1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لَا تَدْخُلُونَ الْجَنَّةَ حَتَّى تُؤْمِنُوا، وَلَا تُؤْمِنُوا حَتَّى تَحَابُّوا، أَوَلَا أَدُلُّكُمْ عَلَى شَيْءٍ إِذَا فَعَلْتُمُوهُ تَحَابَبْتُمْ؟ أَفْشُوا السَّلَامَ بَيْنَكُمْ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 54

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ სამოთხეში მხოლოდ მორწმუნეები შევლენ, რწმენა სრულყოფილი არ იქნება და არ გამოსწორდება მუსლიმი საზოგადოების მდგომარეობა, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებენ. შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუთითა საუკეთესო საქმეზე, რომელიც სიყვარულს გამოიწვევს, ეს არის მუსლიმთა შორის სალამის გავრცელება, რომელიც ალლაჰმა მორწმუნეებს მისალმებად დაუდგინა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სამოთხეში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ რწმენით.
  2. რწმენის სრულყოფილების ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ მუსლიმს თავისი ძმისთვის სურს ის, რაც სურს საკუთარი თავისთვის.
  3. სასურველია სალამის გავრცელება და მუსლიმთა მისალმება, რადგან ეს ხელს უწყობს სიყვარულისა და უსაფრთხოების გავრცელებას ადამიანებს შორის.
  4. სალამის მიცემა მხოლოდ მუსლიმზე შეიძლება; როგორც თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თქვენს შორის".
  5. სალამის გავრცელება ხელს უწყობს გაყოფის, მტრობისა და სიძულვილის აღმოფხვრას.
  6. მუსლიმებს შორის ერთმანეთის სიყვარულის მნიშვნელობა, რადგან ის არის სრულყოფილი რწმენის ნიშანი.
  7. სხვა ჰადისში მოცემულია სალამის მიცემის სრული ფორმა: "ასსალამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ". საკმარისია: "ასსალამუ 'ალაიქუმ". (მშვიდობა თქვენ, ალლაჰის წყალობა და ბარაქა)

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
SO Soomaali الصومالية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية