1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი

عَنْ أُمِّ المُؤْمِنِينَ أُمِّ عَبْدِ اللَّهِ عَائِشَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهَا، قَالَتْ: قَالَ: رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّم:
«مَنْ أَحْدَثَ فِي أَمْرِنَا هَذَا مَا لَيْسَ مِنْهُ فَهُوَ رَدٌّ». وَفِي رِوَايَةٍ لِمُسْلِمٍ: «مَنْ عَمِلَ عَمَلًا لَيْسَ عَلَيْهِ أَمْرُنَا فَهُوَ رَدٌّ».

მორწმუნეთა დედის, უმმ აბდულლაჰ აიშას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) სიტყვებით, რომელმაც თქვა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი». ხოლო იმამ მუსლიმის გადმოცემაში: «ვინც გააკეთებს საქმეს, რომელზეც ჩვენი მითითება არ არის, ის უარყოფილი იქნება».

სანდო (საჰიჰ) رواه البخاري ومسلم الأربعون النووية - 5

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ ვინც გამოიგონა ახალი რამ რელიგიაში ან გააკეთა ისეთი საქმე, რაზეც არ არის არავითარი არგუმენტი ყურანიდან და სუნნადან, ის მიბრუნებული იქნება თავის პატრონთან (ჩამდენთან) და არ იქნება მიღებული ალლაჰის წინაშე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თაყვანისცემა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რაც დადგენილია ყურანსა და სუნნაში. ჩვენ ვუწევთ თაყვანისცემას ყოვლისშემძლე ალლაჰს მხოლოდ იმ ფორმით, რომელიც მან დააკანონა, და ვერიდებით ნებისმიერ სიახლესა და გამოგონილ რიტუალს.
  2. რელიგია არ ეფუძნება პირად შეხედულებებსა და უპირატესობებს, არამედ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზაზე მიყოლას.
  3. ეს ჰადისი არის რელიგიის სრულყოფილების არგუმენტი.
  4. ბიდ'ათი არის ყველაფერი, რაც გამოგონილ იქნა რელიგიაში, რომელიც არ იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი საჰაბების პერიოდში, ეს იქნება მრწამსში, სიტყვებში თუ ქმედებებში.
  5. ეს ჰადისი არის ფუძე ისლამის ფუძეებიდან, ის არის ქმედებებისთვის როგორც სასწორი, როგორც ყველა საქმე, რომელიც ალლაჰის კმაყოფილებისთვის არ სრულდება და მის ჩამდენს არავითარი მადლი არ ექნება, ასევე ყველა საქმე, რომელიც არ იქნება იმის მიხედვით, რითიც მოვიდა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ეს საქმე იქნება მიბრუნებული თავის ჩამდენთან (არ იქნება მიღებული ალლაჰის წინაშე).
  6. ჰადისი წარმოადგენს ძირითად წესს ყოველგვარი შემოღებული სიახლისა (ბიდა'ას) და მიმდინარე უარყოფითი, დაგმობილი ქმედებების უარყოფაში.
  7. აკრძალული სიახლეები არის ის, რაც დაკავშირებულია რელიგიურ საკითხებთან და არა ამქვეყნიურ საქმეებთან.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
FR Français الفرنسية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan الأذربيجانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو