عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«خَيْرُ يَوْمٍ طَلَعَتْ عَلَيْهِ الشَّمْسُ يَوْمُ الْجُمُعَةِ، فِيهِ خُلِقَ آدَمُ، وَفِيهِ أُدْخِلَ الْجَنَّةَ، وَفِيهِ أُخْرِجَ مِنْهَا، وَلَا تَقُومُ السَّاعَةُ إِلَّا فِي يَوْمِ الْجُمُعَةِ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, ამ დღეს ალლაჰმა შექმნა ადამი, ამ დღესვე შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღესვე გამოიყვანა იქიდან და განკითხვის დღის საათი არ დადგება, გარდა პარასკევის დღისა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 854

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, მისი გამორჩეული თვისებებიდანაა: ალლაჰმა ამ დღეს შექმნა ადამი (ღმერთის მშვიდობა მას), ამ დღეს შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღე გამოიყვანა იქიდან და ჩამოიყვანა დედამიწაზე. განკითხვის დღის საათი დადგება მხოლოდ პარასკევის დღეს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. პარასკევის დღის უპირატესობა კვირის სხვა დღეებზე.
  2. პარასკევის დღეს კეთილი საქმეების შესრულების წახალისება, ალლაჰის წყალობის მიღებისათვის მზადყოფნა და მისი სასჯელის თავიდან აცილება.
  3. ეს პარასკევის დღისთვის ხსენებული თვისებები ჰადისში, ზოგი მიიჩნევს, რომ არაა უპირატესობა, რადგან ადამის გამოყვანა და განკითხვის დღის დადგომა უპირატესობად არ ითვლება. თუმცა, ზოგის აზრით, ეს ყველა უპირატესობაა, რადგან ადამის გამოყვანა გახდა წინასწარმეტყველებისა და მარლთმორწმუნეთა შთამომავლობის მიზეზი, ხოლო განკითხვის დღე მორწმუნეთათვის ალლაჰის მიერ მომზადებული ღირსებების სწრაფად მიღწევის მიზეზია.
  4. პარასკევის დღისთვის მოხსენიებულია სხვა თვისებები, მათ შორისაა: ამ დღეს ალლაჰმა ადამის მონანიება მიიღო, ამ დღეს ის გარდაიცვალა და ამ დღეს არის საათი, რომელშიც მორწმუნის ვედრება, რომელითაც ის ალლაჰს მიმართავს, ალლაჰი პასუხობს მას.
  5. წლის საუკეთესო დღე არის არაფას დღე, ზოგი ამბობს: მსხვერლპშეწირვის დღეაო საუკეთესო, კვირის საუკეთესო დღე არის პარასკევი, ხოლო საუკეთესო ღამე არის ყადრის ღამე.

თარგმნების ჩვენება

56 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
SO Soomaali الصومالية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية