عَنْ أَبِي مَسْعُودٍ عُقْبَةَ بْنِ عَمْرٍو الأَنْصَارِيِّ البَدْرِيِّ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ:
«إِنَّ مِمَّا أَدْرَكَ النَّاسُ مِنْ كَلاَمِ النُّبُوَّةِ الأُولَى: إِذَا لَمْ تَسْتَحْيِ فَاصْنَعْ مَا شِئْتَ».
[صحيح] - [رواه البخاري] - [الأربعون النووية: 20]
المزيــد ...
გადმოცემულია აბუ მას’უდ 'უყბა იბნ ‘ამრ ალ-ანსარი ალ-ბადრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის მოციქულმა თქვა:
«ჭეშმარიტად, ხალხამდე მოვიდა პირველი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან შემდეგი: თუ შენ არ გრცხვენია, მაშინ გააკეთე ის, რაც გინდა».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა ალ-ბუხარიმ] - [الأربعون النووية - 20]
მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) გვამცნო, რომ ერთ-ერთი დარიგება, რომელიც გადმოცემულია წინა მოციქულებისგან და ხალხს თაობიდან თაობამდე შეუნარჩუნებია, მათ შორის პირველ მუსლიმებშიც, არის შემდეგი: შეხედე იმას, რასაც აპირებ, და თუ ეს ქმედება სასირცხვილო არარის, მაშინ შეასრულე იგი. თუ კი ის სამარცხვინოა, თავი შეიკავე მისგან, რადგან სირცხვილია ის, რაც ადამიანს აკავებს ცუდი საქმისგან. ვისაც სირცხვილი არ გააჩნია, ჩართულია ყოველგვარ გარყვნილ და დასაგმობ ქმედებაში.