ჰადისების სია

ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა
عربي ინგლისური ურდუ
თუ ვინმე შემოიტანს ჩვენს ამ საქმეში (ისლამში) რაიმეს ახალს, რაც მას არ ეკუთვნის, ის იქნება უარყოფილი
عربي ინგლისური ურდუ
ისლამი არის: დაამოწმო, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი შუამავალია, შეასრულო ლოცვა, გასცე ზაქათი, იმარხო რამადანი და შეასრულო ჰაჯობა თუ შეგიძლია
عربي ინგლისური ურდუ
ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად
عربي ინგლისური ურდუ
რომელმა (ალლაჰის) მსახურმაც გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემის, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მსახური და მისი მოციქულია, ალლაჰი მას აუცილებლად აუკრძალავს ცეცხლში შესვლას
عربي ინგლისური ურდუ
ვინც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, აკრძალულია მისი ქონება და სისხლი, მისი განკითხვა ალლაჰის ხელშია
عربي ინგლისური ურდუ
ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა
عربي ინგლისური ურდუ
ვინც მოკვდება ისე, რომ ის ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს ევედრებოდა - შევა ჯოჯოხეთში
عربي ინგლისური ურდუ
შენ მიხვალ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია
عربي ინგლისური ურდუ
ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად, მთელი გულით და სულით იტყვის: "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ“
عربي ინგლისური ურდუ
რწმენას აქვს სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ნაწილი, ხოლო, საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა", ხოლო მისი ყველაზე დაბალი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშორება
عربي ინგლისური ურდუ
შევეკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელია ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე? მან თქვა: «დაუდგინო ალლაჰს მოზიარე, როდესაც მან გაგაჩინა შენ
عربي ინგლისური ურდუ
მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატოვებ მასაც და მის მრავალღმერთიანობასაც
عربي ინგლისური ურდუ
ჩემი უმმეთიდან ყველა შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინც უარყოს
عربي ინგლისური ურდუ
არ განმადიდოთ ისე, როგორც ქრისტიანებმა განადიდეს მარიამის ძე, მე მხოლოდ ალლაჰის მონა ვარ და ამიტომ თქვით: ალლაჰის მონა და მისი შუამავალი
عربي ინგლისური ურდუ
არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობელზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად
عربي ინგლისური ურდუ
დამტოვეთ, მანამდე სანამ მე თქვენ დაგტოვებთ. თქვენამდე მცხოვრებნი დაიღუპნენ თავიანთი ბევრი კითხვებითა და წინასწარმეტყველებთან დაპირისპირებით
عربي ინგლისური ურდუ
გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში
عربي ინგლისური ურდუ
განა შესაძლებელია, რომ კაცს, რომელსაც ჩემს შესახებ ამცნობენ ჰადისს, წამოწოლილი იყოს თავის დივანზე და თქვას: "ჩვენს შორის და თქვენ შორის ალლაჰის წიგნია
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰის წყევლა ებრაელებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები სალოცავებად აქციეს
عربي ინგლისური ურდუ
ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად
عربي ინგლისური ურდუ
არ გადააქციოთ თქვენი სახლები საფლავებად და არ აქციოთ ჩემი საფლავი სადღესასწაულო ადგილად. დამლოცეთ, რადგან თქვენი დალოცვა ჩემამდე აღწევს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ
عربي ინგლისური ურდუ
ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი, დაახლოებული, საყვარელი მეგობარი). უზენაესმა ალლაჰმა ამირჩია მის ხალილად (მეგობრად) ისევე, როგორც იბრაჰიმი აირჩია ხალილად (მეგობრად)
عربي ინგლისური ურდუ
ნუთუ არ გინდა გაგზავნო იმით, რითიც მე გამგზავნა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)? არ დატოვო არცერთი ქანდაკება დაუშლელი, და არ დატოვო არცერთი მოპირკეთებული (ამაღლებული) საფლავი გაუსწორებელი
عربي ინგლისური ურდუ
მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი, მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი, — სამჯერ» (შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით
عربي ინგლისური ურდუ
ჩვენგან არ არის ის, ვინც ჩიტების ფრენით იმკითხავა ან ის ვისაც უმკითხავეს (ჩიტების აფრენით), ვინც იმკითხავა ან ვისაც უმკითხავეს, ვინც ჯადო გააკეთა ან მივიდა ჯადოქართან
عربي ინგლისური ურდუ
არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად და არც ცრურწმენა, თუმცა მე მომწონს ალ-ფა'ლ». ჰკითხეს: "რა არის "ალ-ფა'ლ?" მან უპასუხა: «კარგი სიტყვა
عربي ინგლისური ურდუ
იცით, რა თქვა თქვენმა ღმერთმა?» მათ უპასუხეს: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. თქვა: «ჩემი მსახურებიდან დღეს დილას გაიღვიძე, ზოგმა ჩემს მორწმუნედ და ზოგმა ურწმუნოდ
عربي ინგლისური ურდუ
ვინც თილისმა დაიკიდა, მან ალლაჰს თანაზიარი დაუდგინა
عربي ინგლისური ურდუ
შელოცვები, თილისმები და ტივალა (მოჯადოების ან სიყვარულის მოზიდვის ტიპი) — არის ალლაჰთან თანაზიარის დადგენა (შირქი)
عربي ინგლისური ურდუ
ვინც მივიდა მკითხავთან და მას რაიმე ჰკითხა, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში
عربي ინგლისური ურდუ
ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი
عربي ინგლისური ურდუ
ვინც ამანათზე ფიცს დებს, ის ჩვენგან არ არის
عربي ინგლისური ურდუ
ეს მე არ მოგეცით სატრანსპორტო ცხოველები, არამედ ალლაჰმა მოგცათ. რამდენიც უნდა დავიფიცო, თუ დავინახავ, რომ უკეთესია სხვაგვარად მოვიქცე, შევასრულებ ფიცის გამოსყიდვას და ვაკეთებ იმას, რაც უკეთესად მიმაჩნია
عربي ინგლისური ურდუ
ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან
عربي ინგლისური ურდუ
ყველაზე მეტად თქვენთვის რაც მაშინებს - ეს პატარა შირქია», იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის პატარა შირქი? თქვა: «რია
عربي ინგლისური ურდუ
კაცმა არ უნდა დასწამოს სხვა კაცს ცოდვილობა და არც ურწმუნოება, რადგან თუ მისი თანამოსაუბრე ასეთი არ არის, მაშინ ეს მას დაუბრუნდება
عربي ინგლისური ურდუ
ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას მიეკუთვნება: წარმომავლობის გაკრიტიკება და ხმამაღალი გლოვა მიცვალებულზე
عربي ინგლისური ურდუ
არ ჩამოჯდეთ სასაფლაოებზე და არ ილოცოთ მათ მიმართულებით
عربي ინგლისური ურდუ
ანგელოზები არ შედიან იმ სახლში, სადაც არის ძაღლი ან (ცოცხალი არსების) სურათი
عربي ინგლისური ურდუ
ანგელოზები თან არ ახლავენ იმ ჯგუფს, სადაც არის ძაღლი ან ზარი
عربي ინგლისური ურდუ
ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი? როცა ის ამ კითხვამდე მიაღწევს, დაე, ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი(თქვას: ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ) და შეწყვიტოს მასზე ფიქრი
عربي ინგლისური ურდუ
ვისაც ჩემი ახლობელი მონის წინააღმდეგ მტრობა ექნება, მე მას ომს გამოვუცხადებ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ისაა, რასაც ჩემი მონა ასრულებს ჩემი სიახლოვის მოსაპოვებლად, და რაც მე მასზე სავალდებულოდ დავაწესე
عربي ინგლისური ურდუ
გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
عربي ინგლისური ურდუ
ვინც დაუმორჩილებლობას გამოიჩენს და საზოგადოებისგან(ჯამაათი) ჩამოშორდება, შემდეგ კი სიკვდილს შეხვდება, ის ჯაჰილიის (უვიცობის)
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰი აუცილებლად აუკრძალავს სამოთხეს ნებისმიერ თავის მონას, რომელსაც (ალლაჰი) ჩააბარებს პასუხისმგებლობას რომელიმე ხალხზე, მაგრამ ეს ადამიანი მოატყუებს თავის მზრუნველობქვეშ მყოფთ და გარდაიცვლება მათ მოტყუებაში ყოფნის დროს
عربي ინგლისური ურდუ
თქვენზე დაინიშნებიან მმართველები, რომელთა საქმეებიდან ზოგი თქვენთვის მისაღები იქნება, ზოგი კი — დასაგმობი. მათ შორის, ვინც იგრძნობს ზიზღს მათი დასაგმობი საქმეების მიმართ, უდანაშაულო დარჩება, ხოლო ვინც დაგმობს მათ, გადარჩება. განსხვავებით მათგან, ვინც კმაყოფილი დარჩება და მათ გზას გაჰყვება
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, ჩემი (სიკვდილის) შემდეგ უპირატესობა მიენიჭება (სხვებს) და (იქნება ჩადენილი) საქმეები, რომლებიც არ მოგეწონებათ», ხალხმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, რის გაკეთებას გვიბრძანებ?" მოციქულმა თქვა: «გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის არის დადგენილი, და სთხოვეთ ალლაჰს ის, რაც თქვენ გეკუთვნით
عربي ინგლისური ურდუ
ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე
عربي ინგლისური ურდუ
ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!
عربي ინგლისური ურდუ
რელიგია არის გულწრფელობა
عربي ინგლისური ურდუ
როცა დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ყურანში გაურკვეველ საკითხებს მიჰყვებიან, იცოდეთ, რომ ეს ის ხალხია, რომელთა შესახებ ალლაჰმა ისაუბრა. ერიდეთ მათ
عربي ინგლისური ურდუ
თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელ) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება
عربي ინგლისური ურდუ
ისინი, ვინც იცავენ ალლაჰის მიერ დაწესებულ საზღვრებს, და ისინი, ვინც არღვევენ ამ საზღვრებს, შეიძლება შევადაროთ ადამიანებს, რომლებმაც ისროლეს წილის კენჭები, რათა დაეკავებინათ ადგილები გემზე: ერთი ნაწილი აღმოჩნდა გემის ზემოთ, მეორე კი ქვემოთ
عربي ინგლისური ურდუ
ვინც სიკეთისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი მადლი, როგორიც ამ სიკეთის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ მადლს არაფერი მოაკლდება
عربي ინგლისური ურდუ
ის, ვინც მიუთითებს კეთილ საქმეზე, მიიღებს იმავე ჯილდოს, როგორსაც ის, ვინც ამას აკეთებს
عربي ინგლისური ურდუ
ვფიცავ ალლაჰს, თუ ალლაჰი შენი მეშვეობით ერთ ადამიანს სწორ გზაზე დააყენებს, ეს შენთვის უფრო უკეთესია, ვიდრე რომ გყავდეს წითელი აქლემები
عربي ინგლისური ურდუ
ვინც დაემსგავსა რომელიმე ხალხს - ის მათგანია
عربي ინგლისური ურდუ
კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი
عربي ინგლისური ურდუ
ჩემი უმმათიდან ერთი ჯგუფი მუდამ ნათლად იდგება ჭეშმარიტებაზე, სანამ ალლაჰის ბრძანება არ მოიწევს მათზე, და ისინი კვლავაც ნათლად იდგებიან ჭეშმარიტებაზე
عربي ინგლისური ინდონეზიური
ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს, იქნება ეს ქვისგან აშენებული (ქალაქში) თუ ბეწვის კარვიდან (უდაბნოში), სადაც ალლაჰი არ შეიყვანს ამ რწმენას
عربي ინგლისური ურდუ
ისლამი დაიწყო უცხოდ და კვლავაც დაბრუნდება ისეთი, როგორიც დაიწყო – უცხოდ. და ტუუბა უცხოებისთვისაა
عربي ინგლისური ინდონეზიური
ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის მუჰამმადის სული, ნებისმიერი იუდეველი ან ქრისტიანი, რომელიც გაიგონებს ჩემზე, მაგრამ შემდეგ გარდაიცვლება ისე, რომ არ იწამებს იმას, რისთვისაც მოვლინებული ვარ, ნამდვილად იქნება ცეცხლის მობინადრე
عربي ინგლისური ურდუ
ო, ხალხო, ფრთხილად იყავით რელიგიაში გადაჭარბებისგან, რადგან ნამდვილად, თქვენამდე მცხოვრებნი რელიგიაში გადაჭარბებამ დაღუპა!
عربي ინგლისური ურდუ
დაიღუპებიან გადამეტებულნი
عربي ინგლისური ურდუ
იუდეველები— ისინი არიან, ვისზეც ალლაჰის რისხვა მოვიდა, ხოლო ქრისტიანები — გზიდან აცდენილნი არიან
عربي ინგლისური ურდუ
ღმერთმა დაწერა ქმნილებათა ბედი, სანამ ცებს და დედამიწას შექმნიდა, ორმოცდაათი ათასი წლით ადრე
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰის ჭეშმარიტმა და სანდო მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „ჭეშმარიტად, თითოეული თქვენგანი თავის დედის მუცელში ფორმირდება ორმოცი დღე და ღამე
عربي ინგლისური ურდუ
სამოთხე უფრო ახლოსაა თითოეულ თქვენთაგან, ვიდრე თქვენი ფეხსაცმლის თასმები, და ჯოჯოხეთიც მის მსგავსად (ახლოსაა მასთან)
عربي ინგლისური ურდუ
ჯოჯოხეთი დაფარულია ვნებებით, სამოთხე კი - უსიამოვნებებით
عربي ინგლისური ურდუ
როდესაც ალლაჰმა შექმნა სამოთხე და (ჯოჯოხეთის) ცეცხლი, მან გააგზავნა ჯიბრილი (მშვიდობა მას)
عربي ინგლისური ურდუ
თქვენი ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთია სამოცდაათი ნაწილიდან გეენას ცეცხლისა
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰი ხელით დაიჭერს (მთელ) დედამიწას და თავის მარჯვენა ხელით შეჰკრავს ცას, შემდეგ იტყვის: მე ვარ მეფე! სად არიან ამქვეყნიური მეფეები?
عربي ინგლისური ურდუ
განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ შექმნან მსგავსი ალლაჰის ქმნილებისა
عربي ინგლისური ურდუ
ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, ძალიან მალე ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს და გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს), რის შემდეგაც სიმდიდრე იქნება ისეთი მრავალი, რომ არავინ აიღებს მას
عربي ინგლისური ურდუ
თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს
عربي ინგლისური ურდუ
ჩემი აუზის სიგრძე ერთი თვის სავალი გზაა. მისი წყალი უფრო თეთრია ვიდრე რძე, მისი სურნელი კი უკეთესია, ვიდრე მუსკუსი
عربي ინგლისური ურდუ
„აღდგომის დღეს მოიყვანენ სიკვდილს. ის იქნება თეთრი ვერძის
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის მოგცემდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება
عربي ინგლისური ურდუ
ორი წყალობაა, რომელსაც ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ: ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო
عربي ინგლისური ურდუ
მხედარი ესალმება ფეხით მოსიარულეს, ფეხით მოსიარულე — მჯდომარეს, და მცირერიცხოვანი — მრავალრიცხოვანს
عربي ინგლისური ურდუ
ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, მე საკუთარ თავს დავუშალე უსამართლობა და გავხადე ის აკრძალული თქვენ შორის, ამიტომ ნუ ჩაგრავთ ერთმანეთს
عربي ინგლისური ურდუ
ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, ალლაჰი უვადებს უსამართლოს მანამ, სანამ არ დასჯის და შემდეგ მას ვერაფერი გადაარჩენს
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, ალლაჰმა ჩაწერა კეთილი და ბოროტი საქმენი და შემდეგ ეს განმარტა: ვინც გადაწყვეტს კეთილი საქმის კეთებას, მაგრამ არ გააკეთებს მას, ალლაჰი მას მაინც ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ადამიანი გადაწყვეტს კეთილი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის ათიდან შვიდასამდე და კიდევ ბევრად მეტ კეთილ საქმეს. ვინც გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას, მაგრამ არ შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ის გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის მხოლოდ ერთ ბოროტ საქმეს
عربي ინგლისური ურდუ
ვინც ისლამში გამორჩეულია სიკეთით, მას არ დაეკისრება პასუხი ჯაჰილიაში ჩადენილის გამო; ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე
عربي ინგლისური ურდუ
ის, რასაც შენ ამბობ და რისკენაც მოგვიწოდებ კარგია. თუმცა, შეგიძლია გვაუწყო, არის თუ არა ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის გამოსასყიდი
عربي ინგლისური ურდუ
შენ ისლამი მიიღე იმ კეთილ საქმეებთან ერთად, რაც ადრე გაგიკეთებია
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ჩაგრავს მორწმუნეს კეთილ საქმეში: მას ჯილდოს აძლევს ამქვეყნად და ჯილდოს მისცემს იმქვეყნადაც
عربي ინგლისური ურდუ
ო, ადამის შვილო, ჭეშმარიტად, მე აუცილებლად გაპატიებ შენ, მიუხედავად იმისა, რა ცოდვები გაქვს ჩადენილი, სანამ არ შეწყვეტ ჩემს მიმართ ვედრებას და იმედის ქონას ჩემზე
عربي ინგლისური ურდუ
ერთი ალლაჰის მონა ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] ამბობდა: "ო, ალლაჰ, მაპატიე ჩემი ცოდვა!
عربي ინგლისური ურდუ
ნებისმიერი პიროვნება როცა ჩაიდენს ცოდვას, შემდეგ წამოდგება, აიღებს აბდესს და ილოცებს, და შემდეგ სთხოვს შენდობას ალლაჰს, ალლაჰი შეუნდობს მას
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰი ღამით გაწვდის თავის ხელს, რათა დღის დამნაშავემ მოინანიოს, და დღისით გაწვდის თავის ხელს, რათა ღამის დამნაშავემ მოინანიოს, სანამ მზე დასავლეთიდან ამოვა
عربي ინგლისური ურდუ
ჩვენი ღმერთი ყოვლადკეთილი და დიდებული ყოველ ღამე ჩამოდის დედამიწის ცაზე მაშინ, როცა რჩება ღამის მესამედი ნაწილი
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია
عربي ინგლისური ურდუ
არ შეურაცხყოთ ჩემი საჰაბები, თუკი რომელიმე თქვენგანი დახარჯავს ოქროს უჰუდის მთის ზომით, ის ვერ მიაღწევს იმათ, ვინც მათგან დახარჯა მხოლოდ ერთი მუდდი ან ნახევარი მუდდი
عربي ინგლისური ურდუ
ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს
عربي ინგლისური ურდუ
მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი
عربي ინგლისური ურდუ
მორწმუნეთა მაგალითი ურთიერთსიყვარულში, მოწყალებაში და თანაგრძნობაში ჰგავს სხეულს: თუ მისი რომელიმე ნაწილი იტანჯება, მთლიანი სხეული უპასუხებს უძილობითა და სიცხით
عربي ინგლისური ურდუ
ვინც საუკეთესო ფორმით აიღებს აბდესს, მისი ცოდვები დატოვებს მის სხეულს, ისინი გამოვა მისი ფრჩხილების ძირებიდანაც კი
عربي ინგლისური ურდუ
მისი წყალი სუფთაა, ხოლო მისი მკვდარი (ზღვის ბინადარი) — ნებადართულია
عربي ინგლისური ურდუ
თუ წყლის მოცულობა აღწევს ორ ყულას (დიდ ჭურჭელს), ის არ ბინძურდება
عربي ინგლისური ურდუ
როცა თქვენ მიდიხართ საპირფარეშოში, არ მოტრიალდეთ ყიბლას (მექქას მიმართულებით) წინ და არც ზურგით, არამედ მოტრიალდით აღმოსავლეთით ან დასავლეთით
عربي ინგლისური ურდუ
თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში
عربي ინგლისური ურდუ
როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს
عربي ინგლისური ურდუ
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულ განბანვას ასრულებდა ერთი სა'იდან ხუთამდე მუდდის წყლის გამოყენებით, ხოლო მცირე განბანვას ასრულებდა ერთი მუდდის წყლით
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰი არ მიიღებს რომელიმე თქვენგანის ლოცვას, თუ მას ლოცვის წინა განბანვა მოეშალა, სანამ არ შეასრულებს განბანვას (ვუდუს)
عربي ინგლისური ურდუ
რომ ერთმა კაცმა აიღო აბდესი, მაგრამ ფეხის თითზე ფრჩხილის ზომის ადგილი დარჩა მშრალი. ეს მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა და უთხრა: «დაბრუნდი და სრულყოფილად აიღე აბდესი». კაცი დაბრუნდა, სრულყოფილად აიღო აბდესი და შემდეგ ლოცვა შეასრულა
عربي ინგლისური ურდუ
ვაი ქუსლებს ცეცხლისგან სრულყოფილად შეასრულეთ მცირე განბანვა!
عربي ინგლისური ურდუ
მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის წინ პატარა განბანვას აკეთებდა
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვას აკეთებდა სხეულის თითოეული ნაწილის ერთხელ დაბანით
عربي ინგლისური ურდუ
რომ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვა შეუსრულებია, სხეულის ნაწილების ორ-ორჯერ განბანვით
عربي ინგლისური ურდუ
ვინც განიბანს ისე, როგორც მე განვიბანე, და შემდეგ ორ რაქათს შეასრულებს ისე, რომ არაფერზე იფიქრებს ამ დროს, მას მისი წინა ცოდვები მიეტევება
عربي ინგლისური ურდუ
როდესაც რომელიმე თქვენგანი ასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), უნდა ჩაისუნთქოს წყალი ცხვირში და შემდეგ ამოისუნთქოს ის, ხოლო თუ ასრულებს გაწმენდას ქვებით, უნდა გააკეთოს ეს კენტი რაოდენობით
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრცელებდა
عربي ინგლისური ურდუ
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ) ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები ქალი და კაცი ჯინებისგან /ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი
عربي ინგლისური ურდუ
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც საპირფარეშოდან გამოდიოდა, ამბობდა: «ღუფრაანაქა» /ღმერთო მომიტევე/
عربي ინგლისური ურდუ
სივაქი პირის სისუფთავე და ალლაჰის კმაყოფილების მიზეზია
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ღამით იღვიძებდა, კბილებს მისვაქით წმენდდა
عربي ინგლისური ურდუ
თუ მორწმუნეებზე — ან: ჩემს უმმაზე — ტვირთად არ დავაწვებოდი, მათ ვუბრძანებდი სივაქის გამოყენებას ყოველი ლოცვის წინ
عربي ინგლისური ურდუ
ყოველი მუსლიმის მოვალეობაა, რომ შვიდ დღეში ერთხელ განიბანოს, რომლის დროსაც დაიბანს თავსაც და სხეულსაც
عربي ინგლისური ურდუ
ფიტრა (ბუნებრიობა) მოიცავს ხუთ რამეს: წინდაცვეთა, ბოქვენის გაპარსვა, ულვაშების დამოკლება, ფრჩხილების დაჭრა და იღლიებიდან თმების მოგლეჯა
عربي ინგლისური ურდუ
მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ხშირად ჰქონდა წინათესლის (ალ-მაზი) გამოყოფა, თუმცა მრცხვენოდა ამის შესახებ ალლაჰის მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეკითხა, რადგან მისი ქალიშვილის ქმარი ვიყავი. ამიტომ ვთხოვე ალ-მიყდად იბნ ალ-ასვადს, რომ ეკითხა მისთვის ამის შესახებ. მან ჰკითხა მოციქულს, და მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მან უნდა დაიბანოს თავისი სასქესო ორგანო და აიღოს აბდესი
عربي ინგლისური ურდუ
როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ განბანვას აკეთებდა, ჯერ იბანდა ხელებს, შემდეგ იღებდა მცირე განბანვას (აბდესს), როგორც ლოცვისთვის, შემდეგ დაიბანდა მთლიან სხეულს
عربي ინგლისური ურდუ
შენთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასე გაგეკეთებინა ხელებით», და მან მიწას ერთხელ დაჰკრა ორივე ხელით, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი შეიწმინდა, შემდეგ კი ხელების ზედაპირი და სახე
عربي ინგლისური ურდუ
შეეშვი, მე ისინი სისუფთავის დროს (აბდესის აღების შემდეგ) ჩავიცვი
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ გქონდა მენსტრუაცია, შემდეგ აიღე ღუსლი (დიდი განბანვა) და განაგრძე ლოცვა
عربي ინგლისური ურდუ
თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს
عربي ინგლისური ურდუ
თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, გარეცხეთ იგი შვიდჯერ
عربي ინგლისური ურდუ
როდესაც მუეზინი ამბობს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ
عربي ინგლისური ურდუ
როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე
عربي ინგლისური ურდუ
ვინც მუეზინის გაგონებისას იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ის ერთია და მას არ ჰყავს თანაზიარი. ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და მოციქულია. კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ჩემი ღმერთით, მუჰამედით, როგორც მოციქულით, და ისლამით, როგორც რელიგიით, ეპატიება მას ცოდვები». /აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ, რადიითუ ბი-ლლაჰი რაბბან ვა ბი-მუჰამმადუნ რასუულან, ვა ბილ-ისლაამი დიინან/
عربي ინგლისური ურდუ
ვინც იტყვის როცა გაიგონებს აზანს: "ო ალლაჰ , ამ სრულყოფილი მოწოდებისა და აღსრულებული ლოცვის მეუფევ! მიანიჭე მუჰამმადს ვასილა და ფადილა, და მიანიჭე მას ქებული ადგილი, რომელიც მას აღუთქვი". მას ექნება განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობა
عربي ინგლისური ურდუ
დუა (ვედრება), რომელიც წარმოთქმულია აზანსა და იყამას შორის, არ არის უარყოფილი
عربي ინგლისური ურდუ
გესმის ლოცვისკენ მოწოდება(აზანი)?» მან თქვა: დიახ, შუამავალმა უთხრა: «მაშინ უპასუხე მას
عربي ინგლისური ურდუ
თქვენს კარებთან რომ ჩამოდიოდეს მდინარე და ბანაობდეთ მასში დღეში ხუთჯერ, დარჩებოდა თუ არა თქვენს სხეულზე რაიმე ჭუჭყი?
عربي ინგლისური ურდუ
რომელი საქმეა ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: «თავის დროს შესრულებული ლოცვა». მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «მშობლებზე კეთილად მოპყრობა», მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «ბრძოლა (ჯიჰადი) ალლაჰის გზაზე
عربي ინგლისური ურდუ
ყველა მუსლიმისთვის, რომელიც სავალდებულო ლოცვის დადგომის დროს სწორად განახორციელებს განბანვას, ლოცვის დროს დაიცავს სათანადო თავმდაბლობას და სწორად შეასრულებს ყველა მუხლს, [ეს ლოცვა] აუცილებლად იქნება მანამდე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა, თუ მათ შორის არ ყოფილა რაიმე მძიმე ცოდვა, და ასე იქნება ყოველთვის
عربي ინგლისური ურდუ
ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა
عربي ინგლისური ურდუ
ლოცვა და ის, რაც თქვენს მარჯვენა ხელებს (მონები) ეკუთვნის
عربي ინგლისური ინდონეზიური
უთხარით თქვენს შვილებს, რომ ილოცონ, როცა ისინი შვიდი წლისანი გახდებიან, და დასაჯეთ ისინი, თუ არ ილოცებენ, როცა ათი წლის გახდებიან, და გააცალკევეთ ისინი საწოლებში
عربي ინგლისური ურდუ
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: მე გავყავი ლოცვა ჩემსა და ჩემს მორჩილს შორის ორად, და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, შეთანხმება ჩვენსა და მათ შორის არის ლოცვა, ვინც ის მიატოვა, ურწმუნოება ჩაიდინა
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, ადამიანს და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი ზღვარი არის ლოცვის მიტოვება
عربي ინგლისური ურდუ
ო, ბილალ! მოუხმე ლოცვისკენ და დაგვასვენე მისით
عربي ინგლისური ურდუ
ო, ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთის აღმოსავლეთი და დასავლეთი
عربي ინგლისური ურდუ
რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელებს მაღლა სწევდა თავისი მხრების სიმაღლეზე, ლოცვის გახსნისას
عربي ინგლისური ურდუ
არ არის ლოცვა იმისი, ვინც არ წაიკითხა სურა ალ-ფათიჰა
عربي ინგლისური ურდუ
დაბრუნდი და ხელახლა ილოცე, რადგან შენ არ გილოცია
عربي ინგლისური ურდუ
ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს
عربي ინგლისური ურდუ
მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა
عربي ინგლისური ურდუ
უფალი ყველაზე ახლოს არის თავის მონასთან ღამის ბოლო ნაწილში
عربي ინგლისური ურდუ
ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰის მოციქულმა ფაჯრის (დილით) ლოცვის ორ რაქათში (სუნნას ლოცვაში) წაიკითხა: პირველ რაქათში: "ყულ ია აიუჰაალ ქააფირუნ". მეორე რაქათში: "ყულ ჰუვა ლლაჰუ აჰა
عربي ინგლისური ურდუ
ვინც შეასრულებს ორ ლოცვას სიცივეში, ის შევა სამოთხეში
عربي ინგლისური ურდუ
ვინც ასრულებს დილის ლოცვას, ის ალლაჰის მფარველობაშია
عربي ინგლისური ურდუ
ვინც მიატოვა ნაშუადღევის ლოცვა, მისი საქმეები ფუჭი იქნება
عربي ინგლისური ურდუ
ვინც ლოცვას დაივიწყებს, უნდა შეასრულოს ის, როგორც კი გაიხსენებს, რადგან მას არ აქვს სხვა გამოსასყიდი, გარდა ამისა
عربي ინგლისური ურდუ
თვალთმაქცებისთვის ყველაზე ძნელი შესასრულებელია ღამის და დილის ლოცვები. მაგრამ, მათ რომ იცოდნენ, რამდენი სიკეთეა ამ ლოცვებში, აუცილებლად შეუერთდებოდნენ მათ, თუნდაც ხოხვით მისულიყვნენ
عربي ინგლისური ურდუ
როდესაც შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სწორდებოდა რუქუ'იდან ამბობდა: «შეისმინა ალლაჰმა იმის, ვინც ის განადიდა
عربي ინგლისური ურდუ
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სუჯუდს შორის ამბობდა: «რაბბი ღფირ ლიი, რაბბი ღფირ ლიი». /ღმერთო ჩემო მაპატიე/
عربي ინგლისური ურდუ
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ საჯდას შორის ამბობდა: «ღმერთო ჩემო მომიტევე მე, შემიწყალე, მომეცი ჯანმრთელობა, დამადგინე სწორ გზაზე და მომეცი სარჩო» /ალლაჰუმმა ღფირლიი, ვა-რჰამნიი, ვა - 'ააფინიი, ვა-ჰდინიი, ვა-რზუყნიი
عربي ინგლისური ურდუ
როდესაც ლოცვას იწყებთ, გაასწორეთ რიგები, შემდეგ კი თქვენს შორის ერთ-ერთი გახდეს იმამი. როდესაც ის "ალლაჰუ აქბარ"-ს იტყვის, თქვით "ალლაჰუ აქბარ
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელებს შორის იყო, ისე მასწავლა როგორც ყურანიდან სურას მასწავლიდა ხოლმე
عربي ინგლისური ურდუ
ჩემო ღმერთო, მე მოგეკედლები შენ საფლავის სასჯელისგან, ჯოჯოხეთის სასჯელისგან, სიცოცხლისა და სიკვდილის ცდუნებისგან, და ცრუ მესია დაჯჯალის ცდუნებისგან
عربي ინგლისური ურდუ
იყავი გულმოდგინე სუჯუდში, რადგან როცა ალლაჰისთვის სუჯუდს შეასრულებ, ალლაჰი ამაღლებს შენს მდგომარეობას და შეგიმსუბუქებს ცოდვებს
عربي ინგლისური ურდუ
ადამიანმა არ უნდა აღასრულოს ლოცვა (ის სრულფასოვანი არ იქნება) არც მაშინ, როცა საჭმელი მოტანილია, და არც მაშინ, როდესაც ის იკავებს თავს დიდი ან მცირე საჭიროების დაკმაყოფილებისგან
عربي ინგლისური ურდუ
ეს არის ეშმაკი, სახელად ხინზაბ. როცა მის არსებობას იგრძნობ, მიმართე ალლაჰს მის წინააღმდეგ დაცვისთვის და სამჯერ გადააფურთხე მარცხნივ
عربي ინგლისური ურდუ
ყველაზე ცუდი ქურდი ხალხში ის არის, ვინც თავის ლოცვას იპარავს». ჰკითხეს: "როგორ იპარავს ლოცვას?" მან უპასუხა: «როცა არ ასრულებს სრულყოფილად რუქუ"ს და სჯუდს
عربي ინგლისური ურდუ
ნუთუ არ ეშინია თქვენგან იმას, ვინც იმამის წინ ასწევს თავის თავს, რომ ალლაჰმა მისი თავი ვირის თავად არ გადააქციოს ან მისი სახე ვირის სახეს არ დაამსგავსოს?!
عربي ინგლისური ურდუ
თუ რომელიმე თქვენგანს ლოცვის დროს ეჭვი გაუჩნდება და ვერ გაარკვევს, სამი რაქათი ილოცა თუ ოთხი, მან ეჭვი უნდა უარყოს და დაეყრდნოს იმას, რაშიც დარწმუნებულია. შემდეგ მან უნდა შეასრულოს ორი სუჯუდი მისალმების წინ
عربي ინგლისური ურდუ
რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა კაცი, რომელიც რიგის უკან მარტო ლოცულობდა და უბრძანა მას, რომ ლოცვა გაემეორებინა
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენეს კაცი, რომელმაც მთელი ღამე იძინა, სანამ არ გაუთენდა, და მან თქვა: «ეს ის კაცია, რომელსაც ეშმაკმა ჩაუშარდა ყურებში», ან თქვა: «მის ყურში
عربي ინგლისური ურდუ
ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე
عربي ინგლისური ურდუ
ვინც პარასკევს სრულ განბანვას (ღუსლს) შეასრულებს, როგორც ეს სრულდება ჯანააბასგან განწმენდისთვის, შემდეგ ადრე გაემართება მეჩეთში ლოცვაზე, ალლაჰისათვის შეწირულ აქლემს წააგავს
عربي ინგლისური ურდუ
ჩემო ღმერთო, შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა მშვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და უხვად ხელგაშლილო
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსგავსად კითხულობდა ყოველი ლოცვის შემდეგ
عربي ინგლისური ურდუ
რომ ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა
عربي ინგლისური ურდუ
ვინც ყოველი ლოცვის შემდეგ ალლაჰს განადიდებს და წარმოთქვამს სუბჰაან ალლაჰ 33-ჯერ, ალლაჰს შეაქებს და წარმოთქვამს ალჰამდულილლაჰ 33-ჯერ, და ალლაჰს განადიდებს და წარმოთქვამს ალლაჰუ აქბარ 33-ჯერ, რაც ჯამში 99 გამოდის, და შემდეგ დაამატებს: ლაა ილაჰა ილლა ალლაჰუ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქალაჰ ლაჰულ მულქუ ვალაჰულ ჰამდუ ვაჰუვა 'ალაა ქულლი შაინ ყადირ (არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა, ის ერთადერთია, მას არ ჰყავს თანამოზიარე, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და მას ყველაფრის ძალა აქვს), მის ცოდვებს ალლაჰი მიუტევებს, თუნდაც ისინი ზღვის ქაფივით ბევრი იყოს
عربي ინგლისური ურდუ
ვინც ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ აიათულ-ქურსის წაიკითხავს, ​​მას არ შეუშლის სამოთხეში შესვლას არაფერი, გარდა სიკვდილისა
عربي ინგლისური ურდუ
შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავიმახსოვრე ათი რაქაათი (მუხლი) ლოცვა
عربي ინგლისური ურდუ
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არასდროს ტოვებდა ოთხ რაქათს ზუჰრის (შუადღის) ფარძის წინ და ორ რაქათს ფაჯრის (დილის) ფარძის წინ
عربي ინგლისური ურდუ
ყოველ ორ აზანს შორის არის ლოცვა, ყოველ ორ აზანს შორის არის ლოცვა», და მესამედ დაამატა: «ვისაც სურს
عربي ინგლისური ურდუ
როცა რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მან უნდა შეასრულოს ორი რაქათის ლოცვა, სანამ დაჯდება
عربي ინგლისური ურდუ
თუ პარასკევს, როდესაც იმამი ქადაგებას კითხულობს, შენ გვერდით მყოფ ადამიანს, რომელიც ქადაგების დროს საუბრობდა, ეტყვი: 'გაჩუმდი!' — მაშინ თვითონაც ჩაითვლები, როგორც ის, ვინც უადგილოდ ისაუბრა
عربي ინგლისური ურდუ
ფეხზე დამდგარმა ილოცე, თუ არ შეგიძლია დამჯდარმა ილოცე, თუ ისიც არ შეგიძლია გვერდზე დაწოლილმა
عربي ინგლისური ურდუ
ლოცვა ჩემს ამ მეჩეთში უკეთესია, ვიდრე ათასი ლოცვა სხვა მეჩეთებში, გარდა აკრძალული მეჩეთისა [მექქაში]
عربي ინგლისური ურდუ
ვინც ალლაჰისთვის მეჩეთს ააშენებს, ალლაჰი მას სამოთხეში მსგავს სახლს აუშენებს
عربي ინგლისური ურდუ
ვინც ფლობს ოქროს ან ვერცხლს და არ გასცემს მათგან დაწესებულს, განკითხვის დღეს მათგან დამზადდება ცეცხლოვანი ფირფიტები, რომლებსაც ჯოჯოხეთის ცეცხლში გააცხელებენ
عربي ინგლისური ურდუ
მოწყალება (სადაყა) არაფრით ამცირებს სიმდიდრეს. ალლაჰი თავის მონას, რომელიც პატიობს სხვებს, არაფერს უმატებს, გარდა დიდებისა, და ვინც ალლაჰისთვის თავმდაბლობას გამოიჩენს, ალლაჰი მას აუცილებლად აამაღლებს
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰმა თქვა: გაეცი ჰეი, ადამის შვილო! და მე გავცემ შენზე!
عربي ინგლისური ურდუ
როცა კაცი ხარჯავს ქონებას თავის ოჯახზე, ამასთან ალლაჰის ჯილდოს იმედი აქვს, ეს მას მოწყალებად ჩაეთვლება
عربي ინგლისური ურდუ
როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი საქმეები წყდება, გარდა სამისა: უწყვეტი ქველმოქმედება (სადაყა), ცოდნა, რომლითაც სარგებელს იღებენ და შვილი, რომელიც მასზე ვედრებას გააკეთებს
عربي ინგლისური ურდუ
ვერცხლის ოქროთი გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში, ხორბლის ხორბლით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში. ქერის ქერით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში, ფინიკის ფინიკით გაცვლა მევახშეობაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მოხდება ხელიდან ხელში
عربي ინგლისური ურდუ
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სავალდებულოდ დაადგინა ფიტრის მოწყალების გაცემა, ერთი სა' ოდენობის ფინიკი ან ერთი სა' ხორბალი, ყველა მუსლიმისთვის მონის თუ თავისუფალის, მამაკაცის თუ ქალისთვის, დიდის თუ პატარისთვის. და ბრძანა, რომ მისი გაცემა მოხდეს მანამ, სანამ ხალხი ფითრის დღესასწაულის ლოცვის სალოცავად წავა
عربي ინგლისური ურდუ
ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში
عربي ინგლისური ურდუ
ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, უზენაესი ალლაჰი კეთილია და არაფერს იღებს, გარდა კეთილისა. ნამდვილად, ალლაჰმა მორწმუნეებს იგივე უბრძანა, რაც მოციქულებს
عربي ინგლისური ურდუ
ვინც გადაუვადებს ვალს გაჭირვებულს ან საერთოდ აპატიებს მას (ვალს ან მის ნაწილს), ალლაჰი დაფარავს მას თავისი ტახტის ჩრდილში აღდგომის დღეს, იმ დღეს, როდესაც სხვა ჩრდილი არ იქნება, გარდა მისი ჩრდილისა
عربي ინგლისური ურდუ