1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. წმინდა ყურანი და მისი მეცნიერებები

ჰადისი გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი ნათელი, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია: სურა ალ-ფაათიჰა და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათები, შენ ამ აიათებიდან როცა რომელიმეს წაიკითხავ, აუცილებლად მოგეცემა ის, რასაც ითხოვ

عَنِ ابْنِ عَبَّاسٍ رضي الله عنهما قَالَ:
«بَيْنَمَا جِبْرِيلُ قَاعِدٌ عِنْدَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ سَمِعَ نَقِيضًا مِنْ فَوْقِهِ، فَرَفَعَ رَأْسَهُ، فَقَالَ: هَذَا بَابٌ مِنَ السَّمَاءِ فُتِحَ الْيَوْمَ لَمْ يُفْتَحْ قَطُّ إِلَّا الْيَوْمَ، فَنَزَلَ مِنْهُ مَلَكٌ، فَقَالَ: هَذَا مَلَكٌ نَزَلَ إِلَى الْأَرْضِ لَمْ يَنْزِلْ قَطُّ إِلَّا الْيَوْمَ، فَسَلَّمَ، وَقَالَ: أَبْشِرْ بِنُورَيْنِ أُوتِيتَهُمَا لَمْ يُؤْتَهُمَا نَبِيٌّ قَبْلَكَ: فَاتِحَةُ الْكِتَابِ، وَخَوَاتِيمُ سُورَةِ الْبَقَرَةِ، لَنْ تَقْرَأَ بِحَرْفٍ مِنْهُمَا إِلَّا أُعْطِيتَهُ».

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«ერთხელ ჯიბრილი ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით იჯდა, როცა მოულოდნელად ზემოდან ხმა მოესმა. ჯიბრილმა ცას ახედა და თქვა: "ეს ცის კარია, რომელიც დღეს პირველად გაიხსნა და აქამდე არასდროს გახსნილა", შემდეგ, ამ კარიდან ერთმა ანგელოზმა ჩამოსვლა დაიწყო, ჯიბრილმა თქვა: "ეს ანგელოზია, რომელიც პირველად ჩამოვიდა დედამიწაზე და მანამდე არასდროს ჩამოსულა", ანგელოზმა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიესალმა და უთხრა: "გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი ნათელი, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია: სურა ალ-ფაათიჰა და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათები, შენ ამ აიათებიდან როცა რომელიმეს წაიკითხავ, აუცილებლად მოგეცემა ის, რასაც ითხოვ"».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 806

განმარტება

ჯიბრილი (მშვიდობა მას) ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით იჯდა, როდესაც ზეციდან ხმა მოესმა, რომელიც ჰგავდა კარის გახსნის ხმას. ჯიბრილმა ცას ახედა და თავისი მზერა ზეცისკენ მიაპყრო. შემდეგ მან მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა: ეს ცის კარია, რომელიც დღეს პირველად გაიხსნა, და მანამდე არასდროს გახსნილა, ამ კარიდან ერთმა ანგელოზმა დედამიწაზე ჩამოსვლა დაიწყო, ჯიბრილმა თქვა: ეს ანგელოზია, რომელიც დედამიწაზე პირველად ჩამოვიდა, და მანამდე არასდროს ჩამოსულა, ანგელოზმა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიესალმა და შემდეგ უთხრა: გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი სინათლე, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია; ესენია: სურა ალ-ფაათიჰა და ალ-ბაყარას ბოლო ორი აიათი. შემდეგ ანგელოზმა თქვა: ვინც კი ამ აიათებიდან ერთ ასოს მაინც წაიკითხავს უზენაესი ალლაჰი მას იმ სიკეთეს, ვედრებას და თხოვნას მისცემს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სურა ალ-ფათიჰას და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათების ღირსება და წახალისება მათი წაკითხვისა და მათში არსებული ბრძანებების განხორციელებისკენ.
  2. ზეცას აქვს კარები, საიდანაც უზენაესის ბრძანებები გარდმოევლინება, და ისინი მხოლოდ უზენაესი ალლაჰის ნებართვით იღება.
  3. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღირსება უზენაესი ალლაჰის წინაშე, რადგან ალლაჰმა მას ისეთი პატივი მიანიჭა, რაც წინა წინასწარმეტყველთათვის არ უბოძებია – და ეს ორი სინათლე უბოძა.
  4. ალლაჰის გზაზე მოწოდების ერთ-ერთი მეთოდი – კეთილი ამბებით გახარება.

თარგმნების ჩვენება

37 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية