+ -

عن عبد الله بن مسعود رضي الله عنه قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول:
«إنَّ الرُّقَى والتَمائِمَ والتِّوَلَةَ شِرْكٌ».

[صحيح] - [رواه أبو داود وابن ماجه وأحمد] - [سنن أبي داود: 3883]
المزيــد ...

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«შელოცვები, თილისმები და ტივალა (მოჯადოების ან სიყვარულის მოზიდვის ტიპი) — არის ალლაჰთან თანაზიარის დადგენა (შირქი)».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა] - [სუნან აბი დაუდ - 3883]

განმარტება

მოციქული განმარტავს ისეთ ქმედებებს, რომელთა გაკეთებისას ადამიანი ვარდება მრავალღმერთიანობაში (შირქში). და მათგანია:
პირველი: შელოცვები — ეს არის სიტყვები, რომლებიც შეიცავენ მრავალღმერთიანობას (შირქს), და მათი მეშვეობით წინაისლამური უმეცრების ეპოქაში ადამიანები ცდილობდნენ განკურნებას.
მეორე: თილისმები მძივებისა და სხვა საგნებისგან, რომლებსაც კიდებენ ბავშვებზე, ცხოველებზე ან სხვადასხვა ობიექტებზე, რათა დაიცვან ისინი თვალის ცემისგან (ბოროტი მზერისგან).
მესამე: მოჯადოება(თივალა), რომელიც ხორციელდება იმისთვის, რომ ადამიანებს მეუღლეს რომ თავისი მეუღლე შეაყვარონ.
ეს ქმედებები მრავალღმერთიანობის (შირქის) გამოვლინებაა, რადგან ისინი მიაწერენ მიზეზობრივობას იმას, რაც არც შარიათის მტკიცებულებებით არის დადასტურებული და არც გრძნობების გამოცდილებით, რომელიც დამტკიცებულია ექსპერიმენტით. მიზეზები, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია შარიათის თვალსაზრისით, მაგალითად, ყურანის კითხვა, ან გრძნობითი გამოცდილების თვალსაზრისით, როგორიცაა წამლები, რომელთა ეფექტიანობა დადასტურებულია ექსპერიმენტებით. ამავდროულად, აუცილებელია მტკიცედ გჯეროდეს, რომ ეს მიზეზები მხოლოდ საშუალებებია, ხოლო სარგებელი და ზიანი მხოლოდ ალლაჰის ხელშია.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ერთღმერთიანობის და (რელიგიური)მრწამსის და დაცვა ყველაფრისგან, რაც მას აფუჭებს.
  2. არაშარიათული შელოცვების, თილისმებისა და ჯადოქრობის აკრძალვა.
  3. თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ეს სამი ქმედება (შელოცვები, თილისმები და მოჯადოება) წარმოადგენს მიზეზს, ეს არის პატარა შირქის (მრავალღმერთიანობის) გამოვლინება, რადგან ამით ადამიანი მიიჩნევს მიზეზად იმას, რაც სინამდვილეში არ არის მიზეზი. ხოლო თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ამ ქმედებას შუეძლია ზიანის და სარგებლობის მიყენება, ეს უკვე დიდი შირქის გამოვლინებაა.
  4. გაფრთხილება ისეთი ქმედებებისგან, რომელიც აკრძალულია და მოიცავს შირქს.
  5. შელოცვის აკრძალვა, რადგანაც ეს არის შირქი, თუ არ ხდება შარიათის გზით.
  6. აუცილებელია, რომ ადამიანის გული იყოს მიჯაჭვული მხოლოდ ერთადერთ ალლაჰზე, რადგან მხოლოდ მისგან მოდის სარგებელი და ზიანი, და მას არ ჰყავს თანაზიარები. არავინ ანიჭებს სიკეთეს გარდა ალლაჰისა, და არავინ აშორებს ბოროტებას გარდა უზენაესი ალლაჰისა.
  7. ნებადართული შელოცვა უნდა აკმაყოფილებდეს სამ პირობას: 1. რწმენა იმისა, რომ შელოცვა არის მხოლოდ საშუალება (მიზეზი) და სარგებელ მოაქვს მხოლოდ ალლაჰს. 2. შელოცვა უნდა შედგებოდეს ყურანის წაკითხვისგან, ალლაჰის სახელებისა და თვისებების ხსენებისგან, წინასწარმეტყველური ან სხვა ნებადართული ვედრებებისგან, 3. შელოცვა უნდა იყოს ნათელ (გასაგებ) ენაზე და არ უნდა შეიცავდეს გაურკვეველ სიტყვებს ან შარლატანობას.
მეტი