1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ო ადამიანებო, მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, მე მის წინაშე დღეში ასჯერ ვინანიებ

عن الْأَغَرِّ رضي الله عنه، وَكَانَ مِنْ أَصْحَابِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«يَا أَيُّهَا النَّاسُ تُوبُوا إِلَى اللهِ، فَإِنِّي أَتُوبُ فِي الْيَوْمِ إِلَيْهِ مِائَةَ مَرَّةٍ».

გადმოცემულია ალ-აღარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელიც იყო ერთ-ერთი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებიდან, მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ო ადამიანებო, მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, მე მის წინაშე დღეში ასჯერ ვინანიებ».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2702

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანებს ხალხს, რომ ხშირად მოინანიონ და სთხოვონ პატიება ღმერთს, ამავდროს ის ამბობს, რომ დღის განმავლობაში ის ასზე მეტჯერ ინანიებს და სთხოვს პატიებას ღმერთს. ჭეშმარიტად, მას მიეტევა ყველა ცოდვა რაც წარსულში იყო და რაც მომავალში იქნება, ეს იმიტომ, რომ მისი თავმდაბლობა და თაყვანისცემა უზენაესი ალლაჰის მიმართ იყო სრულყოფილი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ნებისმიერმა ადამიანმა რა მდგომარეობას და საფეხურსაც არ უნდა მიაღწიოს რწმენაში, მას მაინც სჭირდება ყოვლადუნაკლო და უზენაეს ალლაჰთან დაბრუნება, და საკუთარი თავის სრულყოფა მონანიებით, რადგან არცერთი ადამიანი არ არის დაცული, რომ მან ყოვლადუნაკლო და უზენაესი ალლაჰის ღვთისმსახურება და მის წინაშე უფლებები პირნათლად მოიხადოს: {და მოინანიეთ ალლაჰის წინაშე ყველამ ერთად, ო მორწმუნენო!}.
  2. მონანიება არის ზოგადი, სულერთია აკრძალული ქმედებების ჩადენის ან ცოდვების გამო, ან კიდევ სავალდებულო ქმედებებში შეტანილი ნაკლოვანენენის გამო.
  3. მონანიების დროს გულწრფელობა არის პირობა, რომ მონანიება მიღებული იქნას, ვინც მიატოვებს ცოდვას ალლაჰის გარდა სხვა ვინმესთვის, ის არ ითვლება მომნანიებლად.
  4. ან-ნავავი ამბობს: «მონანიებას სამი პირობა აქვს: პირველ რიგში, საჭიროა ცოდვის მიტოვება, შემდეგ – ჩადენილის გამო გულწრფელი სინანული და ბოლოს – მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აღარ დაუბრუნდება მას მომავალში. თუ კი ცოდვა დაკავშირებულია სხვა ადამიანთან, მაშინ არსებობს მეოთხე პირობაც: საჭიროა მიყენებული ზიანის ან უსამართლობის გამოსწორება და მისი პატიების მიღწევა».
  5. უნდა აღინიშნოს, რომ ის ფაქტი, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალლაჰს პატიებას სთხოვდა, არ ნიშნავს იმას, რომ მას რაიმე ცოდვები ჰქონდა. ეს განპირობებული იყო მისი სრულყოფილი მორჩილებით ალლაჰის მიმართ, მისი გულწრფელი მიჯაჭვულობით უზენაესი ალლაჰის ხსენებასა და მისი აღმატებულების გაცნობიერებით. ასევე, ეს იყო იმის გამო, რომ ალლაჰის მონა ყოველთვის ვერ ახერხებს საკმარის მადლიერებას და მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სურდა, რომ ეს თავისი უმმათისთვის ესწავლებინა, გარდა სხვა მიზეზებისა.

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية