+ -

عَنْ عَبْدَ اللهِ بْنِ عَمْرٍو رَضيَ اللهُ عَنْهُمَا يَقُولُ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَنْ لَقِيَ اللهَ لَا يُشْرِكُ بِهِ شَيْئًا لَمْ تَضُرَّهُ مَعَهُ خَطِيئَةٌ، وَمَنْ مَاتَ وَهُوَ يُشْرِكُ بِهِ لَمْ يَنْفَعْهُ مَعَهُ حَسَنَةٌ».

[صحيح] - [رواه أحمد] - [مسند أحمد: 6586]
المزيــد ...

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი): თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - მას შეცდომები ვერაფერს ავნებს; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - მას მისი სიკეთეები ვერაფერს არგებს».

-

განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ალლაჰს არაფერს დაუდგენს თანაზიარად და ამ მდგომარეობაში გარდაიცვლება, მისი საბოლოო დანიშნულება სამოთხეა, თუნდაც იგი დაისაჯოს მისი ზოგიერთი ცოდვის გამო. ხოლო ვინც ალლაჰს დაუდგენს თანაზიარს და ამ მდგომარეობაში გარდაიცვლება, მას მისი სიკეთე ვერაფერს არგებს, და სამოთხე მისთვის აკრძალულია.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. გაფრთხილება შირქისგან და იმის აღნიშვნა, რომ ის არის ყველაზე დიდი ცოდვა და შეცდომა, ალლაჰი არ პატიობს მას.
  2. ერთღმერთიანობის მადლი, იგია სამოთხეში შესვლის მიზეზი, თუნდაც სასჯელის შემდეგ.
  3. სიცოცხლის ბოლომდე ერთღმერთიანობაზე სიმტკიცის მნიშვნელობა, მისი საპირისპირო ქმედებისგან ანუ შირქისგან შორს ყოფნა.
თარგმანი: ბენგალური ვიეტნამური ქურდული პორტუგალიური ტაილანდური ასამური ჰოლანდიური დარი უნგრული المقدونية
თარგმნების ჩვენება
მეტი