عَنْ ‌أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«أَيُحِبُّ أَحَدُكُمْ إِذَا رَجَعَ إِلَى أَهْلِهِ أَنْ يَجِدَ فِيهِ ثَلَاثَ خَلِفَاتٍ عِظَامٍ سِمَانٍ؟» قُلْنَا: نَعَمْ. قَالَ: «فَثَلَاثُ آيَاتٍ يَقْرَأُ بِهِنَّ أَحَدُكُمْ فِي صَلَاتِهِ خَيْرٌ لَهُ مِنْ ثَلَاثِ خَلِفَاتٍ عِظَامٍ سِمَانٍ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 802]
المزيــد ...

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«სურს რომელიმე თქვენგანს, როცა თავის ოჯახს დაუბრუნდება, იქ სამი დიდი და მსუქანი მაკე აქლემი დახვდეს? » ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ". მან თქვა: «სამი აიათი, რომელთაც რომელიმე თქვენგანი წაიკითხავს თავის ლოცვაში უკეთესია მისთვის, ვიდრე სამი დიდი, მსუქანი აქლემი».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 802]

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ლოცვაში სამი აიათის წაკითხვის საზღაური უკეთესია, ვიდრე ადამიანს თავის სახლში სამი დიდი და მსუქანი მაკე აქლემი დახვდეს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ყურანის კითხვის სიკეთის განმარტება ლოცვაში.
  2. კეთილი საქმეები უკეთესია და უფრო ხანგრძლივია ამ სამყაროს დროებით სიკეთეებზე.
  3. ეს სიკეთე არ არის შემოფარგლული მხოლოდ სამი აიათის წაკითხვით; რაც უფრო მეტი აიათი წაიკითხება მლოცველის მიერ ლოცვაში, მით უფრო დიდი იქნება მათი საზღაური. თითოეული აიათის ჯილდო უკეთესია, ვიდრე იგივე რაოდენობის აქლემები.
თარგმნების ჩვენება
ენა: ინგლისური ურდუ ესპანური მეტი (66)
მეტი