ჰადისების სია 6

არც აბრეშუმი და არც ოქროსფერი ქსოვილი(აბრეშუმი ოქროს უზორებით) არ ატაროთ, არც ოქროს და ვერცხლის ჭურჭლიდან დალიოთ და არც ასეთ ჭურჭელში ჭამოთ, რადგან ეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში მათთვისაა განკუთვნილი, ხოლო ჩვენთვის - საიქიო ცხოვრებაში
ვინც ამქვეყნად ჩაიცვამს აბრეშუმს, ვერ ჩაიცვამს მას საიქიოში
კაცმა არ უნდა შეხედოს კაცის აურათს, და არც ქალმა უნდა შეხედოს ქალის აურათს
თეთრი ტანსაცმელი ჩაიცვით, რადგან ის თქვენთვის საუკეთესო ტანსაცმელია, და მასში გაახვიეთ თქვენი მიცვალებულები
მუსლიმის ტანისამოსის (იზარის) სიგრძე უნდა იყოს წვივის შუამდე, ხოლო არ არის პრობლემა, თუ იგი კოჭებს შორის იქნება. თუმცა, რაც კოჭებზე დაბლაა, ის ცეცხლშია. ვინც თავისი სამოსი ამპარტავნულად დაუშვა მიწაზე, ალლაჰი მას არ შეხედავს
ალლაჰი არ შეხედავს მას, ვინც სიამაყით ტანსაცმელს მიწაზე დაათრევს