1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ო, ალლაჰ! დამიცავი შენი სასჯელისგან იმ დღეს, როდესაც შეკრებ ან აღადგენ შენს მონებს

عَنْ حُذَيْفَةَ بْنِ اليَمَانِ رَضيَ اللهُ عنه:
أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَانَ إِذَا أَرَادَ أَنْ يَنَامَ وَضَعَ يَدَهُ تَحْتَ رَأْسِهِ، ثُمَّ قَالَ: «اللَّهُمَّ قِنِي عَذَابَكَ يَوْمَ تَجْمَعُ أَوْ تَبْعَثُ عِبَادَكَ».

ჰუზაიფა იბნ ალ-იამაანი გადმოსცემს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
«ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც დაძინებას აპირებდა, თავის ხელს თავქვეშ იდებდა და შემდეგ ამბობდა: «ო, ალლაჰ! დამიცავი შენი სასჯელისგან იმ დღეს, როდესაც შეკრებ ან აღადგენ შენს მონებს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ სუნან ალ-თირმიზი - 3398

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც ძილისთვის დაწვებოდა, თავის მარჯვენა ხელს ბალიშივით იყენებდა და თავის მარჯვენა ლოყას მასზე დებდა, შემდეგ ამბობდა: «ო, ალლაჰ», ჩემო ღმერთო დამიცავი – «შენი სასჯელისა» და დასჯისგან «იმ დღეს, როცა შეკრებ ან აღადგენ შენს მონებს» საბოლოო ანგარიშისთვის, აღდგომის დღეს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ამ კურთხეული ვედრების მაღალი ღირსება და მისი რეგულარულად თქმა, როგორც მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიბაძვა.
  2. მარჯვენა გვერდზე დაწოლის სასურველობა.
  3. ას-სინდიმ თქვა: «"ო, ალლაჰ, დამიცავი შენი სასჯელისგან" – ამ სიტყვებში მითითებულია, რომ გონიერმა ადამიანმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ძილი გახადოს სიკვდილისა და მისი შემდგომი აღდგომის ხსენების საშუალებად».
  4. აღდგომის დღეს ალლაჰის სასჯელისგან დაცვა მისი შეწყალების მეშვეობით ხდება, როდესაც ალლაჰი მონას სიმართლის გზაზე დააყენებს და კეთილ საქმეებში წარმატებას მიანიჭებს, როდესაც ალლაჰი მორწმუნეს ცოდვებს მიუტევებს და მას თავის წყალობაში შეიყვანს.
  5. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავმდაბლობა თავისი უფლისა და უზენაესი მფლობელის წინაშე.
  6. აღდგომისა და საბოლოო შეკრების დადასტურება, რომ ნამდვილად ადამიანები დაუბრუნდებიან თავიანთ უფალს, რათა ისინი გაასამართლოს მათი საქმეების მიხედვით, ვისაც სიკეთე მოეპოვება, მან უნდა ადიდოს ალლაჰი, ვისაც ამის გარდა სხვა რამე მოეპოვება, მან არავინ დაადანაშაულოს, გარდა საკუთარი თავისა, ეს არის მხოლოდ მონების საქმენი, რომლებსაც ალლაჰი აღრიცხავს მათზე.
  7. საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დიდი ყურადღებით აღწერდნენ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მდგომარეობას ძილში.
  8. მისი სიტყვები: ''დაიდო მარჯვენა ხელი თავის მარჯვენა ლოყის ქვეშ“ – ეს არის ნაწილი მისი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვეულებიდან, რომ ყოველთვის მარჯვენა მხარეს ანიჭებდა უპირატესობას ყველაფერში, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება არსებობს.
  9. მარჯვენა გვერდზე ძილი იწვევს უფრო სწრაფ გაღვიძებას, რადგან ამ მდგომარეობაში გული სრულად არ ისვენებს, ასევე, ეს ძილი უფრო მშვიდია გულისთვის, რადგან გული მდებარეობს სხეულის მარცხენა მხარეს, თუ ადამიანი მარცხენა მხარეს იძინებს, ეს შეიძლება ავნოს გულს, რადგან სხეულის წონა მასზე უფრო დიდ ზეწოლას ახდენს.

თარგმნების ჩვენება

36 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية