+ -

عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ عَمْرِو بْنِ الْعَاصِ رضي الله عنهما قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«كَتَبَ اللهُ مَقَادِيرَ الْخَلَائِقِ قَبْلَ أَنْ يَخْلُقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِخَمْسِينَ أَلْفَ سَنَةٍ، قَالَ: وَعَرْشُهُ عَلَى الْمَاءِ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 2653]
المزيــد ...

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ'აასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ღმერთმა დაწერა ქმნილებათა ბედი, სანამ ცებს და დედამიწას შექმნიდა, ორმოცდაათი ათასი წლით ადრე და თქვა: "რომ მისი ტახტრევანი იყო წყალზე».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 2653]

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ღმერთმა დაწერა, რაც მოხდება ქმნილებების ბედში დეტალურად, სიცოცხლე, სიკვდილი, საკვები და სხვები, დაცულ დაფაზე, სანამ ცას და დედამიწას შექმნიდა 50 000 წლით ადრე. ეს ხდება ისე, როგორც დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა გადაწყვიტა. ყველა არსება არსებობს ღმერთის გადაწყვეტილებით და მისი ბედისწერით. რაც შეემთხვა ადამიანს, არ შეეძლო რომ აერიდებინა და რაც აცდა ის არ შეემთხვეოდა მას.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული اليونانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აუცილებელია ბედისწერისა და წინასწარგანსაზღვრის რწმენა.
  2. ბედისწერა (ალ-ყადრ): ალლაჰის ცოდნა ყველაფრის შესახებ, მისი დაწერილის, სურვილის და ამ ყოველივეს შექმნა მის მიერ.
  3. რწმენა იმისა, რომ ბედისწერა დაწერილია ცისა და მიწის შექმნამდე, იწვევს სიმშვიდესა და ალლაჰის ნებაზე დამორჩილებას.
  4. მოწყალის ტახტი წყლის ზემოთ იყო ცებისა და მიწის შექმნამდე.
მეტი