عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ مَسْعُودٍ رَضيَ اللهُ عنهُ قَالَ:
قَالَ لِي النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «اقْرَأْ عَلَيَّ»، قُلْتُ: يَا رَسُولَ اللَّهِ، أَأَقْرَأُ عَلَيْكَ، وَعَلَيْكَ أُنْزِلَ؟ قَالَ: «نَعَمْ» فَقَرَأْتُ سُورَةَ النِّسَاءِ حَتَّى أَتَيْتُ إِلَى هَذِهِ الآيَةِ: {فَكَيْفَ إِذَا جِئْنَا مِنْ كُلِّ أُمَّةٍ بِشَهِيدٍ، وَجِئْنَا بِكَ عَلَى هَؤُلاَءِ شَهِيدًا} [النساء: 41]، قَالَ: «حَسْبُكَ الآنَ» فَالْتَفَتُّ إِلَيْهِ، فَإِذَا عَيْنَاهُ تَذْرِفَانِ.
[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 5050]
المزيــد ...
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «წამიკითხე ყურანი» მე ვუთხარი: ო, ალლაჰის შუამავალო, მე წაგიკითხო შენ, როდესაც ის შენზე გადმოევლინა? თქვა: «დიახ», და დავიწყე სურა ან-ნისას კითხვა, სანამ შემდეგ აიათამდე არ მივედი: {და როგორ[იქნება განკითხვის დღეს] როცა ყოველი უმმათიდან[სარწმუნოებიდან] მოწმეს წარვადგენთ, და [როცა]შენც წარგადგენთ ამ ხალხზე მოწმედ} [ან-ნისა: 41], თქვა: «ახლა, საკმარისია», და როცა მას შევხედე თვალებიდან ცრემლი მოსდიოდა.
[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 5050]
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ითხოვა, რომ წაეკითხა მისთვის რაიმე ყურანიდან, მან უპასუხა: ო, ალლაჰის შუამავალო, მე როგორ წაგიკითხო შენ, როდესაც ის შენ გარდმოგევლინა?! შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: მიყვარს რომ ყურანი სხვისგან მოვისმინო. და წაუკითხა მას სურა ან-ნისა, როდესაც მან მიაღწია უზენაესის სიტყვებს: {და როგორ[იქნება განკითხვის დღეს]როცა ყოველი უმმათიდან [სარწმუნოებიდან] მოწმეს წარვადგენთ, და [როცა] შენც წარგადგენთ ამ ხალხზე მოწმედ}. ანუ: როგორი იქნება შენი და შენი უმმათის მდგომარეობა როდესაც შენ წარგადგენთ მოწმედ შენს უმმათზე, რადგან შენ მათ გადაეცი შენი ღმერთის წერილი, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: აქ შეწყვიტე კითხვა, იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კამაყოფილი) თქვა: როდესაც მას შევხედე თვალებიდან ცრემლი მოსდიოდა, შიშით იმ საზარელი სცენის გამო და მისი მიმდევრების მიმართ გამოჩენილი წყალობის გამო.