1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი მუსლიმის უფლება მუსლიმზე ექვსია», მას ჰკითხეს: რომლებია ისინი, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: «თუ შეხვდები, მიესალმე მას, თუ დაგპატიჟებს მიდი მასთან, თუ რჩევას გთხოვს ურჩიე მას, თუ დააცემინა და ალლაჰი განადიდა წყალობა უსურვე მას, თუ ავად გახდა მოინახულე, თუ გარდაიცვლება დაესწარი მის გასვენებას

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«حَقُّ الْمُسْلِمِ عَلَى الْمُسْلِمِ سِتٌّ» قِيلَ: مَا هُنَّ يَا رَسُولَ اللهِ؟، قَالَ: «إِذَا لَقِيتَهُ فَسَلِّمْ عَلَيْهِ، وَإِذَا دَعَاكَ فَأَجِبْهُ، وَإِذَا اسْتَنْصَحَكَ فَانْصَحْ لَهُ، وَإِذَا عَطَسَ فَحَمِدَ اللهَ فَسَمِّتْهُ، وَإِذَا مَرِضَ فَعُدْهُ وَإِذَا مَاتَ فَاتَّبِعْهُ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მუსლიმის უფლება მუსლიმზე ექვსია», მას ჰკითხეს: რომლებია ისინი, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: «თუ შეხვდები, მიესალმე მას, თუ დაგპატიჟებს მიდი მასთან, თუ რჩევას გთხოვს ურჩიე მას, თუ დააცემინა და ალლაჰი განადიდა წყალობა უსურვე მას, თუ ავად გახდა მოინახულე, თუ გარდაიცვლება დაესწარი მის გასვენებას».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2162

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ მუსლიმის ზოგიერთ უფლებას თავისი მუსლიმი ძმის მიმართ არის ექვსი: პირველი: უნდა მიესალმოს მას როცა შეხვდება, სიტყვებით: ''ასსალამუ 'ალეიქუმ'' - მშვიდობა თქვენ, ისიც დაუბრუნებს სალამს შემდეგი სიტყვებით: ''ვა 'ალეიქუმ ასსალამ'' - ასევე თქვენზეც იყოს მშვიდობა. მეორე: მიიღოს მისი მიწვევა, ქორწილში ან სხვა დროს. მესამე: რჩევა უნდა მისცეს თუ სთხოვს რჩევას, პირფერობა არ უნდა გქონდეს მის მიმართ, და არც მოატყუო. მეოთხე: როცა დააცემინებს და იტყვის: ''ალჰამდულილლაჰ'' ქება-დიდება ალლაჰს, წყალობა უნდა უსურვოს მას შემდეგი სიტყვებით: ''იარჰამუქა ალლაჰ'' ალლაჰმა შეგიწყალოს, ასევე ის დაუბრუნებს პასუხს სიტყვებით: ''იაჰდიიქუმუ-ალლაჰუ ვა იუსლიჰუ ბაალაქუმ'' - ალლაჰმა მოგცეთ სწორი გზა და გამოასწოროს თქვენი მდგომარეობა. მეხუთე: მივიდეს და მოინახულოს თუ ავად გახდება. მეექვსე: უნდა ილოცოს მისი განსასვენებელი ლოცვა როცა გარდაიცვალა, უნდა გაჰყვეს მლოცველებს და მიიღოს მის დაკრძალვაში მონაწილეობა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალ-შავქანიმ თქვა: «ვალდებულებაში იგულისხმება, რომ აღნიშნული ქმედებები არ უნდა იყოს მიტოვებული. ისინი ან ვააჯიბია (ვალდებულებაა), ან უაღრესად სასურველია (მუსთაჰაბ), ისე, რომ თითქმის უახლოესია ვალდებულებასთან, ამიტომ მათი დატოვება არ უნდა მოხდეს».
  2. სალამის დაბრუნება არის სავალდებულო, როდესაც მუსლიმი არის მარტო, თუ იქნება ჯგუფი მაშინ ერთ-ერთი მათგანი თუ დაუბრუნებს საკამარისი იქნება, ხოლო სალამის მიცემა არის სუნნა.
  3. ავადმყოფის მონახულება მუსლიმის ვალდებულებებს განეკუთვნება თავისი ძმის მიმართ რწმენაში, რადგან ეს ახარებს მას და უმსუბუქებს მის მარტოობას. ეს არის ფარდ ქიფაია (კოლექტიური ვალდებულება).
  4. მიწვევაზე მისვლა სავალდებულოა თუ მასში აკრძალული არ არის; მაგალითად ქორწილში მიპატიჟება, სწავლულთა უმრავლესობა თვლის, რომ სავალდებულოა გარდა იმ შემთხვევისა თუ რელიგიურად გამართლებული მიზეზი არსებობს არ დასწრების. ხოლო ქორწილის გარდა სხვა ყრილობებზე დასწრება სწავლულთა უმრავლესობით მოსაწონი საქციელია.
  5. ცემინების დროს წყალობის სურვილი ვალდებულებაა იმ ადამიანისთვის, ვინც გაიგო, რომ ვინც დააცემინა მან ალლაჰი განადიდა (თქვა: ალჰამდულილლაჰ).
  6. შარიათის სრულყოფილება და მტკიცე სურვილი, რომ გააძლიეროს ხალხს შორის ნდობა, რწმენა და ჩამოაყალიბოს ადამიანებს შორის სიყვარული.
  7. ცემინებისთვის წყალობის სურვილი ჰადისებში მოხსენიებულია როგორც "თასმით" ან "თაშმით", ეს ნიშნავს ალლაჰისგან კეთილდღეობისა და წყალობის თხოვნას იმ ადამიანისთვის, ვინც დააცემინა. "თაშმით" განიმარტება როგორც სურვილი: "ალლაჰმა დაგაშოროს მტრების ზიზღსა და ყველა იმ მიზეზს, რაც მათ სიხარულს გამოიწვევდა შენი მდგომარეობის გამო“. "თასმით" კი განიმარტება როგორც სურვილი: ალლაჰმა სწორ გზაზე დაგაყენოს“.

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية