1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ალლაჰი არ შეხედავს მას, ვინც სიამაყით ტანსაცმელს მიწაზე დაათრევს

عَنِ ابْنِ عُمَرَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«لاَ يَنْظُرُ اللَّهُ إِلَى مَنْ جَرَّ ثَوْبَهُ خُيَلاَءَ».

აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) გადმოცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ალლაჰი არ შეხედავს მას, ვინც სიამაყით ტანსაცმელს მიწაზე დაათრევს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 5783

განმარტება

შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა, რომ სიამაყით და თავმომწონეობით ტანსაცმლის (შარვალი) ან მოსასხამის კოჭების დაბლა დაშვება არის მიუღებელი. ვინც ასე მოიქცევა მას აქვს აღთქმული სასტიკი მუქარა, რომ ალლაჰი არ შეხედავს მას მოწყალებით განკითხვის დღეს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ტანსაცმელში შედის ყველაფერი, რითაც ხდება წელს ქვედა ნაწილის დაფარვა, შარვლით, მოსასხამით და სხვა.
  2. კოჭებს დაბლა ტანსაცმლის დაშვება მხოლოდ მამაკაცებისთვის არის აკრძალული, ან-ნავავიმ თქვა: «სწავლულები ერთხმად თანხმდებიან, რომ ქალებისთვის კოჭებს დაბლა ტანსაცმლის დაშვება არის ნებადართული, შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის გადმოცემული, რომ ქალებს მისცა ნებართვა კაბის ქვედაბოლოები კოჭებიდან ერთი იდაყვით დაეშვათ დაბლა».
  3. იბნ ბაზმა თქვა: «ტანისამოსის ბოლოს ჩამოშვება აკრძალულია ჰადისების ზოგადი მნიშვნელობის მიხედვით. რაც შეეხება სასჯელს, ის შეიძლება განსხვავდებოდეს და არ არის აუცილებელი, რომ ყველასთვის ერთნაირი იყოს, რადგან ის, ვინც ამას ამპარტავნობის გამო აკეთებს, არ ჰგავს იმას, ვინც ასეთ განზრახვას არ ფლობს».
  4. იბნ ბაზმა თქვა: «ქალი ავრათია (იგულისხმება, რომ მისი სხეული უნდა დაიფაროს), ამიტომ არ არის რაიმე საგმობი იმაში, რომ მისი სამოსის კიდე იყოს ერთი მტკაველის სიგრძით უფრო გრძელი. ხოლო, თუ ეს მას არ ჰყოფნის, მაშინ შეიძლება მან ის დააგრძელოს ის, თუნდაც იდაყვამდე, და გაზომვა ხდება კოჭებიდან».
  5. ალ-ყაადიმ თქვა: «სწავლულებმა თქვეს: ყველაფერი მოუწონარია რაც საჭიროებაზე მეტი იქნება, და ასევე ტანსაცმლის სიგრძე ან სიფართოვე, რომელიც საჭიროზე მეტი იქნება. ალლაჰმა უკეთ იცის».
  6. ან-ნავავიმ თქვა: «სასურველი სიგრძე ყამისისთვის და იზარისთვის არის წვივის შუა ნაწილი. თუ ვინმეს სამოსი რჩება ამ საზღვარსა და კოჭებს შორის, მასზე ცოდვა არ არის. რაც შეეხება ამ ზომის გადაჭარბებას, ეს უკვე ის არის, რაც ცეცხლისკენ მიჰყავს ადამიანი. ანუ ის, რაც წვივის შუადან კოჭებამდეა, ნებადართულია და არ არის არასასურველი (მაქრუჰი), ხოლო ის, რაც კოჭებს ქვემოთაა, უკვე აკრძალულია (ჰარამი)».
  7. იბნ უსაიმინმა თქვა: «სიტყვები: (ალლაჰი მას არ შეხედავს) იგულისხმება, რომ ალლაჰი მას არ შეხედავს მოწყალებითა და თანაგრძნობით. არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეხედავს, რადგან ალლაჰისგან, ყოვლადკეთილისა და უზენაესისგან, არაფერი რჩება დაფარული და არაფერი გამორჩება მის ხედვას... აქ საუბარია იმაზე, რომ ალლაჰი არ შეხედავს მას თავისი წყალობისა და თანაგრძნობის მზერით».

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
BN বাংলা البنغالية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
NE नेपाली النيبالية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
UK Українська الأوكرانية
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية