+ -

عن أبي سعيد الخُدْريِّ رضي الله عنه قال: سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول:
«‌مَنْ ‌رَأَى ‌مِنْكُمْ ‌مُنْكَرًا فَلْيُغَيِّرْهُ بِيَدِهِ، فَإِنْ لَمْ يَسْتَطِعْ فَبِلِسَانِهِ، فَإِنْ لَمْ يَسْتَطِعْ فَبِقَلْبِهِ، وَذَلِكَ أَضْعَفُ الْإِيمَانِ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 49]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ საიდ ალ-ხუდრისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, თუ როგორ ამბობდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელი) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 49]

განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიბრძანებს, რომ გამოვასწოროთ ყოველივე მოუწონარი, რაც ალლაჰმა და მისმა მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალეს, ჩვენი შესაძლებლობის შესაბამისად. თუ ვინმე ხედავს ცოდვას, მას ევალდებულება, რომ გამოასწოროს იგი ხელით, თუ ამის შესაძლებლობა აქვს. თუ მას ამის შესაძლებლობა არ აქვს, მაშინ მან უნდა შეცვალოს ის სიტყვით, გააფრთხილოს ის, ვინც ამას აკეთებს, აუხსნას ჩამდენს მისი ზიანი და მიუთითოს სიკეთისაკენ ნაცვლად ამ სიავისა, თუ ადამიანი ამ დონის მიღწევას ვერ შეძლებს, მაშინ უარყოს იგი გულით, რომ სძულდეს ეს სამარცხვინო საქმე და მტკიცედ გადაწყვიტოს, რომ თუ მისი შეცვლის ძალა ექნებოდა, ამას გააკეთებდა. გულით შეცვლა კი არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რწმენის ხარისხი დასაგმობი ქმედების შეცვლაში.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული اليونانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ჰადისი საფუძველია იმის, რომელიც განმარტავს გასაკიცხი საქმის შეცვლის დონეებს.
  2. ბოროტების აღკვეთისას თანდათანობითობის პრინციპი საჭიროა, თითოეულმა ადამიანმა თავისი შესაძლებლობებისა და უნარების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
  3. ბოროტების აღკვეთა უდიდესი საქმეა ჩვენს რწმენაში და არავის არ ეხსნება ეს ვალდებულება. ამით დავალებულია თითოეული მუსლიმი, მისი შესაძლებლობებისა და ძალების მიხედვით.
  4. მოწოდება მოსაწონი ქმედებისკენ და დასაგმობი ქმედებების აკრძალვა არის რწმენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, ხოლო რწმენა თავის მხრივ იზრდება და იკლებს.
  5. დასაგმობი ქმედების აკრძალვა დამოკიდებულია ცოდნაზე, რომ ეს ქმედება არის დასაგმობი.
  6. დასაგმობის გამოსწორება იმ პირობით კეთდება:თუ თუ მაგ საქმის გამოსწორებისას უფრო დიდი ზიანი არ მოჰყვება ვიდრე არსებულისა.
  7. დასაგმობის აღკვეთას თავისი ეთიკა და პირობები აქვს, რომლებიც საჭიროა თითოეულმა მუსლიმმა შეისწავლოს.
  8. დასაგმობის უარყოფა საჭიროებს შარიათის პოლიტიკას, ცოდნას და გამჭრიახობას.
  9. დასაგმობი საქმის გულით არ უარყოფა მიუთითებს რწმენის სისუსტეზე.
მეტი