+ -

عَنْ ‌أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ:
قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ لِعَمِّهِ: «قُلْ: لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، أَشْهَدُ لَكَ بِهَا يَوْمَ الْقِيَامَةِ»، قَالَ: لَوْلَا أَنْ تُعَيِّرَنِي قُرَيْشٌ، يَقُولُونَ: إِنَّمَا حَمَلَهُ عَلَى ذَلِكَ الْجَزَعُ لَأَقْرَرْتُ بِهَا عَيْنَكَ. فَأَنْزَلَ اللهُ: {إِنَّكَ لا تَهْدِي مَنْ أَحْبَبْتَ وَلَكِنَّ اللهَ يَهْدِي مَنْ يَشَاءُ } [القصص: 56].

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 25]
المزيــد ...

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
უთხრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მის ბიძას: თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს'' ბიძამ უპასუხა: "თუ არა ყურაიშისგან დასაცინად, რომლებიც იტყოდნენ, რომ მე შიშის გამო ვთქვი ეს, მეც გავახარებდი შენს თვალს." შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა: {ჭეშმარიტად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზას იმას, ვინც გიყვარს. არამედ ალლაჰი ადგენს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს} [ალ-ყასას: 56]

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 25]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის ბიძას, აბუ ტაალიბს სიკვდილის წინ სთხოვა, ეთქვა "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", რათა ამის საფუძველზე განკითხვის დღეს შუამდგომლობა გაეწია მისთვის და ისლამით დაემოწმებინა. თუმცა, აბუ ტალიბმა უარი თქვა შაჰადის წარმოთქმაზე, რადგან შიშობდა, რომ ყურაიშელები დასცინებდნენ და იტყოდნენ, რომ ის მხოლოდ სიკვდილის შიშისა და სისუსტის გამო მიიღებდა ისლამს. მან უთხრა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) : "ის რომ არა , შენი თვალის გახარების მიზნით შაჰადას ვიტყოდი და შენს ნებას შევასრულებდი, რათა გაგიხარდეს". ალლაჰმა ამ დროს გარდმოავლინა აიათი, რომელიც მიუთითებს, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ფლობს ხალხის დადგენას ისლამში. ეს მხოლოდ ალლაჰის ხელშია, რადგან მხოლოდ ალლაჰი ირჩევს, ვის უწინამძღვროს სწორ გზაზე. ხოლო მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საქმე არის მოუწოდოს, ასწავლოს და მოუხმოს სწორ გზაზე.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული ბოსნეური სენჰალური ინდური ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური მალაიური იტალიური ორომო კანადური აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ჭეშმარიტება არ უნდა იქნას მიტოვებული ადამიანების სიტყვების შიშით.
  2. ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფლობს სწორი გზის მტკიცებულებას, მითითებას და არა ჭეშმარიტ გზაზე დადგენის წარმატებას.
  3. ავადმყოფი ურწმუნოს მონახულება ისლამში დასაშვებია და წახალისებული ქმედებაა, განსაკუთრებით, თუ მიზანი მისი ისლამისკენ მოწოდებაა.
  4. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისწრაფება იყო უზენაესი ალლაჰისკენ მოხმობა ყველა მდგომარეობაში.
მეტი