1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ნუთუ არ მოგიყვეთ ამბავი დაჯჯალზე, რომლის მსგავსი არც ერთ შუამავალს არ უთქვამს თავისი ხალხისთვის? ნამდვილად, ის იქნება ცალთვალა და მას თან ექნება ბაღის (სამოთხის) და ჯოჯოხეთის

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«أَلاَ أُحَدِّثُكُمْ حَدِيثًا عَنِ الدَّجَّالِ، مَا حَدَّثَ بِهِ نَبِيٌّ قَوْمَهُ؟ إِنَّهُ أَعْوَرُ، وَإِنَّهُ يَجِيءُ مَعَهُ بِمِثَالِ الجَنَّةِ وَالنَّارِ، فَالَّتِي يَقُولُ إِنَّهَا الجَنَّةُ هِيَ النَّارُ، وَإِنِّي أُنْذِرُكُمْ كَمَا أَنْذَرَ بِهِ نُوحٌ قَوْمَهُ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ნუთუ არ მოგიყვეთ ამბავი დაჯჯალზე, რომლის მსგავსი არც ერთ შუამავალს არ უთქვამს თავისი ხალხისთვის? ნამდვილად, ის იქნება ცალთვალა და მას თან ექნება ბაღის (სამოთხის) და ჯოჯოხეთის მსგავსი რამ. რასაც ის სამოთხედ უწოდებს, სინამდვილეში იქნება ცეცხლი. მე გაფრთხილებთ მასზე, როგორც ნუჰმა (ნოემ) გააფრთხილა თავისი ხალხი»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3338

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უყვებოდა თავის საჰაბებს დაჯჯალის თვისებებისა და ნიშნების შესახებ, ისეთ დეტალებზე, რაც არცერთ წინასწარმეტყველს ადრე არ უთქვამს. ერთ-ერთი ასეთი ნიშანი არის:
რომ არის ცალთვალა (ან თვალის სხვა დეფექტით).
და რომ უზენაესი ალლაჰი მასთან ერთად შექმნის სამოთხისა და ჯოჯოხეთის მსგავსს, ადამიანური თვალის აღქმის მიხედვით.
მაგრამ მისი „სამოთხე“ სინამდვილეში ჯოჯოხეთია, ხოლო მისი „ჯოჯოხეთი“ — სამოთხე. ვინც მას დაემორჩილება, ის, თითქოს, ამ „სამოთხეში“ შეიყვანს, მაგრამ ეს იქნება დამწველი ცეცხლი. ხოლო ვინც მის წინააღმდეგ წავა, ის „ჯოჯოხეთში“ შეიყვანს, როგორც ეს ხალხს მოეჩვენება, თუმცა სინამდვილეში ეს იქნება სასიამოვნო სამოთხე. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგვაფრთხილა დაჯჯალის ცდუნებების(ფითნის) შესახებ, ისე, როგორც ნოემ გააფრთხილა თავისი ხალხი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. დაჯჯალის ცდუნების სიდიადე.
  2. დაჯჯალის ცდუნებებისგან ხსნა მიიღწევა ჭეშმარიტი რწმენით, უზენაესი ალლაჰის მიმართ თავშესაფრის ძიებით და მასთან დაცვაზე ლოცვით ბოლო თაშაჰჰუდში, ასევე სურა ალ-ქაჰფის პირველი ათი აიათის დაზეპირებით.
  3. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უდიდესი ზრუნვა თავისი ხალხის( უმმათის) მიმართ გამოიხატება იმაში, რომ მან მუსლიმებს დაჯჯალის თვისებები განუმარტა ისეთი დეტალებით, როგორიც არცერთ წინასწარმეტყველს მანამდე არ განუმარტავს.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
SO Soomaali الصومالية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية