+ -

عَن أُمِّ الدَّرْدَاءِ وَ أَبِي الدَّرداءِ رَضيَ اللهُ عنهما أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَانَ يَقُولُ:
«دَعْوَةُ الْمَرْءِ الْمُسْلِمِ لِأَخِيهِ بِظَهْرِ الْغَيْبِ مُسْتَجَابَةٌ، عِنْدَ رَأْسِهِ مَلَكٌ مُوَكَّلٌ كُلَّمَا دَعَا لِأَخِيهِ بِخَيْرٍ، قَالَ الْمَلَكُ الْمُوَكَّلُ بِهِ: آمِينَ وَلَكَ بِمِثْلٍ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 2733]
المزيــد ...

უმმ დარდა და აბუ დარდა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ან გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«მუსლიმი კაცის მიერ ზურგს უკან ვედრება თავისი ძმისთვის მიღებულია, მას თავთან ანგელოზი ჰყავს მინდობილი, და როდესაც ის ვედრებას გააკეთებს თავისი ძმისთვის სიკეთის თაობაზე, ეს ანგელოზი ამბობს: ამინ! და შენც იგივე».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 2733]

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ მუსლიმის ვედრება თავისი მუსლიმი ძმისთვის მიღებულია, რადგან ეს უფრო მეტად გამოხატავს გულწრფელობას. ასევე, ადამიანის თავთან იმყოფება დავალებული ანგელოზი, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა ის სიკეთეს სთხოვს თავისი ძმისთვის, ამბობს: "ამინ! და შენც იგივე, რაც ითხოვე მისთვის".

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება მორწმუნეთა შორის სიკეთის კეთებისკენ, თუნდაც ვედრებით.
  2. ფარულად ვედრების გაკეთება მტკიცედ მიუთითებს გულწრფელ რწმენასა და საძმოზე.
  3. ვედრების ფარულად გაკეთების მნიშვნელობა – გულწრფელობისა და გულმოდგინების გამოვლინება.
  4. ვედრების მიღების ერთ-ერთი მიზეზი – მუსლიმის მიერ თავისი ძმისთვის ფარულად ვედრების გაკეთება.
  5. იმამ ან-ნავავი ამბობს: «მუსლიმი ძმისთვის ფარულად ვედრების გაკეთება დიდ მოწყალებასა და სიკეთეს შეიცავს. თუ ადამიანი დუას გააკეთებს მუსლიმთა ჯგუფისთვის, ის ასევე მიიღებს ამ სიკეთეს. ხოლო თუ მთელ მუსლიმთა საზოგადოებისთვის შეევედრება, ამ სიკეთეს ისინიც მიიღებენ, ზოგიერთი სალაფი (წინამორბედი) როცა საკუთარ თავზე დუას გაკეთებას მოისურვებდა, იმავე დუას თავის მუსლიმ ძმას უძღვნიდა, რადგან ასეთი ვედრება ალლაჰთან უფრო მიღებულია, და თავად მომთხოვნიც იგივე სიკეთეს იღებს, რასაც სხვას უსურვებს».
  6. ზოგიერთ ანგელოზთა საქმეების ნაწილის განმარტება და დიდებული და უზენაესი ალლაჰის მიერ მათზე დაკისრებული ამოცანები.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური სვაჰილური თამილური რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი