+ -

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ مَسْعُودٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ:
حَدَّثَنَا رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَهُوَ الصَّادِقُ المَصْدُوقُ: «أَنَّ خَلْقَ أَحَدِكُمْ يُجْمَعُ فِي بَطْنِ أُمِّهِ أَرْبَعِينَ يَوْمًا وَأَرْبَعِينَ لَيْلَةً، ثُمَّ يَكُونُ عَلَقَةً مِثْلَهُ، ثُمَّ يَكُونُ مُضْغَةً مِثْلَهُ، ثُمَّ يُبْعَثُ إِلَيْهِ المَلَكُ، فَيُؤْذَنُ بِأَرْبَعِ كَلِمَاتٍ، فَيَكْتُبُ: رِزْقَهُ وَأَجَلَهُ وَعَمَلَهُ وَشَقِيٌّ أَمْ سَعِيدٌ، ثُمَّ يَنْفُخُ فِيهِ الرُّوحَ، فَإِنَّ أَحَدَكُمْ لَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ الجَنَّةِ حَتَّى لاَ يَكُونُ بَيْنَهَا وَبَيْنَهُ إِلَّا ذِرَاعٌ، فَيَسْبِقُ عَلَيْهِ الكِتَابُ، فَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ النَّارِ فَيَدْخُلُ النَّارَ، وَإِنَّ أَحَدَكُمْ لَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ النَّارِ حَتَّى مَا يَكُونُ بَيْنَهَا وَبَيْنَهُ إِلَّا ذِرَاعٌ، فَيَسْبِقُ عَلَيْهِ الكِتَابُ، فَيَعْمَلُ عَمَلَ أَهْلِ الجَنَّةِ فَيَدْخُلُهَا».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 7454]
المزيــد ...

გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
"ალლაჰის ჭეშმარიტმა და სანდო მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „ჭეშმარიტად, თითოეული თქვენგანი თავის დედის მუცელში ფორმირდება ორმოცი დღე და ღამე, შემდეგ ამავე ხნის განმავლობაში რჩება შედედებული სისხლის სახით, შემდეგ ამავე ხნის განმავლობაში რჩება ხორცის პატარა ნაჭრის (მუდღის) სახით. შემდეგ მისკენ იგზავნება ანგელოზი, რომელსაც ეძლევა ბრძანება ჩაწეროს ოთხი რამ: მისი განგება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი საქმენი და იქნება თუ არა ის ბედნიერი ან უბედური, შემდეგ ჩაბერავს მასში სულს. ნამდვილად, თითოეული თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს სამოთხის ბინადართა საქმეებს, სანამ არ დარჩება სამოთხემდე მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი, შემდეგ კი შესრულდება ის, რაც მასზე იყო დაწერილი, და ის დაიწყებს ჯოჯოხეთის ბინადართა საქმეების შესრულებას და შევა ჯოჯოხეთში. ასევე, ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს ჯოჯოხეთის ბინადართა საქმეებს, სანამ არ დარჩება ჯოჯოხეთამდე მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი, შემდეგ კი შესრულდება ის, რაც მასზე იყო დაწერილი, და ის დაიწყებს სამოთხის ბინადართა საქმეების შესრულებას და შევა სამოთხეში.“

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 7454]

განმარტება

იბნ მას'უდმა თქვა: "ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიამბო, და ის არის სანდო თავის ნათქვამში, და მყარი სიმართლეში, რადგან უზენაესი ალლაჰისგან არის დამოწმებული." მან თქვა: თითოეული თქვენგანის შექმნა ხდება შემდეგნაირად: როცა მამაკაცი შედის სიახლოვეში თავის მეუღლესთან, მისი გაფანტული თესლი ქალის საშვილოსნოში გროვდება ორმოცი დღის განმავლობაში თხევადი წვეთის (სასქესო სითხის) სახით. შემდეგ იგი ხდება სქელი შედედებული სისხლი, და ეს ხდება მეორე ორმოცი დღის განმავლობაში. შემდეგ იგი ხდება ხორცის ნაჭერი, იმდენად პატარა, როგორც გაღეჭილი ხორცი, ეს ხდება მესამე ორმოცი დღის განმავლობაში, შემდეგ ალლაჰი წარგზავნის მასთან ანგელოზს, რომელიც ჩაბერავს მას სულს მესამე ორმოცი დღის დასრულების შემდეგ. ანგელოზს ეძლევა ბრძანება, რომ დაწეროს ოთხი რამ: სარჩო, ანუ რამდენი სიკეთე ექნება ბოძებულო მას თავისი სიცოცხლის განმავლობაში. სიცოცხლის ხანგრძლივობა — ანუ რამდენ ხანს დარჩება იგი ამქვეყნად. მისი ქმედებები, რა ქმედება იქნება? იქნება იგი უბედური თუ ბედნიერი. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიფიცა, რომ ადამიანი აკეთებს სამოთხის მცხოვრებლების საქმეებს, და მისი ქმედებები იქნება მართალი, ანუ გარეგნულად ეს ქმედებები ასე გამოჩნდება ხალხისთვის, და ის ასეთ მდგომარეობაში იქნება მანამ, სანამ მას და სამოთხეს შორის მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი არ დარჩება, ანუ ისე, თითქოს მას და სამოთხეს შორის დარჩენილი იქნება მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი მიწამდე. მაშინ მოხდება ის, რაც მისთვის წინასწარ განსაზღვრულია წიგნში, და ის დაიწყებს ჯოჯოხეთის მცხოვრებლების საქმეების კეთებას, დატოვებს სამყაროს ასეთ მდგომარეობაში და შევა ცეცხლში. რადგან მისი ქმედებების მიღების პირობა არის ის, რომ იგი იყოს მტკიცე მათ შესრულებაში და არ შეცვალოს ისინი. სხვა ადამიანები აკეთებენ ჯოჯოხეთის მცხოვრებლების საქმეებს, სანამ არ აღმოჩნდებიან მის შესვლასთან ახლოს, ისე, თითქოს მათსა და ჯოჯოხეთში შესვლას შორის დარჩენილი იყოს მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი მიწამდე. მაშინ მოხდება ის, რაც მისთვის წიგნში განსაზღვრულია, და ის დაიწყებს სამოთხის მცხოვრებლების საქმეების შესრულებას და შევა სამოთხეში.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული ბოსნეური სენჰალური ინდური ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური მალაიური იტალიური ორომო კანადური აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. საქმეთა ბედი საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რაც წინასწარ განსჯით დადგენილია და რაც წინასწარი განგებით დაწესებულია.
  2. გაფრთხილება საქმეების გარეგნული ფორმებით მოტყუებისგან; რადგან საქმეები ფასდება მათი დასრულების მიხედვით.
მეტი