَّ سَاجِدًا، ثُمَّ ارْفَعْ حَتَّى تَطْمَئِنَّ جَالِسًا، وَافْعَلْ ذَلِكَ فِي صَلاَتِكَ كُلِّهَا».
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 757]
المزيــد ...
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეჩეთში შევიდა, მასთან ერთად შემოვიდა კიდევ ერთი კაცი, რომელმაც ნამაზის ლოცვა დაიწყო, ლოცვის შემდეგ მან მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიესალმა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა და უთხრა: «დაბრუნდი და ხელახლა ილოცე, რადგან შენ არ გილოცია», კაცი დაბრუნდა, ხელახლა შეასრულა ნამაზი იგივე სახით და ისევ მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), კვლავ მიესალმა, ხოლო შუამავალმა ისევ უთხრა: «დაბრუნდი და ხელახლა ილოცე, რადგან შენ არ გილოცია». ასე განმეორდა სამჯერ, რის შემდეგაც კაცმა უთხრა: ვფიცავ ალლაჰს, რომელმაც შენ წამოგგზავნა ჭეშმარიტებით, მე ლოცვა ამაზე უკეთესად არ ვიცი, ამიტომ მასწავლე, როგორ უნდა ვილოცო, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემდეგ აუხსნა მას: «როცა ნამაზისთვის წამოდგები, გააკეთე თაქბირი, შემდეგ წაიკითხე ყურანიდან ის, რაც შეგიძლია. შემდეგ მოიხარე რუქუ'ისთვის, სანამ არ დამშვიდდები და არ მიაღწევ სიმშვიდეს, შემდეგ ასწიე თავი და გამართე სხეული ისე, რომ დგომის პოზიციაში მთლიანად გასწორდე, ამის შემდეგ შეასრულე საჯდა, სანამ არ დამშვიდდები და ბოლომდე არ დაიმშვიდებ გულს. შემდეგ წამოჯექი და იჯექი სიმშვიდით. შემდეგ ეს გააკეთე შენი ნამაზის ყველა რაქაათში».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 757]
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეჩეთში შევიდა, და მის შემდეგ ერთი კაციც შევიდა, რომელმაც სწრაფად შეასრულა ორი რაქაათი ლოცვა, თუმცა არ დამშვიდდა არც დგომაში, არც რუქუ'ში და არც საჯდაში, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკვირდებოდა მის ლოცვას, როცა კაცი ნამაზის დასრულების შემდეგ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და მიესალმა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა და უთხრა მას: დაბრუნდი და ხელახლა შეასრულე შენი ნამაზი; რადგან შენ არ გილოცია. ის კვლავ დაბრუნდა და ნამაზის შესრულება ისევ სწრაფად გაიმეორა, როგორც ადრე. შემდეგ კვლავ მივიდა ალლაჰის შუამავალთნ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მიესალმა მას, ხოლო მოციქულმა უთხრა: დაბრუნდი და ხელახლა ილოცე, რადგან შენ არ გილოცია, და ასე ქნა სამჯერ. კაცმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, რომელმაც შენ ჭეშმარიტებით წარმოგგზავნა, მე სხვა ლოცვა არ ვიცი, ამიტომ მასწავლე! შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: როდესაც გადაწყვეტ ლოცვის შესრულებას, წარმოთქვი გახსნის თაქბირი, შემდეგ კი წაიკითხე „ალ-ფათიჰა“ და ის, რასაც ალლაჰი ისურვებს, რომ წაიკითხო. ამის შემდეგ შეასრულე რუქუ‘ი (წელის მოხრა), სანამ არ გაჩერდები ამ მდგომარეობაში, ხელისგულები მუხლებზე დადებული, ზურგი გასწორებული და რუქუ‘ი სათანადოდ შესრულებული. შემდეგ გასწორდი ისე, რომ თითოეული სახსარი თავის ადგილს დაუბრუნდეს, და დარჩი წამიერი მდგარი მდგომარეობით. შემდეგ შეასრულე საჯდა (მიწაზე თაყვანისცემა), დაეყრდენი შუბლსა და ცხვირს, ხელებს, მუხლებს და ფეხის თითების დაბოლოებებს. ამის შემდეგ ადექი საჯდიდან, სანამ არ გაჩერდები ჯდომის მდგომარეობაში ორ საჯდას შორის. და გაიმეორე ეს ყოველივე თითოეულ რაქაათში შენი ლოცვისას.