ჰადისების სია

ყველაზე მეტად თქვენთვის რაც მაშინებს - ეს პატარა შირქია», იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის პატარა შირქი? თქვა: «რია
عربي الإنجليزية الأوردية
ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!
عربي الإنجليزية الأوردية
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანთა შორის საუკეთესო ზნეობის იყო
عربي الإنجليزية الأوردية
ჭეშმარიტად, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ყურანი იყო
عربي الإنجليزية الأوردية
არ მინახავს მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისე, რომ იგი მთელი გულით გაცინებულიყო, ისე, რომ მისი სასის უკანა ნაწილი დამენახა. ის მხოლოდ იღიმებოდა
عربي الإنجليزية الأوردية
ნუთუ არ მოგიყვეთ ამბავი დაჯჯალზე, რომლის მსგავსი არც ერთ შუამავალს არ უთქვამს თავისი ხალხისთვის? ნამდვილად, ის იქნება ცალთვალა და მას თან ექნება ბაღის (სამოთხის) და ჯოჯოხეთის
عربي الإنجليزية الأوردية
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფრო მორიდებული იყო, ვიდრე ქორწინებისთვის მომზადებული ქალწული თავის კარავში და როცა მას რამე არ მოსწონდა, ჩვენ მის სახეზე ვამჩნევდით ამას
عربي الإنجليزية الأوردية
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე გულუხვი ადამიანი იყო. იგი განსაკუთრებით გულუხვი ხდებოდა რამადანის თვეში, როცა მას ჯიბრილი (ალლაჰის მშვიდობა მას) ხვდებოდა
عربي الإنجليزية الأوردية
ო, ალლაჰ, მე ადამიანი ვარ, მუსლიმთაგან რომელიმე კაცს თუ მივაყენე შეურაცხყოფა, ან დავწყევლე, ან გავროზგე, ეს მის განწმენდად და წყალობად აქციე
عربي الإنجليزية الأوردية
ალლაჰის შუმავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ორ საქმეს შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, ის ყოველთვის მათგან იოლს ირჩევდა, თუ ეს საქმე ცოდვა არ იქნებოდა, და თუ ის საქმე ცოდვა იყო ყველაზე შორს იდგა მისგან
عربي الإنجليزية الأوردية
ის არ იყო უწმაწური სიტყვების მთქმელი და არ აკეთებდა უხამსობას, არ უხეშობდა და არ ხმაურობდა( ყვირილი არ იცოდა) ბაზრებში. იგი ბოროტებას ბოროტებით არ პასუხობდა, არამედ პატიობდა და სიმშვიდეს იჩენდა
عربي الإنجليزية الأوردية