1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. წმინდა ყურანი და მისი მეცნიერებები

ჰადისი არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაული არ მისცემოდა, რითაც ირწმუნებდა ხალხი

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَا مِنَ الأَنْبِيَاءِ نَبِيٌّ إِلَّا أُعْطِيَ مَا مِثْلهُ آمَنَ عَلَيْهِ البَشَرُ، وَإِنَّمَا كَانَ الَّذِي أُوتِيتُ وَحْيًا أَوْحَاهُ اللَّهُ إِلَيَّ، فَأَرْجُو أَنْ أَكُونَ أَكْثَرَهُمْ تَابِعًا يَوْمَ القِيَامَةِ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაული არ მისცემოდა, რითაც ირწმუნებდა ხალხი, და რაც მომეცა მე (ყველაზე დიდი სასწაული) ეს არის ზეგამოცხადება (ყურანი), რომელიც შთამეგონა ალლაჰისგან, და იმედი მაქვს, რომ აღდგომის დღეს ჩემი მიმდევართა რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე რომელიმე მათგანის».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 4981

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა, რომ ყველა წინასწარმეტყველი ალლაჰმა გაამაგრა და მისცა ნიშნები და სასწაულები — ზებუნებრივი მოვლენები, რომლებიც მიუთითებდა მათ წინასწარმეტყველებაზე და ავალდებულებდა დამსწრეს რწმენას მათი სისწორის მიმართ, და იგი იმდენად დამარცხებულია იმ გამოწვევით რომ ვერ ახერხებს მისგან თავის დაღწევას; თუმცა შესაძლოა ზოგმა უარყოს სასწაული და ჯიუტად შეეწინააღმდეგოს. ხოლო მისი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნიშანი და სასწაული არის ყურანი, რომელიც ალლაჰმა მას გამოუცხადა; რადგან მასში აშკარა და მუდმივი სასწაულია მისი უზარმაზარი სარგებლისა და საერთო სიკეთის გამო. მასშია მოწოდება, მტკიცებულება და ამბავი იმისა, რაც მოხდება. მისი სარგებელი მოიცვა როგორც მყოფთ, ისე არამყოფთ, როგორც არსებებს, ისე მომავალთ. შემდეგ მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "იმედს ვიტოვებ, რომ განკითხვის დღეს მე მეყოლება მათ შორის ყველაზე მეტი მიმდევარი".

ჰადისის სარგებლობიდან

  1. შუამავლების სასწაულების დადასტურება, ეს არის უზენაესი ალლაჰის წყალობისა და მისი უდიდესი მადლის გამოვლინება ხალხთათვის.
  2. შუამავლის დიადი სასწაულის განმარტება (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
  3. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დიადი ადგილის და მისი უპირატესობის განმარტება სხვა შუამავლების მიმართ.
  4. იბნ ჰაჯარმა შემდეგ სიტყვებზე თქვა: «"და რაც მომეცა მე, ეს არის ზეგამოცხადება, რომელიც შთამეგონა ალლაჰისგან": ამის მნიშვნელობა არ არის ის, რომ მისი სასწაულები ყურანით შემოფარგლულია, და არც ის, რომ მას არ მისცემია სასწაულები იმათი, ვინც მასზე უწინარეს იყო, არამედ, ეს არის უდიდესი სასწაული, რომელიც მას მიეცა სხვებისგან განსხვავებით».
  5. იმამი ან-ნავავიმ თქვა: «(და იმედი მაქვს, რომ ჩემი მიმდევართა რაოდენობა უფრო მეტი იქნება), ეს არის შუამავლობის ნიშანთაგან ერთ-ერთი ნიშანი, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როდესაც ძალიან მცირე იყო მუსლიმთა რიცხვი, შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა გაიღო წყალობა, გაამრავლა მუსლიმები და დალოცა ისინი, რამეთუ მათი რიცხვი ძალიან დიდია, რასაც დღეს ვხედავთ, დიდება ალლაჰს».

თარგმნების ჩვენება

29 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TH ไทย التايلندية
AS অসমীয়া الأسامية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
HU Magyar المجرية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية