عَنْ أَبِي يَعْلَى شَدَّادِ بْنِ أَوْسٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ عَنْ رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّ اللهَ كَتَبَ الْإِحْسَانَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ، فَإِذَا قَتَلْتُمْ فَأَحْسِنُوا القِتْلَةَ، وَإِذَا ذَبَحْتُمْ فَأَحْسِنُوا الذِّبْحَةَ، وَلْيُحِدَّ أَحَدُكُمْ شَفْرَتَهُ، وَلْيُرِحْ ذَبِيحَتَهُ».
[صحيح] - [رواه مسلم] - [الأربعون النووية: 17]
المزيــد ...
გადმოცემულია შადდად იბნ აუსისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს».
[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [الأربعون النووية - 17]
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს, რომ უზენაესმა ალლაჰმა დაგვავალა გამოვავლინოთ მოწყალება (გულკეთილობა) ყველა საქმეში. მოწყალება - ეს არის ალლაჰის არსებობაზე მუდმივი ფიქრი(და რომ ის გითვალთვალებს), რომელიც გამოიხატება მის თაყვანისცემაში, სიკეთის კეთებაში და ალლაჰის ქმნილებების დაცვაში ბოროტებისგან. ეს ასევე მოიცავს მოწყალების გამოჩენას მკვლელობის და ცხოველის დაკვლის დროს.
მოწყალება, რომელიც გამოირჩევა სიკვდილით დასჯის დროს, ეს შეიძლება იყოს ყველაზე მოკლე, სწრაფი და იოლი გზის არჩევა, რომელიც ნაკლებად მტკივნეული იქნება ადამიანისთვის.
როდესაც ცხოველი იკვლება მსხვერპლშეწირვისას, მოწყალების გამოხატვა გულისხმობს ბასრი იარაღის გამოყენებას დაკვლისთვის, რაც ცხოველისადმი გულმოწყალების გამოხატულებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა არ გალესოს დანა ცხოველის თვალწინ და არ დაკლას ცხოველი სხვა ცხოველების თანდასწრებით.