გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი, დაახლოებული, საყვარელი მეგობარი). უზენაესმა ალლაჰმა ამირჩია მის ხალილად (მეგობრად) ისევე, როგორც იბრაჰიმი აირჩია ხალილად (მეგობრად)
გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ანსარების შესახებ თქვა: «მხოლოდ მორწმუნეს უყვარს ისინი და მხოლოდ თვალთმაქცებს სძულს ისინი. ვინც მათ შეიყვარებს, მას ალლაჰი შეიყვარებს, ხოლო ვინც მათ შეიძულებს, მას ალლაჰი შეიძულებს
მე აუცილებლად გადავცემ ამ დროშას ადამიანს, რომელსაც უყვარს ალლაჰი და მისი მოციქული, და რომლის მეშვეობითაც ალლაჰი მოგვცემს გამარჯვებას!
არ შეურაცხყოთ ჩემი საჰაბები, თუკი რომელიმე თქვენგანი დახარჯავს ოქროს უჰუდის მთის ზომით, ის ვერ მიაღწევს იმათ, ვინც მათგან დახარჯა მხოლოდ ერთი მუდდი ან ნახევარი მუდდი
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბუ ბაქრსა და უმარს უთხრა: «ეს ორნი არიან სამოთხის ხანდაზმულთა ბატონები, როგორც პირველთაგან, ისე უკანასკნელთაგან, გარდა მოციქულებისა და შუამავლებისა
მეც ვიცი, რომ შენ მხოლოდ ქვა ხარ, არც სარგებელი მოგაქვს და არც ზიანი, მაგრამ რადგან ვნახე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გკოცნიდა, ამიტომ მეც გკოცნი
თქვენ შორის საუკეთესო ჩემი თაობაა, შემდეგ ისინი, ვინც მათ მოჰყვება, შემდეგ კი ისინი, ვინც მათ მოჰყვება