+ -

عن ابْنِ عُمَرَ رضي الله عنهما أنه سَمِعَ رَجُلًا يَقُولُ: لَا وَالْكَعْبَةِ، فَقَالَ ابْنُ عُمَرَ: لَا يُحْلَفُ بِغَيْرِ اللَّهِ، فَإِنِّي سَمِعْتُ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«مَنْ حَلَفَ بِغَيْرِ اللهِ فَقَدْ كَفَرَ أَوْ أَشْرَكَ».

[صحيح] - [رواه أبو داود والترمذي وأحمد] - [سنن الترمذي: 1535]
المزيــد ...

აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან გაიგონა, თუ როგორ თქვა ერთმა კაცმა: „არა, ქააბას ვფიცავ!“ იბნ უმარმა მიუგო: „ალლაჰის გარდა არავინ არ უნდა მოიხსენიოთ ფიცში, რადგან მე გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა] - [სუნან ალ-თირმიზი - 1535]

განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ალლაჰის, მისი სახელებისა და თვისებების გარდა სხვა რამეზე დაიფიცებს, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი. ეს იმიტომ, რომ ფიცი ნიშნავს ფიცის ობიექტის განდიდებას, ხოლო განდიდება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ამიტომ, ფიცი უნდა აღსრულდეს მხოლოდ ალლაჰისთვის, მისი წმინდა სახელებისა და თვისებების მიმართ. ეს ფიცი მცირე შირქს განეკუთვნება. თუმცა, თუ დამფიცებელი განადიდებს იმას, რითიც ფიცს დებს, ისევე როგორც განადიდებენ უზენაეს ალლაჰს ან კიდევ უფრო მეტად, მაშინ ასეთი ფიცი დიდ შირქს განეკუთვნება.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული الأكانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ფიცის საშუალებით განადიდება — უფლება, რომელიც ალლაჰს ეკუთვნის, და ფიცი არ დაიდება არავის სახელით გარდა ალლაჰის, მისი სახელებით ან მისი თვისებებით.
  2. მოციქულის თანამგზავრების(საჰაბები) მოწადინება სიკეთისკენ მოწოდებასა და ბოროტების აკრძალვაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ეხებოდა შირქს და ქუფრს.
მეტი