1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. წმინდა ყურანი და მისი მეცნიერებები

ჰადისი არ დაუჯეროთ წიგნის ხალხს და არ დაადანაშაულოთ ისინი ტყუილში. არამედ, თქვით: "ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰის და იმის, რაც გარდმოევლინა ჩვენზე

عَنْ ‌أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللهُ عَنْهُ قَالَ:
كَانَ أَهْلُ الْكِتَابِ يَقْرَؤُونَ التَّوْرَاةَ بِالْعِبْرَانِيَّةِ، وَيُفَسِّرُونَهَا بِالْعَرَبِيَّةِ لِأَهْلِ الْإِسْلَامِ، فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «لَا تُصَدِّقُوا أَهْلَ الْكِتَابِ وَلَا تُكَذِّبُوهُمْ، وَقُولُوا: {آمَنَّا بِاللهِ وَمَا أُنْزِلَ إِلَيْنَا} [البقرة: 136] الْآيَةَ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
"წიგნის ხალხი კითხულობდნენ თორას ებრაულად და განმარტავდნენ მას არაბულად ისლამის ხალხისთვის. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: არ დაუჯეროთ წიგნის ხალხს და არ დაადანაშაულოთ ისინი ტყუილში. არამედ, თქვით: "ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰის და იმის, რაც გარდმოევლინა ჩვენზე" [ალ-ბაყარა: 136]

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 4485

განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებდა თავის ხალხს, რომ არ მოტყუებულიყვნენ იმით, რასაც წიგნის ხალხი თავიანთი წიგნებიდან გადმოსცემდნენ, მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროინდელი იუდეველები კითხულობდნენ თორას ივრითზე, რომელიც არის ებრაელების ენა, და განმარტავდნენ მას არაბულ ენაზე, და თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ დაუჯეროთ წიგნის ხალხს და არ დაადანაშაულოთ ისინი ტყუილში, ეს იმ საკითხებს ეხება, სადაც შეუძლებელია სიმართლის გარჩევა ტყუილისაგან. ეს იმიტომ, რომ უზენაესმა ალლაჰმა გვიბრძანა, ვირწმუნოთ ჩვენთვის გამოგზავნილი ყურანი და, წიგნებიდან იმათთვის გამოგზავნილი, თუმცა ჩვენ ვერ შევძლებთ გავიგოთ და გავარჩიოთ სიმართლე იმაში, რასაც ისინი გვეუბნებიან ამ წიგნების შესახებ, სიცრუისგან, თუ ჩვენს შარიათში არაფერია გადმოცემული, რაც განმარტავს და განასხვავებს მათ სიმართლეს სიცრუისგან. ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ იმისგან, რომ დავუჯეროთ მათ, რათა არ გავხდეთ მათი თანამზრახველები იმაში, რაც მათ გააყალბეს, და ასევე არ უნდა დავადანაშაულოთ ისინი სიცრუეში, რადგან ეს შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს, რათა არ ვიყოთ უარმყოფელნი იმისა, რისი დაჯერებაც ალლაჰმა გვიბრძანა. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა, რომ ვთქვათ: "ვირწმუნეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც ჩვენ მოგვევლინა, და რაც მოევლინა იბრაჰიმს, ისმა'ილს, ისჰაყს, ია'ყუბს და შტოებს; და რაც ებოძა მუსას, ისას და სხვა შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ არცერთ მათგანს, და ჩვენ მისი მორჩილები ვართ". [ალ-ბაყარა: 136]

ჰადისის სარგებლობიდან

  1. წიგნის ხალხის მიერ გადმოცემული ინფორმაცია სამ ნაწილად იყოფა: პირველი - რომელიც შეესაბამება ყურანსა და სუნნას, ამიტომ იგი მისაღებია; მეორე - რომელიც ეწინააღმდეგება ყურანსა და სუნნას, ამიტომ იგი მცდარია და უარყოფილია; და მესამე სახეობა - არის ის, რომლის სიმართლეზე ან სიცრუეზე არ არის მითითებული არც ყურანში და არც სუნნაში. ასეთ ტექსტებს გადმოსცემენ ისე, რომ არც მათ დაჯერება სავალდებულოა და არც მათი სიცრუედ მიჩნევა.

თარგმნების ჩვენება

68 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
FR Français الفرنسية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
JA 日本語 اليابانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
SO Soomaali الصومالية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
FF Fulfulde الفولانية
IT Italiano الإيطالية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan الأذربيجانية
EL Ελληνικά اليونانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو