+ -

عَنْ مُعَاذٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ، قَالَ:
كُنْتُ رِدْفَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَلَى حِمَارٍ يُقَالُ لَهُ عُفَيْرٌ، فَقَالَ: «يَا مُعَاذُ، هَلْ تَدْرِي حَقَّ اللَّهِ عَلَى عِبَادِهِ، وَمَا حَقُّ العِبَادِ عَلَى اللَّهِ؟»، قُلْتُ: اللَّهُ وَرَسُولُهُ أَعْلَمُ، قَالَ: «فَإِنَّ حَقَّ اللَّهِ عَلَى العِبَادِ أَنْ يَعْبُدُوهُ وَلا يُشْرِكُوا بِهِ شَيْئًا، وَحَقَّ العِبَادِ عَلَى اللَّهِ أَنْ لا يُعَذِّبَ مَنْ لا يُشْرِكُ بِهِ شَيْئًا»، فَقُلْتُ: يَا رَسُولَ اللَّهِ أَفَلاَ أُبَشِّرُ بِهِ النَّاسَ؟ قَالَ: «لا تُبَشِّرْهُمْ، فَيَتَّكِلُوا».

[صحيح] - [متفق عليه] - [صحيح البخاري: 2856]
المزيــد ...

მუაზისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:
"მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, სახელად უფეირი, და მან მითხრა: «ჰეი, მუაზ იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ და რა არის მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ?» მე ვუპასუხე „ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან, თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ , ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად». მუაზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა: «ო ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო მისით ხალხს? მან უპასუხა: «არ უთხრა მათ, რადგან შეიძლება მხოლოდ ამას დაეყრდნონ».

[სანდო (საჰიჰ)] - [შეთანხმებული] - [საჰიჰ ალ-ბუხარი - 2856]

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, თუ რა არის ალლაჰის უფლება მსახურებზე და რა არის მსახურთა უფლება ალლაჰის წინაშე. ალლაჰის უფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები მხოლოდ მას ერთს უნდა ემსახურონ და არ შეუქმნან მას თანაზიარი. მსახურის უფლება ალლაჰის მიმართ ის არის, რომ არ დასჯის ერთღმერთიანებს, რომლებიც არ უქმნიან მას თანაზიარად არავის. ამის შემდეგ მუ'აზმა უთხრა: ო, ალლაჰის მოციქულო ნუთუ არ ვუმახარობლო ხალხს რომ გაიხარონ და იბედნიერონ ამ უდიდესი სიკეთით? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამისგან თავშეკავება უბრძანა, იმის შიშით, რომ ხალხი მხოლოდ მასზე დაეყრდნობოდა.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური იტალიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული اليونانية უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის უფლება, რომელიც მან თავის მსახურებს დააკისრა, ის არის, რომ ეთაყვანონ მას და არ დაუდგინონ არავინ მას თანაზიარად.
  2. მსახურთა უფლება უზენაესი ალლაჰის წინაშე, რომელიც ალლაჰმა თავის თავზე მისგან სიკეთითა და წყალობით იკისრა არის ის, რომ შეიყვანს მათ სამოთხეში და არ დასჯის.
  3. ამაში მოცემულია უდიდესი სასიხარულო ცნობები ერთღმერთიანთათვის, რომლებიც ალლაჰის ერთიანობას აღიარებენ და არ უთანაზიარებენ მას არავის, რომ მათი საბოლოო დანიშნულება სამოთხეში შესვლაა.
  4. მუ'აზმა ეს ჰადისი სიკვდილის წინ მოუყვა ხალხს. იმის შიშით, რომ ცოდნის დამალვისთვის ცოდვაში არ ჩავარდნილიყო.
  5. გაფრთხილება, რომ ზოგიერთი ჰადისი ზოგიერთ ადამიანებში არ გავრცელდეს, იმის შიშით, რომ მათ შეიძლება ვერ გაიგონ მისი შინაარსი. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც არ უკავშირდება უშუალო მოქმედებას ან შარიათის კანონების საზღვრებიდან რომელიმე საზღვრის დარღვევას.
  6. ცოდვილი ერთღმერთიანები, არიან ალლაჰის ნება-სურვილის ქვეშ : თუ ინებებს დასჯის მათ, ხოლო თუ ინებებს აპატიებს, შემდეგ მათი ბედი არის სამოთხეში.
მეტი