+ -

عن أبي أمامة الباهلي رضي الله عنه قال: سمعتُ رسول الله صلى الله عليه وسلم يقول:
«اقرؤوا القرآنَ فإنَّه يأتي يوم القيامة شَفِيعًا لأصحابه، اقرؤوا الزَّهرَاوَين البقرةَ وسورةَ آل عِمران، فإنهما تأتِيان يوم القيامة كأنهما غَمَامَتان، أو كأنهما غَيَايَتانِ، أو كأنهما فِرْقانِ من طَيْر صَوافٍّ، تُحاجَّان عن أصحابهما، اقرؤوا سورة البقرة، فإن أخذها بَرَكة، وتركها حَسْرة، ولا تستطيعها البَطَلَة».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 804]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ იმაამათ ალ-ბააჰილისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«იკითხეთ ყურანი, რადგან ის მოვა აღდგომის დღეს შუამდგომლად თავის მკითხველთათვის, იკითხეთ ორი განათებული სურა – „ალ-ბაყარა“ და „აალ იმრანი“, რადგან ისინი აღდგომის დღეს მოვლენ, თითქოს ორი ღრუბელი, ან ორი ჩრდილი, ან ორი ჯგუფი შეკრული ფრინველებისა, რომლებიც დაიცავენ მათ მკითხველთ. იკითხეთ სურა „ალ-ბაყარა“, რადგან მისი წაკითხვა არის ბარაქა, მისი მიტოვება – დანაკარგი, ხოლო ჯადოქრები ვერ შეძლებენ მასზე გავლენის მოხდენას».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 804]

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაახალისა ყურანის რეგულარული კითხვა, რადგან ის აღდგომის დღეს შუამდგომლად წარსდგება მის მკითხველთათვის და მისით მოქმედთათვის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სურა „ალ-ბაყარა“ და „აალ იმრან“-ზე და მათ ორი მანათობელი უწოდა, მათი ნათელისა და ხელმძღვანელობის გამო, ჰადისის მიხედვით: ამ ორი სურის კითხვა, მათი მნიშვნელობების გააზრება და მათი შინაარსით ცხოვრება განაპირობებს აღდგომის დღეს მათ მიერ დაცვის მოპოვებას, ეს სურები მოვლენ როგორც ორი ღრუბელი, ორი ჩრდილი ან ორი ჯგუფი შეკრული ფრინველებისა, რომლებიც დაიცავენ თავიანთ მკითხველსა და მათი შინაარსით მოქმედ პირებს, ამიტომ, მორწმუნემ უნდა იკითხოს და იმუშაოს ყურანით, განსაკუთრებით კი ამ ორ სურათი, რათა მიიღოს მათგან შუამდგომლობა და დაცვა აღდგომის დღეს. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კიდევ ერთხელ დაადასტურა სურა „ალ-ბაყარა“-ს კითხვის გაგრძელების, მისი მნიშვნელობების გააზრებისა და მისი შინაარსით მოქმედების აუცილებლობა, ის, ვინც ამას გააკეთებს, მიიღებს ბარაქასა და დიდ სარგებელს როგორც ამქვეყნად, ისე საიქიო ცხოვრებაში, ხოლო მისი მიტოვება იქნება დანაკარგი და სინანულის მიზეზი აღდგომის დღეს, ამ სურის უდიდესი სიკეთეს შორისაა ის, რომ ჯადოქრები ვერ შეძლებენ ავნონ მას, ვინც ამ სურას კითხულობს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ბრძანება ყურანის კითხვისა და მისი მრავლად წაკითხვის შესახებ, და რომ ის შუამდგომლობას გაუწევს თავის მკითხველთ აღდგომის დღეს – მათ, ვინც მას კითხულობს, მის ხელმძღვანელობას ეჭიდება, მის ბრძანებებს ასრულებს და მის აკრძალვებს თავს არიდებს.
  2. სურა „ალ-ბაყარა“- ს და „ალ იმრან“-ის კითხვის უპირატესობა და მათი უზარმაზარი საზღაური.
  3. სურა „ალ-ბაყარა“- ს კითხვის უპირატესობა და ის, რომ ის იცავს მის მკითხველს ჯადოსგან.
თარგმანი: ინგლისური ურდუ ინდონეზიური ფრანგული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური ქურდული ხუსური სვაჰილური ასამური რომაული უნგრული
თარგმნების ჩვენება
მეტი