عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَنْ كَانَتْ لَهُ مَظْلَمَةٌ لِأَخِيهِ مِنْ عِرْضِهِ أَوْ شَيْءٍ فَلْيَتَحَلَّلْهُ مِنْهُ اليَوْمَ، قَبْلَ أَلا يَكُونَ دِينَارٌ وَلاَ دِرْهَمٌ، إِنْ كَانَ لَهُ عَمَلٌ صَالِحٌ أُخِذَ مِنْهُ بِقَدْرِ مَظْلَمَتِهِ، وَإِلَمْ تَكُنْ لَهُ حَسَنَاتٌ أُخِذَ مِنْ سَيِّئَاتِ صَاحِبِهِ فَحُمِلَ عَلَيْهِ».
[صحيح] - [رواه البخاري] - [صحيح البخاري: 2449]
المزيــد ...
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც თავის ძმას უსამართლოდ მოექცა, იქნება ეს მისი ღირსების შელახვა თუ რაიმე სხვა, დღესვე უნდა სთხოვოს პატიება, სანამ დინარი და დირჰამი აღარ იარსებებს, თუ მას აქვს კეთილი საქმეები, მისგან მისი უსამართლობის შესაბამისად წაიღებენ. ხოლო თუ მას არ ექნება კეთილი საქმეები, მისი ძმის ცოდვებიდან აიღებენ და მას დააკისრებენ».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-ბუხარიმ] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 2449]
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თითოეულ ადამიანს, ვინც უსამართლოდ მოექცა თავისი მუსლიმი ძმას ღირსების, ქონების ან სისხლის საკითხში, რომ ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში სთხოვოს მას პატიება, სანამ არ დამდგარა განკითხვის დღე, როცა ვერავითარი ოქროს დინარი და ვერცხლის დირჰამი ვერ გამოისყიდის ადამიანს მისი ჩადენილი უსამართლობისგან, იმ დღეს, სამართლიანობა აღსრულდება კეთილი და ცუდი საქმეების გადანაწილებით: დაჩაგრული მიიღებს მტყუანის კეთილ საქმეებს მისი უსამართლობის შესაბამისი ზომით, ხოლო თუ მტყუანს კეთილი საქმეები არ აღმოაჩნდება, დაჩაგრულის ცოდვები გადაეცემა მას და ამით მასზე დაწესდება სასჯელი.