ჰადისების სია

841ჰადისების სია

ჰადისების სია 841

ნუთუ თქვენ მე არ მენდობით? როცა მე მინდობილი ვარ იმის, ვინც ცაშია და ყოველ დილა-საღამოს ჩემთან ზეციდან ამბები მოდის
შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით
ყოვლადმოწყალე და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "ჭეშმარიტად, მე მოვუმზადე ჩემს მართალ მონებს ის, რაც არ უნახავს არცერთ თვალს, არ გაუგონია არცერთ ყურს და რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენს
ის არ იყო უწმაწური სიტყვების მთქმელი და არ აკეთებდა უხამსობას, არ უხეშობდა და არ ხმაურობდა( ყვირილი არ იცოდა) ბაზრებში. იგი ბოროტებას ბოროტებით არ პასუხობდა, არამედ პატიობდა და სიმშვიდეს იჩენდა
საფლავი იმქვეყნიური ცხოვრების პირველი სამყოფელია. თუ ადამიანი იქ გადარჩება, იმის შემდეგი ეტაპები უფრო იოლი ექნება. ხოლო თუ იქ ვერ გადაურჩა, მისთვის შემდგომი ეტაპები უფრო მძიმე იქნება»,
პირველი ჯგუფი, რომელიც სამოთხეში შევა, სავსე მთვარის მსგავსი იქნება. შემდეგი ჯგუფი კი იქნება ცაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის მსგავსად ნათელი
ჩემზე გადმოევლინა აიათები, რომელთა მსგავსი არავის უხილავს – ეს არის ალ-მუ'ვვიზათაინ (სურა ალ-ფალაყ და სურა ან-ნაას)
თუ ხალხს ეცოდინებოდა, რამდენი ჯილდო არის აზანში და პირველ რიგში დგომაში, და არ იპოვიდნენ სხვა საშუალებას, გარდა იმისა, რომ წილი ეყარათ, ისინი აუცილებლად წილს იყრიდნენ
ვინც იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით, ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით, მისთვის სავალდებულო გახდება სამოთხე
ჭეშარიტად, ღვინო უკვე აიკრძალა!
ვინც მთიდან გადახტება და ამით საკუთარ სიცოცხლეს დაასრულებს, იგი ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამოდ ჩავარდება და იქ დარჩება მარადიულად
შემფიცეთ, რომ არდაუდგენთ ალლაჰს არავის თანაზიარად, არ მოიპარავთ, არ იმრუშებთ
ფრთხილად იყავით უმნიშვნელო ცოდვებისგან
ჭეშმარიტად, მე წარმოვეგზავნე იმისათვის, რომ დავასრულო კეთილი ზნეობის სრულყოფა
შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა
თქვენგან არავინ მიუშვიროს იარაღი თავის ძმას, რადგან არ იცის: შესაძლოა, შაიტანმა მისი ხელი შეარყიოს, და ის ჩავარდეს ცეცხლის ორმოში
ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს, ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს, ვფიცავ ალლაჰს, ვერ ირწმუნებს», მათ ჰკითხეს: ვინ ო, ალლაჰის შუამავალო? უპასუხა: «ის, ვისი მეზობელიც უსაფრთხოდ არ არის მისი ბოროტებისგან
თქვა დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა: "ადამის ძე მაწყენინებს, როცა დროს შეურაცხყოფს, მაშინ როცა მე ვარ დრო, ჩემს ხელშია ყველა საქმე, მე ვაბრუნებ დღესა და ღამეს
თქვენ შორის საუკეთესო ჩემი თაობაა, შემდეგ ისინი, ვინც მათ მოჰყვება, შემდეგ კი ისინი, ვინც მათ მოჰყვება
ჭეშმარიტად, მოახლოვდება განსაცდელები, ჭეშმარიტად, მოახლოვდება განსაცდელები და არეულობა, რომლის დროსაც მჯდომარე უკეთესი იქნება მდგარზე, ხოლო მდგარი – უკეთესი მორბენალზე
ღმერთო ჩემო! შენ გთხოვ სწორ გზას, ღვთისმოშიშობას, პატიოსნებას და სიმდიდრეს
ალლაჰმა დაწყევლოს იუდეველები და ქრისტიანები! მათ თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები მეჩეთებად გაიხადეს
წაიღე ჩემი ეს ორი სანდალი და ვისაც შეხვდები ამ კედლის უკან და ვინც გულწრფელად დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, უმახარობლე მას სამოთხე»,
ვინც კითხულობს ყურანს გამართულად და კარგად, ის იქნება კეთილშობილ და მორჩილ მწერლებთან ერთად, ხოლო ვინც კითხულობს ყურანს გაჭირვებით, ბორძიკით, მას ორმაგი ჯილდო ექნება
არსებობს სამი საათი, რომელშიც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ლოცვას გვიკრძალავდა, ან რომ დაგვეკრძალა იმ დროებში მიცვალებულები
რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო შემდეგ დაამატა: «მათ უნდა შეწყვიტონ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უეჭველად დაკარგავენ ხედვას!
კაცი, რომელიც ბადრის ბრძოლაში და ჰუდაიბიას შეთანხმებაში მონაწილეობდა არასდროს შევა ჯოჯოხეთში
უეჭველად, ყოველი თქვენგანისთვის, როდესაც ის მოკვდება, დილასა და საღამოს უჩვენებენ მის ადგილს
ჯგუფურად შესრულებული ლოცვა მარტო შესრულებულ ლოცვაზე ოცდახუთჯერ უფრო უკეთესია. და ღამის და დღის ანგელოზები დილის ლოცვაზე იკრიბებიან
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაწყევლა ის, ვინც პარიკს აკეთებს და იკეთებს, ვინც ტატუს აკეთებს და იკეთებს
სახელებს შორის ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი, აბდულლაჰი და აბდურრაჰმანია
მათრობელა, რომელიც ბევრი დალევისას დაათრობს, მისი ცოტაც აკრძალულია
ჩვენთვის დადგენილი იქნა საზღვარი: ულვაშების შეჭრა, ფრჩხილების მოჭრა, იღლიების თმის ამოღება და ბოქვენის მიდამოს გაპარსვა არანეკლებ ორმოც დღეში ერთხელ
მე ქალებს ხელს არ ვართმევ, ჭეშმარიტად ჩემი სიტყვა ას ქალზე ნათქვამი ისეთივეა, როგორც ერთ ქალზე
ჭეშმარიტად, იქნებიან ისეთი მმართველები, რომლებიც იცრუებენ და უსამართლობას ჩაიდენენ, ვინც დაამოწმებს მათ ტყუილს და დაეხმარება მათ უსამართლობაში, ის ჩემიანი არ არის
უფროსი ადამიანის გული ორ რამეში კიდევ ახალგაზრად რჩება: ამ ქვეყნის სიყვარულში და გრძელვადიან იმედში
ხშირად გაიხსენეთ ყველა სიტკბოების გამანადგურებელი», ანუ: სიკვდილი
არ შეხვიდეთ მათ საცხოვრებლებში, ვინც უსამართლოდ მოექცნენ თავიანთ სულებს, გარდა ტირილით
ფითნები გულის წინაშე წარდგებიან, როგორც ლერწმის ხალიჩის რიგები, ერთიმეორის მიყოლებით
როდესაც ალლაჰი შეკრებს პირველებს და უკანასკნელებს განკითხვის დღეს ყველა მოღალატეს მიეცემა დროშა, და იტყვიან: "ეს ამა და ამ კაცის შვილის ღალატია
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვენ შვიდი რამე გვიბრძანა და შვიდი რამე აგვიკრძალა
წესისამებრ აიღე მისი ქონებიდან იმდენი, რაც საკმარისი იქნება შენთვის და შენი შვილებისთვის
ერთი დღე საგუშაგოზე ალლაჰის გზაზე — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია
ვინც მოიტანს ცრუ ფიცს (ალლაჰის სახელით), რათა ამ გზით მიითვისოს მუსლიმის ქონება, ის ალლაჰს შეხვდება ისე, რომ ალლაჰი გაბრაზებული იქნება მასზე
ჭეშმარიტად, შინაურ ცხოველებს გარეული ცხოველების ბუნება აქვთ, და რომელიმე მათგანი თუ მსგავსად მოიქცევა, იმას ამის მსგავსად მოექეცით
მიცვალებული სწრაფად წაიყვანეთ, თუ ის ღვთისმოშიში იყო, მისთვის უკეთესია დასაფლავება, ხოლო თუ ასეთი არ იყო, ბოროტებას სწრაფად მოიხსნით მხრებიდან
როდესაც თქვენგან ვინმე მეჯლისში (საერთო შეკრებაზე) მივა, დაე მიესალმოს დამსწრეებს. და როცა მოისურვებს წამოსვლას, კვლავ მიესალმოს. რადგან პირველი სალამი არ არის უფრო უფლებიანი, ვიდრე უკანასკნელი
განა გეძლევათ გამარჯვება და საზრდო გარდა თქვენი სუსტების გამო?
ხდება ხოლმე, რომ ადამიანს აქვს აბურძგნული თმა, არის მტვერში გახვეული და კარებთან უარყოფილი, მაგრამ თუ ის ალლაჰის სახელით ფიცს დადებს, ალლაჰი აუცილებლად აღასრულებს მის ფიცს
ჭეშმარიტად, ეს დუნია დაწყევლილია — დაწყევლილია ყველაფერი, რაც მასშია, გარდა ყოვლადმოწყალე ალლაჰის ხსენებისა და იმის, რაც მასთან არის დაკავშირებული, ასევე ცოდნის მქონისა და ცოდნის შემძენისა
მე წარმედგინა სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არ მინახავს ისეთი არც სიკეთე და არც ბოროტება, როგორიც დღეს ვნახე, რომ გცოდნოდათ ის, რაც მე ვიცი ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით
ო აბუ ზარრ, როცა მოამზადებ წვნიანს, დაუმატე მას ბევრი წყალი და გაუმასპინძლდი შენს მეზობლებს
ჭეშმარიტად, ყურანის მატარებელი ჰგავს პატრონს აქლემებისა, რომლებსაც ფეხებზე თოკები აქვთ შეკრული: თუ იგი გააგრძელებს მათ ამ მდგომარეობაში დაჭერას — შეინარჩუნებს მათ; ხოლო თუ თოკებს გაუშვებს — ისინი გაიქცევიან
არ აქვს მუსლიმს უფლება, რომელსაც უნდა რაიმე ანდერძის დატოვება, გაათენოს სამი ღამე ისე, რომ მან თავისი ანდერძი არ დაწეროს
თქვი: ღმერთო ჩემო, მაკმარე შენი ნებადართული და შორს მამყოფე აკრძალულისგან, მომეცი სარჩო შენი წყალობით და ნუ დამტოვებ ნურავის იმედად შენს გარდა
როდესაც ადამიანი მიდიოდა გზაზე და შემოხვდა ამ გზაზე ეკლიანი ჯოხი, აიღო და გადააგდო ის, ალლაჰმა მას მადლობა გადაუხადა და მიუტევა
სახნავ სათესს/ბაღა -ბაღჩებს ნუ მოამრავლებთ, ამქვეყნის მიმართ ლტოლვა მოგემატებათ
ჭეშმარიტად, სამოთხეში არის ხე, რომლის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე მანძილს სწრაფი და გამძლე ცხენით ამხედრებული მხედარიც კი ვერ გაივლის ას წელიწადში
ჭეშმარიტად, სამოთხეში არის შეკრების ადგილი, რომელსაც მაცხოვრებლები ყოველ პარასკევს ესწრებიან
აღდგომის დღეს ყველაზე გრძელი კისრები ადამიანებს შორის მუეზინებს ექნებათ
ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, ეს სურა ყურანის მესამედის ტოლფასია
თუ კაცი განიზრახავს იქ უსამრთლობას, ის ( იემენის ქალაქ) 'ადან აბიანშიც რომ იყოს, მას აგემებს ალლაჰი მტკივნეულ სასჯელს
თეთრი ტანსაცმელი ჩაიცვით, რადგან ის თქვენთვის საუკეთესო ტანსაცმელია, და მასში გაახვიეთ თქვენი მიცვალებულები
ადამიანებმა უარი უნდა თქვან ჯუმუას ლოცვაზე წასვლაზე თავის არიდებაზე, თორემ ალლაჰი ბეჭედს დაასვამს მათ გულებს, და მაშინ ისინი დაუდევართაგან გახდებიან
ვინც სიზარმაცით გააცდენს სამ პარასკევის ლოცვას, ალლაჰი მის გულს დალუქავს
არ არსებობს არც ერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვა რაიმე უბედურება და რომელმაც არ წარმოთქვა ის, რაც ალლაჰმა უბრძანა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთან ვბრუნდებით} (სურა ალ-ბაყარა,156), და არ უთქვამს: 'ო, ალლაჰო, მომანიჭე ჯილდო ჩემს უბედურებაზე და მიბოძე მის ნაცვლად უკეთესი', — თუ არა ის, რომ ალლაჰი მას ნამდვილად მისცემს უკეთესს მის ნაცვლად
მე გადმომევლინა ერთი აიათი, ის ჩემთვის უფრო საყვარელია ვიდრე მთელი სამყარო
რა მაქვს საერთო ამ ქვეყანასთან? ჩემი ყოფნა ამ დუნიაში ჰგავს მგზავრს, რომელმაც ხის ჩრდილში დაისვენა, შემდეგ კი გზა გააგრძელა და დატოვა ის
ბოლო ჟამს გამოჩნდება ხალხი - ახალგაზრდები ასაკით და გონებით შეზღუდულნი, ისინი იტყვიან ყველაზე ლამაზ სიტყვებს, რაც კი ქმნილებებს უთქვამთ, მაგრამ მათი რწმენა არ გასცდება ყელს. ისინი ისლამიდან ისე სწრაფად გამოვლენ, როგორც ისარი მიისწრაფის სამიზნისკენ
მორწმუნე მშვიდად იმყოფება თავის რელიგიაში მანამ, სანამ აკრძალულ სისხლში არ გაურევს ხელს
მედინაში ჩამოვიდნენ ადამიანები 'უქლის ან 'ურაინას ტომებიდან
ვინც ჩაიდინა ცოდვა, რისთვისაც დადგენილია სასჯელი (ჰადდ), და ეს სასჯელი მიესაჯა მას ამ დუნიაში — ალლაჰი არის იმაზე უფრო სამართლიანი, რომ არ დასაჯოს იგი ორჯერ — ამ დუნიაშიც და აახირეთშიც
ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თქვენთვის სამი რამით და სძულს სამი რამ
არ აქვს რწმენა (იმანი) იმას, ვისაც არა აქვს სანდოობა და პატიოსნება, და არ აქვს რელიგია იმას, ვინც არ იცავს შეთანხმებას!
ვერცერთმა თქვენგანმა ნუ მისცემს უფლებას ადამიანების შიშს, რომ შეაჩეროს ის სიმართლის თქმისგან, თუ იგი მას დაინახავს ან გაიგებს
პირველი, რითაც დაიწყო გამოცხადება ალლაჰის შუამავლისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), იყვნენ ჭეშმარიტი სიზმრები
არ მინახავს ვინმე, ვისაც გრძელი თმა ჰქონოდა და წითელ სამოსში უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა
სუბჰანალლაჰ! მორწმუნე არ ბინძურდება
ამ ქალის ამგვარი გულმოწყალების გამო, ალლაჰმა მას დაავალდებულა სამოთხე, ან მისი წყალობით ჯოჯოხეთისგან გაათავისუფლა
თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს
მუსლიმი კაცის მიერ ზურგს უკან ვედრება თავისი ძმისთვის მიღებულია
ჩვენ აგვიკრძალეს გარდაცვლილზე მიყოლა, მაგრამ ეს ჩვენთვის მკაცრად არ ყოფილა აკრძალული
თქვენამდე მცხოვრებ ხალხთაგან ერთ მეფეს ჰყავდა ჯადოქარი
ვისაც ეს გოგონები ჰყავს და კარგად მოექცევა მათ, ისინი მისთვის ჯოჯოხეთისგან საფარი გახდებიან
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდონა მას) არანაირ ნებაყოფლობით ლოცვებს იმდენად დიდ ყურადღებას არ აქცევდა, როგორც განთიადის ორი რაქათის ლოცვას
ო, აბუ ბაქრ, რას ფიქრობ ორზე, რომლებთან მესამეც ალლაჰია
აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ვკითხე: რატომ უნდა აანაზღაუროს მენსტრუაციულმა ქალმა რამადნის მარხვა, ხოლო ლოცვა არა
ეშმაკი მიითვისებს საკვებს, როდესაც მასზე ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული
ო, ალლაჰის შუამავალო, როგორ მოვიქცე, თუ ვინმე ჩემს ქონების წართმევას მოინდომებს?
იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მეჩეთიდან ყველაზე შორეულ ადგილას, რაც კი მე ვიცოდი, მაგრამ არასოდეს აკლდებოდა ლოცვას მეჩეთში
ეს ქვეყანა მორწმუნისთვის ციხეა, ხოლო ურწმუნოსთვის სამოთხე
ზედა ხელი უკეთესია ქვედა ხელზე
ო, ჰაქიიმ, ეს ქონება მწვანეა და ტკბილი
განა ვერცერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ყოველდღიურად ათასი კეთილი საქმის შეძენას?
ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს
თუნდაც თქვენგან ვინმემ აიღოს თავისი თოკი, მოიტანოს შეშის კონა ზურგით, გაყიდოს იგი და ამით ალლაჰმა მისი სახე (სიღატაკისგან) დაიცვას – ეს მისთვის უკეთესია, ვიდრე ის, რომ ხალხს სთხოვოს, მისცენ თუ არა
მაშ შეიკრიბეთ და ერთად ჭამეთ, ალლაჰის სახელი წარმოთქვით საჭმლის დაწყებისას, და ის თქვენთვის ბარაქიანი იქნება
როდესაც მე ავმაღლდი მი'რაჯში, გავიარე ხალხთან, რომლებიც იხოკავდნენ თავიანთ სახეებსა და გულებს რკინის ბრჭყალებით
ჭეშმარიტად, ის ხელმძღვანელობა და ცოდნა, რომლითაც ალლაჰმა მე წარმაგზავნა, ჰგავს მიწაზე მოსულ წვიმას
დაეხმარე შენს ძმას, როცა ის იქნება დაჩაგრული და მჩაგვრელი
განა თქვენ არ გაქვთ საკვები და სასმელი, რამდენიც გსურთ? მე ვიხილე თქვენი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ის ვერც კი პოულობდა უბრალო ფინიკსაც კი, რომ მუცელი აევსო
ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები
თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა
ო, ალლაჰ, შენ შეგევედრები, რომ დამიფარო ცუდი ზნე-ჩვეულებებისგან, უსამართლო ქმედებებისგან და ვნებებისგან
ვინც თავის ძმას უსამართლოდ მოექცა, იქნება ეს მისი ღირსების შელახვა თუ რაიმე სხვა, დღესვე უნდა სთხოვოს პატიება, სანამ დინარი და დირჰამი აღარ იარსებებს
განკითხვის დღეს ადამიანები შეკრებილნი იქნებიან ფეხშიშვლები, შიშვლები და წინდაუცვეთელები
ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა
ალლაჰის სახელით გილოცავ, ყოველი იმ ბოროტებისგან, რაც ზიანს გაყენებს, ყოველი ბოროტი სულისგან ან შურიანი თვალისგან. ალლაჰის სახელით გილოცავ
გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი ნათელი, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია: სურა ალ-ფაათიჰა და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათები, შენ ამ აიათებიდან როცა რომელიმეს წაიკითხავ, აუცილებლად მოგეცემა ის, რასაც ითხოვ
ალლაჰის სახელით, არავინ არ აიღებს არაფერს უსამართლოდ, თუ არა იმ პირობით, რომ აღდგომის დღეს ალლაჰის წინაშე წარდგება ამ ტვირთით
ო აიშა, ალლაჰი ლმობიერია და უყვარს ლმობიერება, ლმობიერობისთვის ის მისცემს ისეთ მადლს, რასაც არ მისცემს სიუხეშისთვის, და ასევე რასაც არ მისცემს სხვა რამისთვის
შენში არის ორი თვისება, რომლებიც ალლაჰს უყვარს: მოთმინება და სიმშვიდე
მუჰამმადის ოჯახში მრავალი ქალი მოვიდა, რომლებიც ქმრებს უჩივიან. ეს (ქმრები) თქვენში რჩეულები არ არიან
ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ უძლურობის, სიზარმაცის, მხდალობის, სიძუნწის, სიბერის (გონების დასუსტების) და საფლავის სასჯელისგან, ო, ალლაჰ! მოანიჭე ჩემს სულს ღვთისმოშიშება და განწმინდე იგი, რადგან შენ ხარ საუკეთესო, ვინც განწმენდს. შენ ხარ მისი მფარველი და მეუფე, ო, ალლაჰ! შენგან თავშესაფარს ვეძებ ცოდნისგან, რომელიც სარგებელს არ მოიტანს, გულიდან, რომელსაც არ ეშინია, სულიდან, რომელიც არ კმაყოფილდება, და ვედრებიდან, რომელიც არ მიიღება
სამი კატეგორიის ადამიანი არიან, ვისთანაც ალლაჰი არ ისაუბრებს აღდგომის დღეს, არ განწმენდს მათ და მათთვის მტკივნეული სასჯელი იქნება
ქალი არ უნდა იმყოფებოდეს გლოვაში მიცვალებულზე სამ დღეზე მეტხანს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გარდაცვლილია მისი ქმარი – ასეთ შემთხვევაში, იგი უნდა გლოვობდეს ოთხ თვესა და ათი დღის განმავლობაში
სწავლულის უპირატესობა მლოცველზე ისეთივეა, როგორც ჩემი უპირატესობა თქვენგან ყველაზე უმდაბლესზე
ო, ალლაჰ! დამიცავი შენი სასჯელისგან იმ დღეს, როდესაც შეკრებ ან აღადგენ შენს მონებს
ის ოჯახის საქმეებში მონაწილეობდა (ანუ ოჯახის სამსახურში იყო), და როცა ლოცვის დრო დგებოდა, ის სახლიდან გამოდიოდა ლოცვის აღსასრულებლად
ვინც ცოდნა მიიღო, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ის სწავლობს მას მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლის მისაღებად, ასეთ ადამიანს ვერ ეღირსება სამოთხის სურნელის შეგრძნება აღდგომის დღეს
როდესაც ალლაჰი შეიყვარებს რომელიმე მონას, ის უხმობს ჯიბრილს და ეუბნება: 'მე მიყვარს ესა და ეს, ამიტომ შენც შეიყვარე იგი, მაშინ ჯიბრილიც შეიყვარებს მას
მლოცველის წინ გამვლელმა რომ იცოდეს, რა მძიმე ცოდვას იტვირთავს, მისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ორმოცი (დღე, თვე ან წელი) დალოდებოდა, ვიდრე მლოცველის წინ გაევლო
აბდესი სრულყოფილად აიღე, თითებს შორის წყალი გაატარე და ცხვირში ღრმად შეიყვანე წყალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარხულობ
ჭეშმარიტად ალლაჰი დასჯის იმ ადამიანებს, ვინც სხვებს აწამებს და მათ ტანჯვას აყენებს
ჭეშმარიტად, არავის ეკადრება ცეცხლით დასჯა, გარდა ცეცხლის ღმერთისა
ამ მეჩეთებში ასეთი რამეები, როგორიცაა შარდვა და დაბინძურება, არ არის დასაშვები. ისინი მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის შესრულებისთვის და ყურანის წაკითხვისთვისაა
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა, რომ გაწმენდისთვის გამხმარი ნაკელის ან ძვლების გამოყენება
არავინ არ განიწმინდოს, თუ არა სამი ქვით
ალლაჰი უფრო მოწყალეა თავისი მონების მიმართ, ვიდრე ეს ქალი თავისი შვილის მიმართ
აიღეთ თაყვანისცემა იმდენი, რამდენსაც შეძლებთ, რადგან, ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არ იღლება, სანამ თქვენ არ დაიღლებით
სუნნადან არის, რომ თუ მუაზინი განთიადის აზანში ამბობს "მოდით გადარჩენისკენ"/ჰაია 'ალალ ფალაჰ/, მაშინ შემდეგ დაამატოს: ლოცვა უკეთესია ძილზე/ას-სალაათუ ხაირუნ მინა ნავმ/
იკითხეთ ყურანი, რადგან ის მოვა აღდგომის დღეს შუამდგომლად თავის მკითხველთათვის
აღსასრული არ დადგება, სანამ ადამიანები მეჩეთებში ერთმანეთთან შეჯიბრებას არ დაიწყებენ
რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია
მე მებრძანა რომ ვებრძოლო ხალხს, სანამ არ დაამოწმებენ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. ასევე, რომ აღასრულონ ლოცვა და გადაიხადონ ზაქათი
თუ ადამიანებს მიენიჭებოდათ [ის, რაც მათ სურთ] მხოლოდ მათი სიტყვების საფუძველზე, მაშინ ზოგიერთები [ცრუ გზით] მოითხოვდნენ სხვების ქონებასა და სიცოცხლეს... მაგრამ მომჩივანი ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულება, ხოლო ის, ვინც უარყოფს [უმიზეზოდ წაყენებულ ბრალს], ვალდებულია მხოლოდ ფიცი დადოს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად
ალლაჰმა და მისმა მოციქულმა აკრძალეს ღვინის, მკვდარი ცხოველების, ღორისა და კერპების გაყიდვა
ჭეშმარიტად, ხალხამდე მოვიდა პირველი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან შემდეგი: თუ შენ არ გრცხვენია, მაშინ გააკეთე ის, რაც გინდა
იყავი ამქვეყნად ისე, თითქოს უცხოელი ან მოგზაური ხარ
დაე, შენი ენა მუდამ ახსენებდეს ალლაჰს
სიკეთე – ეს არის კარგი ზნეობა, ცოდვა– ეს არის ის, რაც გულში ეჭვს იწვევს და რაც არ გსურს, რომ ხალხმა იხილოს
ჭეშმარიტად საქმეები ფასდება მათი განზრახვით, და ყველა იმას მიიღებს, რაც განიზრახა
ნუთუ ალლაჰს თქვენთვის არ დაუდგენია, რითაც მოწყალებას გაიღებთ? ჭეშმარიტად, ყველა თასბიჰი (სუბჰანალლაჰ) სადაყაა, ყველა თაქბირი (ალლაჰუ აქბარ) სადაყაა, ყველა თაჰმიდი (ალჰამდულილლაჰ) სადაყაა, ყველა თაჰლილი (ლა ილაჰა ილლა ალლაჰ) სადაყაა, სიკეთის მოწოდება სადაყაა, ბოროტების აკრძალვა სადაყაა, და რომელიმე თქვენგანს ცოლთან ურთიერთობა თუ ექნება ესეც სადაყაა
შორს იყავით ამ სიბინძურისგან, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, მან დაფაროს შეცდომა, როგორც ალლაჰმა დაუფარა, და მოინანიოს ალლაჰის წინაშე, ჭეშმარიტად, ვინც აღიარებს ჩვენთან მის ცოდვას, ჩვენ მას დავსჯით უზენაესი ალლაჰის წიგნის მიხედვით
ჭეშმარიტად, ალლაჰმა დააწესა ვალდებულებები, მაშ, ნუ უგულებელყოფთ მათ და დაადგინა საზღვრები, მაშ, ნუ გადააბიჯებთ მათ, და აკრძალა გარკვეული რამეები, მაშ, ნუ დაარღვევთ მათ, და სიჩუმით დატოვა ზოგი რამ თქვენდა წყალობად და არა დავიწყებით, მაშ, ნუ გამოიკვლევთ მათ
ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე
ჭეშმარიტად, ყოველი თქვენგანი იქმნება დედის მუცელში ორმოცი დღის განმავლობაში
ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი
ჭეშმარიტად, ნებადართულიც ნათელია და აკრძალულიც ნათელია
რელიგია არის გულწრფელობა
მოერიდეთ იმას, რაც აგიკრძალეთ, ხოლო რაც გიბრძანეთ შეასრულეთ ის, რამდენადაც შეგიძლიათ
ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, უზენაესი ალლაჰი კეთილია და არაფერს იღებს, გარდა კეთილისა. ნამდვილად, ალლაჰმა მორწმუნეებს იგივე უბრძანა, რაც მოციქულებს
მიატოვე ის, რაშიც ეჭვი გეპარება, და აირჩიე ის, რაც არ იწვევს შენში ეჭვებს
არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის
ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში
ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს
ჭეშმარიტად, ხალხამდე მოვიდა პირველი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან შემდეგი: თუ შენ არ გრცხვენია, მაშინ გააკეთე ის, რაც გინდა
მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი
რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია
სისუფთავე არის რწმენის ნახევარი, ალლაჰის ქება დიდება (ალჰამდუ ლილლაჰ) ავსებს სასწორს, სიტყვები ქება ალლაჰს (სუბჰანალლაჰ) და დიდება ალლაჰს (ალჰდამდულილლაჰ) ავსებენ სივრცეს ცასა და დედამიწას შორის
ყოველი სახსარისთვის ადამიანის სხეულში არის სადაყა
გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა
შენ ჰკითხე დიდებულ რამეზე, მაგრამ ეს ადვილია იმათთვის, ვისაც ალლაჰი გაუმარტივებს
არ შეიძლება ზიანის მიყენება ზოგადად, და არ შეიძლება ზიანის მიყენება პასუხად
თუ ადამიანებს მიენიჭებოდათ [ის, რაც მათ სურთ] მხოლოდ მათი სიტყვების საფუძველზე, მაშინ ზოგიერთები [ცრუ გზით] მოითხოვდნენ სხვების ქონებასა და სიცოცხლეს... მაგრამ მომჩივანი ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულება, ხოლო ის, ვინც უარყოფს [უმიზეზოდ წაყენებულ ბრალს], ვალდებულია მხოლოდ ფიცი დადოს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად
ჭეშმარიტად, ალლაჰმა დაწერა (დაადგინა) კეთილი და ბოროტი საქმეები, შემდეგ კი განმარტა ის
ჭეშმარიტად, უზენაესმა ალლაჰმა თქვა: ვინც იმასთან მტრობს, ვინც ჩემთან ახლოსაა, მას ომს გამოვუცხადებ! ყველა იმ ქმედებიდან, რითაც ჩემი მონა ცდილობს დაახლოებას ჩემთან, ჩემთვის ყველაზე საყვარელი არის ის, რაც მე დავავალე მას სავალდებულოდ
თქვენგან ვერცერთი ვერ ირწმუნებს, სანამ მისი სურვილები არ დაემორჩილება იმას, რითაც მე მოვედი
ყველა მათრობელა აკრძალულია.
ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს
ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის გიბოძებდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება
სიკეთე: არის კარგი ზნეობა. ცოდვა არის ის, რაზეც შენი სული ორჭოფობს, რის გამოც დამძიმებულია და რასაც არ ისურვებდი, რომ ხალხმა გაიგოს
დაე, იყოს შენი ენა მუდამ სველი ალლაჰის ხსენებით
ჭეშმარიტად, ალლაჰმა აპატია ჩემს უმმას შეცდომით, დავიწყებით და იძულებით ჩადენილი საქმეები
იყავი ასკეტი ამქვეყნად და ალლაჰი შეგიყვარებს. და იყავი თავშეკავებული იმაში, რაც ადამიანებს აქვთ, და ადამიანები შეგიყვარებენ!
ძუძუთი კვება კრძალავს იმავე რამეს, რასაც კრძალავს შობადობა (სისხლით ნათესაობა)
ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის
ადამიანის სრულყოფილი ისლამის ნიშანთა შორის არის ის, რომ იგი ტოვებს იმას, რაც მას არ ეხება
აჩუქეთ ერთმანეთს საჩუქრები და შეგიყვარდებათ ერთმანეთი
ისინი რომ შიგნით შესულიყვნენ (ცეცხლში), აღდგომის დღემდე აღარ გამოვიდოდნენ იქიდან. მორჩილება (მეთაურისადმი) მხოლოდ სიკეთეშია
დაბანეთ იგი სამჯერ, ან ხუთჯერ, ან უფრო მეტჯერ, თუ საჭიროდ ჩათვლით, წყლითა და სიდრით (ლოტოსის ფოთლებით), ხოლო ბოლოს დაამატეთ ქაფური — ან ცოტაოდენი ქაფური (არომატული საპონი). როცა დაამთავრებთ, შემატყობინეთ
ო, ალლაჰის შუამავალო, განადგურდა ყველაფერი და გზები ჩაიკეტა, შეევედრე ალლაჰს გამოგვიგზავნოს წვიმა
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «წამიკითხე ყურანი
ეს არ მიეკუთვნება კეთილმსახურებას — მარხვა მოგზაურობაში
ის მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ჯერ კიდევ საჭმელს არ ჭამდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ბავშვი თავისთან კალთაში დასვა, ბავშვმა მის ტანსაცმელზე მოშარდა, შუამავალმა წყალი მოატანინა და ტანსაცმელს გადაასხა, არ გაურეცხავს ის
ის გვიბრძანებდა, როცა ვიყავით გზაში ან მოგზაურობაში, არ გაგვეხადა წინდები სამი დღე და ღამე, გარდა ჯუნუბობისგან (სქესობრივი კავშირის შემდეგ). მაგრამ ფეკალიის, შარდისა და ძილის შემდეგ
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ამბობდა: «სამი'ა ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ» (ალლაჰს ესმის იმის, ვინც მას ადიდებს), ჩვენგან არცერთი არ ხრიდა წელს, სანამ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შუბლს არ შეახებდა საჯდაზე, ამის შემდეგ ჩვენც წავიდოდით საჯდაზე
დააპურეთ მშიერი, მოინახულეთ ავადმყოფი და გაათავისუფლეთ ტყვე
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას თაქბირით იწყებდა, შემდეგ კითხულობდა, "ალლჰამდუ ლილლაჰი რაბბილ 'აალამიინ
ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე ყოფნის დროს ერთი პიროვნება შეეკითხა, რას გვეტყვი ღამის ლოცვაზე, მან თქვა: «(ის სრულდება) ორ-ორი, ორ-ორი (რაქათით)
არ დასაჯოთ ალლაჰის სასჯელით
როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი გაგზავნა იემენში, მას უბრძანა, რომ ყოველი ოცდაათი ძროხიდან აეღო (ზაქათად) ერთი წლის მამალი ან დედალი მოზარდი
დაპირებულის გამოსასყიდი იგივე ფიცის გამოსასყიდია
ვერ გადარჩება საზოგადოება, რომელიც მმართველად ქალს დაიდგენს
ჭეშმარიტად, დიდებულ და უზენაეს ალლაჰს არ სძინავს, და არ შეშვენის მას ძილი
ჭეშმარიტად, თქვენს შორის ყველაზე ღვთისმოშიში და ყველაზე მეტად ალლაჰის მცოდნე მე ვარ
ჩვენ ვართ უკანასკნელი ხალხებიდან (უმმათებიდან), და პირველები, ვისაც ანგარიში გაეწევა
ჩვენ ვიყავით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახალგაზრდები, ძალმოსილები, და ვისწავლეთ რწმენა მანამდე, სანამ ყურანს ვისწავლიდით. შემდეგ ვისწავლეთ ყურანი და მასთან ერთად ჩვენი რწმენაც გაიზარდა
არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაული არ მისცემოდა, რითაც ირწმუნებდა ხალხი