ვინც განიბანს ისე, როგორც მე განვიბანე, და შემდეგ ორ რაქათს შეასრულებს ისე, რომ არაფერზე იფიქრებს ამ დროს, მას მისი წინა ცოდვები მიეტევება
როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვას აკეთებდა სხეულის თითოეული ნაწილის ერთხელ დაბანით
რომ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვა შეუსრულებია, სხეულის ნაწილების ორ-ორჯერ განბანვით