+ -

عَنْ أَبِي سَعِيدٍ الخُدْرِيِّ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لاَ تَسُبُّوا أَصْحَابِي، فَلَوْ أَنَّ أَحَدَكُمْ أَنْفَقَ مِثْلَ أُحُدٍ ذَهَبًا مَا بَلَغَ مُدَّ أَحَدِهِمْ، وَلاَ نَصِيفَهُ».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 3673]
المزيــد ...

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«არ შეურაცხყოთ ჩემი საჰაბები, თუკი რომელიმე თქვენგანი დახარჯავს ოქროს უჰუდის მთის ზომით, ის ვერ გადააჭარბებს იმათ, ვინც მათგან დახარჯა მხოლოდ ერთი მუდდი ან ნახევარი მუდდი».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 3673]

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა საჰაბების, განსაკუთრებით კი მუჰაჯირებისა და ანსარების რიგებიდან პირველთაგანის, შეურაცხყოფა. და მან გვამცნო, რომ თუკი ვინმე დახარჯავდა ოქროს უჰუდის მთის ტოლ რაოდენობას, ის მაინც ვერ გაუტოლდებოდა საჰაბების მიერ გაღებული ერთი მუდდის (საშუალო კაცის ორი ხელისგულის შევსების ოდენობა) ან მისი ნახევრის ჯილდოს, ამის მიზეზი მდგომარეობს მათ უმაღლეს გულწრფელობაში, ზრახვების სიწრფელეში და იმაში, რომ მათ თავიანთი დანახარჯები და ბრძოლა მექქას აღებამდე გაიღეს, როცა ეს განსაკუთრებულად საჭირო და ძნელი იყო.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ინდონეზიური ფრანგული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური ტაილანდური პუშტუ ასამური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური რომაული მალაიური
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) წყევლა, შეურაცხყოფა კატეგორიულად აკრძალულია და დიდი ცოდვათაგანია.