1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ჰადისი და მისი მეცნიერებები

ჰადისი გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში

عن عبد الله بن عمرو رضي الله عنهما أن النبي صلى الله عليه وسلم قال:
«بَلِّغُوا عَنِّي وَلَوْ آيَةً، وَحَدِّثُوا عَنْ بَنِي إِسْرَائِيلَ وَلَا حَرَجَ، وَمَنْ كَذَبَ عَلَيَّ مُتَعَمِّدًا فَلْيَتَبَوَّأْ مَقْعَدَهُ مِنَ النَّارِ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 3461

განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ავალებს საკუთარი ცოდნის გავრცელებას ყურანიდან ან სუნნადან, თუნდაც ეს მცირედი იყოს, როგორიცაა ყურანის ერთი აიათი ან ჰადისი. იმ პირობით, რომ ის იქნება მცოდნე იმის, რასაც გადმოსცემს და რისკენაც მოუწოდებს. შემდეგ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ისრაელის შვილების შესახებ მომხდარი ამბების გადმოცემა ნებადართულია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს შარიათს (ანუ ისლამურ კანონმდებლობას) შემდეგ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ადამიანები მასზე ტყუილის თქმისგან და განაცხადა, რომ ვინც განზრახ მოიტყუებს მასზე, დაე, მოამზადოს ადგილი ცეცხლში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის შარიათის გავრცელების წახალისება და ის, რომ ადამიანმა უნდა გადასცეს ის, რაც დაიმახსოვრა და გაიგო, თუნდაც მცირედი.
  2. სავალდებულოა შარიათული ცოდნის ძიება, რათა ადამიანს შეეძლოს ალლაჰზე თაყვანისცემა და მისი შარიათის სწორი ფორმით მიტანა.
  3. სავალდებულოა, რომ ყოველი ჰადისის სისწორე აუცილებლად შემოწმდეს მის გავრცელებამდე ან გაზიარებამდე, რათა არ აღმოჩნდეთ მძიმე გაფრთხილების ქვეშ, რომელიც ეხება ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
  4. საჭიროა წახალისდეს სიმართლე საუბარში და სიფრთხილის გამოჩენა ნებისმიერ სიტყვაში, რათა არ მოხდეს სიცრუის გავრცელება. განსაკუთრებით ეს ეხება დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის შარიათთან დაკავშირებულ საკითხებს.

თარგმნების ჩვენება

69 ენა
EN English الإنجليزية
UR اردو الأوردية
ES Español الإسبانية
ID Indonesia الإندونيسية
UG ئۇيغۇرچە الأيغورية
BN বাংলা البنغالية
FR Français الفرنسية
TR Türkçe التركية
RU Русский الروسية
BS Bosanski البوسنية
SI සිංහල السنهالية
HI हिन्दी الهندية
ZH 中文 الصينية
FA فارسی الفارسية
VI Tiếng Việt الفيتنامية
TL Tagalog تجالوج
KU Kurdî الكردية
HA Hausa الهوسا
PT Português البرتغالية
ML മലയാളം المليالم
TE తెలుగు التلغو
SW Kiswahili السواحيلية
TA தமிழ் التاميلية
MY မြန်မာ البورمية
TH ไทย التايلندية
DE Deutsch الألمانية
JA 日本語 اليابانية
PS پښتو بشتو
AS অসমীয়া الأسامية
SQ Shqip الألبانية
SV Svenska السويدية
AM አማርኛ الأمهرية
NL Nederlands الهولندية
GU ગુજરાતી الغوجاراتية
KY Кыргызча القيرقيزية
NE नेपाली النيبالية
YO Yorùbá اليوروبا
LT Lietuvių الليتوانية
PRS دری الدرية
SR Српски الصربية
SO Soomaali الصومالية
TG тоҷикӣ الطاجيكية
RW Kinyarwanda الكينياروندا
RO Română الرومانية
HU Magyar المجرية
CS Čeština التشيكية
MOS Moore الموري
MG Malagasy المالاجاشية
FF Fulfulde الفولانية
IT Italiano الإيطالية
OM Oromoo الأورومو
KN ಕನ್ನಡ الكانادا
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan الأذربيجانية
EL Ελληνικά اليونانية
AK Akan الأكانية
UZ O‘zbek الأوزبكية
UK Українська الأوكرانية
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو