+ -

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«السَّاعِي عَلَى الأَرْمَلَةِ وَالمِسْكِينِ، كَالْمُجَاهِدِ فِي سَبِيلِ اللَّهِ، أَوِ القَائِمِ اللَّيْلَ الصَّائِمِ النَّهَارَ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 5661]
المزيــد ...

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც ეხმარება ქვრივ ქალს და უპოვრებს, მსგავსია მუჯაჰიდისა ალლაჰის გზაზე, ან იმის, ვინც ღამეს ლოცვაში და დღეს მარხვაში ატარებს».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 5661]

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ეხმარება ქვრივ ქალს, რომელსაც ქმარი გარდაეცვალა და არავინ ჰყავს, ვინც მის საქმეებს მიხედავს, ასევე გაჭირვებულ უპოვრებს ეხმარება ფინანსურად, მადლს კი უზენაესი ალლაჰისგან მოელის, მისი მადლი ალლაჰის გზაზე მუჯაჰიდის მადლის მსგავსი იქნება, ან მსგავსი იმისა, ვინც ღამის ლოცვებს ასრულებს დაუღლელად და დღისით მარხულობს შეუწყვეტლივ.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური კინიარუანდა რომაული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف აზრბაიჯანული უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება ერთმანეთის დახმარებისკენ, მხარდაჭერისკენ და უმწეოთა საჭიროებების მოგვარებისკენ.
  2. ღვთისმსახურება ყველა კარგ საქმეს მოიცავს, ქვრივზე და გაჯირვებულებზე დახმარებაც ღვთისმსახურებაა.
  3. იბნ ჰუბაირამ თქვა: ეს ჰადისი გულისხმობს იმას , რომ უზენაესი ალლაჰი მას მარხულის, მლოცველის და მუჯაჰიდის მადლს ერთიანად მისცემს; რადგან ქვრივს ეხმარება მისი გარდაცვლილი ქმრის ნაცვლად..., ეხმარება უპოვარს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. ის ხარჯავს თავის ძალებს მათზე და დიდსულოვნად უყოფს მათ სიკეთეს. ამგვარად, მისი ჯილდო გაუთანაბრდა ჯილდოს მარხვისთვის, ღამის ლოცვისთვის და ჯიჰადისთვის.
მეტი