1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ბიოგრაფია და ისტორია

ჰადისი ო, აბუ ბაქრ, რას ფიქრობ ორზე, რომლებთან მესამეც ალლაჰია

عَنْ أَبِي بَكْرٍ الصِّدِّيقَ رَضيَ اللهُ عنه قَالَ:
نَظَرْتُ إِلَى أَقْدَامِ الْمُشْرِكِينَ عَلَى رُءُوسِنَا وَنَحْنُ فِي الْغَارِ، فَقُلْتُ: يَا رَسُولَ اللهِ لَوْ أَنَّ أَحَدَهُمْ نَظَرَ إِلَى قَدَمَيْهِ أَبْصَرَنَا تَحْتَ قَدَمَيْهِ، فَقَالَ: «يَا أَبَا بَكْرٍ، مَا ظَنُّكَ بِاثْنَيْنِ اللهُ ثَالِثُهُمَا».

გადმოცემულია აბუ ბაქრ ას-სიდდიყისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«მე დავხედე ურწმუნოების ფეხებს, რომლებიც თავზე გვედგნენ, როდესაც გამოქვაბულში ვიყავით, და ვთქვი: 'ო, ალლაჰის მოციქულო, თუ ვინმემ ფეხებზე დაიხედა, აუცილებლად შეგვამჩნევს', ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კი მიპასუხა: «ო, აბუ ბაქრ, რას ფიქრობ ორზე, რომლებთან მესამეც ალლაჰია».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2381

განმარტება

მორწმუნეების მმართველმა, აბუ ბაქრ ას-სიდდიყმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰიჯრის დროს თქვა: მე დავხედე ურწმუნოების ფეხებს, რომლებიც ჩვენ თავზე გვედგნენ, როდესაც ჩვენ გამოქვაბულ სავრაში ვიყავით, და ვთქვი: ო, ალლაჰის მოციქულო, თუ რომელიმე მათგანი ფეხებზე დაიხედავს, აუცილებლად შეგვამჩნევს! ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიპასუხა: ო, აბუ ბაქრ! რას ფიქრობ ორზე, ვისთანაც მესამე ალლაჰია — თავისი დახმარებით, მფარველობით, დაცვითა და ხელმძღვანელობით?

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აბუ ბაქრ ას-სიდდიყის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) ამაღლებული ღირსება იმაშია, რომ ის ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახლდა მექქადან მედინაში ჰიჯრის დროს, და ამის გამო ოჯახი და ქონება დატოვა.
  2. აბუ ბაქრ ას-სიდდიყის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გულმოწყალება, მისი უზომო სიყვარული ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ და შიში მტრებისგან მის დაცვაზე.
  3. დიდებულ და ძლევამოსილ ალლაჰზე სრული ნდობის აუცილებლობა და გულის სიმშვიდე მისი მზრუნველობისა და დაცვის მიმართ, მას შემდეგ, რაც ადამიანი საჭირო სიფრთხილესა და მცდელობას გამოიჩენს.
  4. უზენაესი ალლაჰის მზრუნველობა თავისი წინასწარმეტყველებისა და მეგობრების მიმართ და მათი დახმარება გამარჯვებით. ალლაჰი ამბობს:( ჩვენ დავეხმარებით ჩვენს მოციქულებსა და რომელთაც ირწმუნეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იმ დღეს, როცა წარსდგებიან მოწმეები).
  5. ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ვინც ალლაჰს მიენდობა, ალლაჰი მას უზრუნველყოფს, დაეხმარება, მხარს დაუჭერს, დაიცავს და დაიფარავს.
  6. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულყოფილი ნდობა თავისი ღმერთის მიმართ, მისი სრული დაყრდნობა ალლაჰზე და საკუთარი საქმის მასზე მინდობა.
  7. ალლაჰის მოციქულ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიმამაცე და მისი უნარი, დაამშვიდოს გულები და სულები.
  8. სარწმუნოების გადასარჩენად მტრებისგან გაქცევის დაშვებულობა და აუცილებელი მიზეზების მიღება.

თარგმნების ჩვენება

36 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية