+ -

عن ابن عباس رضي الله عنهما
عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فِيمَا يَرْوِي عَنْ رَبِّهِ عَزَّ وَجَلَّ قَالَ: قَالَ: «إِنَّ اللهَ كَتَبَ الْحَسَنَاتِ وَالسَّيِّئَاتِ، ثُمَّ بَيَّنَ ذَلِكَ، فَمَنْ هَمَّ بِحَسَنَةٍ فَلَمْ يَعْمَلْهَا كَتَبَهَا اللهُ لَهُ عِنْدَهُ حَسَنَةً كَامِلَةً، فَإِنْ هُوَ هَمَّ بِهَا فَعَمِلَهَا كَتَبَهَا اللهُ لَهُ عِنْدَهُ عَشْرَ حَسَنَاتٍ إِلَى سَبْعِمِائَةِ ضِعْفٍ، إِلَى أَضْعَافٍ كَثِيرَةٍ، وَمَنْ هَمَّ بِسَيِّئَةٍ فَلَمْ يَعْمَلْهَا كَتَبَهَا اللهُ لَهُ عِنْدَهُ حَسَنَةً كَامِلَةً، فَإِنْ هُوَ هَمَّ بِهَا فَعَمِلَهَا كَتَبَهَا اللهُ لَهُ سَيِّئَةً وَاحِدَةً».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 6491]
المزيــد ...

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი)
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თავის ყოვლისშემძლე და დიადი ღმერთისგან გადმოსცემს: "ჭეშმარიტად, ალლაჰმა ჩაწერა კეთილი და ბოროტი საქმენი და შემდეგ ეს განმარტა: ვინც გადაწყვეტს კეთილი საქმის კეთებას, მაგრამ არ გააკეთებს მას, ალლაჰი მას მაინც ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ადამიანი გადაწყვეტს კეთილი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის ათიდან შვიდასამდე და კიდევ ბევრად მეტ კეთილ საქმეს. ვინც გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას, მაგრამ არ შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის სრულ კეთილ საქმეს. ხოლო თუ ის გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას და შეასრულებს მას, ალლაჰი მას ჩაუთვლის მხოლოდ ერთ ბოროტ საქმეს".

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 6491]

განმარტება

მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ ალლაჰმა წინასწარ განსაზღვრა კარგი და ცუდი ქმედებები, შემდეგ კი მან გააცნო ეს ორ ანგელოზს და ასწავლა, როგორ უნდა ჩაეწერათ ეს ქმედებები.
ვისაც სურს, აპირებს და გადაწყვეტს კეთილი საქმის გაკეთებას, მას ჩაეწერება ჯილდო ერთი კეთილი საქმისთვის, თუნდაც ის არ შეასრულოს. ხოლო თუ შეასრულებს, მისი ჯილდო გაიზრდება ათიდან შვიდასამდე, ან კიდევ უფრო მეტად. ჯილდოს გაზრდა დამოკიდებულია გულწრფელობაზე შესრულებული კეთილი საქმის მიმართ, რამდენად დიდია მის მიერ შესრულებული საქმის სარგებელი და სხვა ფაქტორების მიხედვით.
ვისაც სურს, აპირებს და გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას, მაგრამ შემდეგ ალლაჰის გულისთვის უარს იტყვის მის შესრულებაზე, მას ჩაეწერება ეს როგორც ერთი კარგი საქმე. თუ ის უბრალოდ სხვა რამეზე გადაიტანს ფიქრს და შეწყვეტს საქმის დაწყების მიზეზებს, მას არაფერი ჩაეწერება. ხოლო თუ ბოროტი საქმის შესრულებას შეწყვეტს უუნარობის გამო, მას ჩაეწერება მისი განზრახვის მიხედვით. თუ ის მაინც შეასრულებს ბოროტ საქმეს, მას ჩაეწერება ერთი ბოროტი საქმე.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური იტალიური ორომო კანადური აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ჰადისი განმარტავს ალლაჰის უდიდეს მოწყალებას ამ უმმათის (მუსლიმთა საზოგადოების) მიმართ. ეს მოწყალება იმაში მდგომარეობს, რომ კეთილი საქმეები ალლაჰის წინაშე მრავლდება და მათზე მრავალი ჯილდო ჩაიწერება, მაშინ როცა ცუდი საქმეები არ მრავლდება და ჩაიწერება მხოლოდ ერთი ცუდი საქმე.
  2. განზრახვის მნიშნვნელობა და მისი გავლენა საქმეების შესრულებისას.
  3. უზენაესი და ყოვლისშემძლე ალლაჰის გულუხვობა, სიკეთე და მოწყალება. თუ ვინმე განიზრახავს კეთილი საქმის შესრულებას, მაგრამ ვერ მოახერხებს მის შესრულებას, ალლაჰი მაინც ჩაუთვლის მას ამ საქმეს, როგორც ერთ სრულყოფილ კეთილ საქმეს.
მეტი