عَنْ أَبِي سَعِيدٍ الخُدْرِيِّ رضي الله عنه قَالَ:
كَانَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَشَدَّ حَيَاءً مِنَ العَذْرَاءِ فِي خِدْرِهَا، فَإِذَا رَأَى شَيْئًا يَكْرَهُهُ عَرَفْنَاهُ فِي وَجْهِهِ.
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 6102]
المزيــد ...
აბუ საიდ ალ-ხუდრის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) გადმოცემის თანახმად, მან თქვა:
«ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფრო მორიდებული იყო, ვიდრე ქორწინებისთვის მომზადებული ქალწული თავის კარავში და როცა მას რამე არ მოსწონდა, ჩვენ მის სახეზე ვამჩნევდით ამას».
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 6102]
აბუ საიდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას იყო უფრო მორიდებული, ვიდრე ქალიშვილი გოგონა, რომელიც ჯერ გათხოვილი არ იყო, მამაკაცებთან საქმე არ ჰქონია და თავის სახლში იმალებოდა. ის იმდენად მორიდებული იყო, რომ როცა რამე არ მოსწონდა, მისი სახე იცვლებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. მისი თანმხლები ადამიანები ხვდებოდნენ, რომ რაღაც არ მოეწონა, მხოლოდ მისი სახის გამომეტყველებით.