+ -

عن أبي مسعود الأنصاري رضي الله عنه قال:
جَاءَ رَجُلٌ إِلَى النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَقَالَ: إِنِّي أُبْدِعَ بِي فَاحْمِلْنِي، فَقَالَ: «مَا عِنْدِي»، فَقَالَ رَجُلٌ: يَا رَسُولَ اللهِ، أَنَا أَدُلُّهُ عَلَى مَنْ يَحْمِلُهُ، فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «مَنْ دَلَّ عَلَى خَيْرٍ فَلَهُ مِثْلُ أَجْرِ فَاعِلِهِ».

[صحيح] - [رواه مسلم] - [صحيح مسلم: 1893]
المزيــد ...

გადმოცემულია აბუ მას'უუდ ალ ანსაარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
ერთხელ ერთი კაცი მივიდა მოციქულთან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) და უთხრა: "ჩემი სატრანსპორტო პირუტყვი მოკვდა და, მომეცი (სხვა ცხოველი)". მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) უთხრა: «მე არა მყავს» შემდეგ (ერთმა) კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, მე მივუთითებ მას იმაზე, ვისაც შეუძლია მისცეს მას (ცხოველი)", და მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ის, ვინც მიუთითებს კეთილ საქმეზე, მიიღებს იმავე ჯილდოს, როგორსაც ის, ვინც ამას აკეთებს».

[სანდო (საჰიჰ)] - [გადმოსცა მუსლიმმა] - [საჰიჰ მუსლიმ - 1893]

განმარტება

მოციქულთან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მივიდა კაცი და უთხრა: "ჩემი აქლემი მოკვდა, მიმიყვანე რომელიმე ცხოველით და მომეცი სატრანსპორტო ცხოველი, რომელიც წამიყვანს". შუამავალმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ, სამწუხაროდ, მისთვის არ ჰყავდა ცხოველი, რომლითაც მას მიიყვანდა. მაშინ ერთმა მამაკაცმა, რომელიც იქ იმყოფებოდა, თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, მე მივასწავლი მას,იმას ვინც მას წაიყვანს". შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ის, ვინც მიასწავლის დახმარების მიმცემზე, მიიღებს იმავე ჯილდოს, როგორსაც ის, ვინც რეალურად დახმარებას აღმოუჩენს.

თარგმანი: ინგლისური ურდუ ესპანური ინდონეზიური იუგურული ბენგალური ფრანგული თურქული რუსული ბოსნეური სენჰალური ინდური ჩინური სპარსული ვიეტნამური თაგალური ქურდული ხუსური პორტუგალიური მალალამური ტელგური სვაჰილური თამილური ბურმისური ტაილანდური გერმანული იაპონური პუშტუ ასამური ალბანური შვედური ამჰარული ჰოლანდიური გუჯარათული ყირგიზული ნეპალური იორუბა ლიტვური დარი სერბული სომალური ტაჯიკური კინიარუანდა რომაული უნგრული ტაჯიკური الموري მალაიური ორომო კანადური الولوف البلغارية აზრბაიჯანული უზბეკური უკრაინული اللينجالا المقدونية
თარგმნების ჩვენება

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება კეთილ საქმეზე მითითებისკენ.
  2. მოწოდება სიკეთის კეთებისკენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მუსლიმური საზოგადოების ურთიერთდახმარებისა და ერთიანობის გასამტკიცებლად.
  3. უზენაესი ალლაჰის წყალობის სიფართოვე.
  4. ეს ჰადისი წარმოადგენს ზოგად წესს, რომელიც მოიცავს ყველა კეთილ საქმეს.
  5. თუ ადამიანს არ შეუძლია სხვისი სურვილის შესრულება, მან უნდა მიუთითოს იმაზე, ვისაც ეს შეუძლია.
მეტი