1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი, მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი, — სამჯერ» (შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით

عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ مَسعودٍ رضي الله عنه عن رَسولِ اللهِ صلى الله عليه وسلم قال:
«الطِّيَرَةُ شِرْكٌ، الطِّيَرَةُ شِرْكٌ، الطِّيَرَةُ شِرْكٌ، -ثلاثًا-»، وَمَا مِنَّا إِلَّا، وَلَكِنَّ اللهَ عَزَّ وَجَلَّ يُذْهِبُهُ بِالتَّوَكُّلِ.

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი, მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი, — სამჯერ» (შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა სუნან აბი დაუდ - 3915

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაფრთხილებს ცრურწმენებისგან, რაც ნიშნავს ცუდ ნიშნებზე დაყრდნობას, რომლებიც ადამიანს შეიძლება მიეწეროს ნანახიდან ან გაგონილიდან — იქნება ეს ჩიტები, ცხოველები, ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანები, რიცხვები, დღეები და მსგავსი რამ. მან ახსენა აფრენილი ჩიტებით მკითხაობა, რადგან ის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო უმეცრების პერიოდში. არსი იმაში მდგომარეობდა, რომ გარკვეული საქმის დაწყებისას, მაგალითად, მოგზაურობის ან ვაჭრობისას, ადამიანები ცას უშვებდნენ ჩიტს. თუ ის მარჯვნივ მიფრინავდა, ამას კარგ ნიშნად მიიჩნევდნენ და აგრძელებდნენ თავიანთ განზრახულ საქმეს. ხოლო თუ ჩიტი მარცხნივ მიფრინავდა, ამას ცუდ ნიშნად თვლიდნენ და თავიანთი განზრახვიდან თავს იკავებდნენ. მან გვამცნო, რომ ეს არის შირქი (მრავალღმერთიანობის გამოვლინება), და ავისმომასწავებელი ნიშნებიც არის შირქი, რადგან სიკეთე მხოლოდ ალლაჰისგან მოდის. ასევე სიავეს მხოლოდ უზენაესი ალლაჰი აგაცილებს თავიდან. ის ერთადერთია და არ ჰყავს მას მოზიარე.
იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) აღნიშნა, რომ მუსლიმის გულში შეიძლება გაჩნდეს ცრურწმენის ან ცუდ ნიშნებზე დაყრდნობილი მოქმედების გრძნობა, თუმცა მან უნდა გადააბიჯოს ამ გრძნობას, ალლაჰზე დაყრდნობით და ამავდროულად მიიღოს ყველა საჭირო ზომა ამის დასაძლევად.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ცრურწმენა არის შირქი (მრავალღმერთიანობა), რადგან ის გულის მიჯაჭვულობას სხვა რამეზე გულისხმობს, გარდა ალლაჰისა.
  2. მნიშვნელოვანი საკითხების გამეორების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უკეთ დამახსოვრდეს და განმტკიცდეს გულებში.
  3. ცრურწმენა ქრება უზენაეს ალლაჰზე დაყრდნობით.
  4. მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ ალლაჰზე მიკედლების ბრძანება და გულის მასზე მინდობა.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
SO Soomaali الصومالية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية