ჰადისების სია

რწმენას აქვს სამოცდაათზე ან სამოცზე მეტი ნაწილი, ხოლო, საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა", ხოლო მისი ყველაზე დაბალი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშორება
عربي الإنجليزية الأوردية
თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელ) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება
عربي الإنجليزية الأوردية
ვინც ისლამში გამორჩეულია სიკეთით, მას არ დაეკისრება პასუხი ჯაჰილიაში ჩადენილის გამო; ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე
عربي الإنجليزية الأوردية
არ იყო არც ერთი წინასწარმეტყველი, რომელიც ალლაჰმა წარგზავნა ჩემამდე ხალხისათვის, რომელსაც მის თემში არ ჰყავდა ჰავარები(ნდობით აღჭურვილი პირები) და(ასჰაბები) თანამგზვრები, რომლებიც მის სუნნას და ბრძანებებს მისდევდნენ
عربي الإنجليزية الأوردية
მუსლიმი ის არის, ვისგანაც მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისა და ხელისგან, ხოლო მუჰაჯირი ის არის, ვინც მიატოვებს იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა
عربي الإنجليزية الأوردية
ჩვენ სულებში ისეთი რამეები გვაქვს, რაზეც ლაპარაკიც კი გვრცხვენია." უთხრა: "ნუთუ მართლა გაქვთ ასეთი რამეები?" მათ უპასუხეს: "დიახ." უთხრა: " აი, ეს არის ჭეშმარიტი რწმენა
عربي الإنجليزية الأوردية
ჭეშმარიტად, რწმენა (იმანი) თქვენს გულებში იცვითება ისევე, როგორც იცვითება ტანსაცმელი. ამიტომ სთხოვეთ ალლაჰს, რომ განაახლოს რწმენა თქვენს გულებში
عربي الإنجليزية الأوردية
გასინჯა რწმენის გემო იმან, ვინც კმაყოფილია ალლაჰით, როგორც ღმერთით. ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით
عربي الإنجليزية الأوردية
ჩვენ ვიყავით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახალგაზრდები, ძალმოსილები, და ვისწავლეთ რწმენა მანამდე, სანამ ყურანს ვისწავლიდით. შემდეგ ვისწავლეთ ყურანი და მასთან ერთად ჩვენი რწმენაც გაიზარდა
عربي الإنجليزية الأوردية