عن أبي هريرة رضي الله عنه أَن النبيَّ صَلّى اللهُ عَلَيْهِ وسَلَّم قَالَ:
«الرَّجُلُ عَلَى دِينِ خَلِيلِهِ، فَلْيَنْظُر أَحَدُكُم مَنْ يُخَالِل».

[حسن] - [رواه أبو داود والترمذي وأحمد] - [سنن أبي داود: 4833]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი».

[კარგი (ჰასან)] - [გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა] - [სუნან აბი დაუდ - 4833]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ადამიანი თავისი ახლო მეგობრისა და თანამგზავრის მსგავსია ქცევასა და ჩვევებში. მეგობრობა გავლენას ახდენს ზნეობაზე, ქცევებსა და მოქმედებებზე. ამიტომ მან ურჩია მეგობრის სწორად არჩევა, რადგან კარგი მეგობარი უთითებს რწმენაზე, ჭეშმარიტ გზაზე და სიკეთეზე და ეხმარება თავის მეგობარს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ბრძანება, რომ დავმეგობრდეთ საუკეთესოებთან და ავირჩიოთ ისინი, და აკრძალვა ცუდ ადამიანებთან მეგობრობაზე.
  2. ნახსენებია სწორედ მეგობარი და არა ნათესავი, რადგან მეგობრებს ჩვენ თვითონ ვირჩევთ, ხოლო ნათესავებს – არა.
  3. მეგობრობის დამყარება აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს გააზრებას.
  4. ადამიანი ამტკიცებს თავის რწმენას მორწმუნეებთან მეგობრობით და ასუსტებს მას გარყვნილებთან ურთიერთობით.
თარგმნების ჩვენება
ენა: ინგლისური ურდუ ესპანური მეტი (51)
მეტი